კალენდულას მკაფიოდ გამოხატული ბაქტერიციდული თვისებები აქვს, მრავალი აღმგზნების განსაკუთრებით, სტაფილოკოკებისა და სტრეპტოკოკების წინააღმდეგ.
მისგან მომზადებულ პრეპარატებს იყენებენ დამწვრობის, შეუხორცებელი ჭრილობებისა და ნაკერების სამკურნალოდ, ანგინისა და სტომატიტის დროს პირისა და ყელის სავლებად.
ხალხურ მედიცინაში, მცენარის ნაყენს იყენებენ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, ელენთის დაავადებების, კუჭის სპაზმების, შარდკენჭოვანი დაავადების, ხველის, ჰიპერტონიის, გულის ნევროზის, საყმაწვილოსა და რაქიტის დროს. გარეგანად – უკანატანის ეროზიისა და ნახეთქების დროს.
კალენდულას ნაყენი
ფასდაუდებელია კალენდულას როლი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ.
- არითმიის დროს, ფიტოთერაპევტები და მებალახეები გვირჩევენ, 2 წლის განმავლობაში, 3-4-თვიანი კურსებით, მივიღოთ კალენდულას ნაყენი.
2 ჩ.კ. ხმელ ყვავილებს ასხამენ 2 ჭიქა მდუღარეს, აყენებენ 1 საატით, შემდეგ წურავენ და სვამენ 1/2 ჭიქას დღეში სამჯერ.
კარგი იქნება ბალახეულის ნაკრების ნაყენიც. მის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედის კალენდულას ყვავილები, ძიძოს, პიტნისა და ადონისის ბალახები, ასკილის ნაყოფი და ვარდკაჭკაჭას ფესვი.
ყველა კომპონენტი დააფქვიეთ ყავის საფქვავში, 2 ს.კ. ნაკრებს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე 10 წუთით, თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ გადაღვარეთ თერმოსში და დააყენეთ მთელი ღამით.
გადაწურეთ და დალიეთ მასა დღის განმავლობაში, 100-150 მლ ჭამამდე 30 წუთით ადრე, დაუმატეთ შაქარი ან თაფლი, აუცილებლობისამებრ.
- მიოკარდის ინფარქტის მწვავე პერიოდში, მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად, შეიძლება ასეთი ნაყენის გამოყენებაც.
თანაბარი რაოდენობით აიღეთ კალენდულას, ნეგოსა (უკვდავას) და სამყურას ბალახი, გლერძის, დიდბაიასა და შავბალახას ბალახები, ვარდის ფურცლები, კატაბალახას ფესვები, ცერეცოს ნაყოფი, თეთრი ტირიფის ქერქი და როზმარინის ტოტები.
საფქვავში 2 ს.კ. დაქუცმაცებულ მასას დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი.
აადუღეთ და ნელ ცეცხლზე, თავდახურული, 10 წუთით ხარშეთ. ბალახთან ერთად, გადაღვარეთ თერმოსში და გააჩერეთ მთელი ღამით. მიიღეთ დღის განმავლობაში 100-150 მლ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლი და შაქარიც. ამ ნაკრებში შემავალი კატაბალახა და შავბალახა კარგ სედატიურ ეფექტს იძლევა, გლერძი და სამყურა არამხოლოდ წმენდს სისხლსა და ლიმგას, არამედ ზრდის ორგანიზმის დამცავ ძალებს. კალენდულასთან ერთად, იგი ახორცებს ნაწიბურებს, ასტიმულირებს გულის კუნთების მუშაობას.
საერთო ჯამში, ნაკრებს სუსტი შარდმდენი, ნაღველმდენი და კუჭის ამშლელი მოქმედება აქვს, აქტიურად გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები, ხელს უშლის მავნე ბაქტერიებისა და მიკრობების განვითარებას.
3-4-თვიანი რეგულარული მიღების შემდეგ, შეცვალეთ ნაკრების შემადგენლობა, მიჩვევა რომ არ გამოიწვიოთ. მიუხედავად საგრძნობი გამოჯანმრთელებისა, ნუ შეჩერდებით, მცირე შესვენებები მკურნალობისას (6-8 დღე) მხოლოდ გადატანილი ინფარქტიდან 1 წლის შემდეგ შეიძლება.
- ნაყენი ღვიძლის დაავადებების დროსაც გამოიყენება.
თერაპევტული ეფექტი ყველაზე უფრო გამოხატულია, თუ კალენდულა გვირილის პრეპარატებთან ერთად ინიშნება – უმჯობესდება ღვიძლის ნაღველმდენი ფუნქცია, ქრება ნაღვლის შეკავება ნაღვლის ბუშტში.
ღვიძლის ყველაზე ხშირი დაავადება ჰეპატიტია.
ამ შემთხვევაშიც კალენდულა დაგეხმარებათ. შეგიძლიათ დალიოთ კალენდულას ნაყენი – დღეში ოთხჯერ, როგორც სამკურნალო ჩაი. აიღეთ 10 გ კალენდულასა და ნეგოს ყვავილები, კარაზანის ბალახები, 5 გ გვირილის ყვავილები, მატიტელას ბალახი, ვარდკაჭკაჭას ფესვები და ხეჭრელი ხეშავის ქერქი.
4 ს.კ. ნარევს დაასხით 500 მლ ცივი წყალი მთელი ღამით, დილით წამოადუღეთ 5 წუთით, დააყენეთ 20 წუთით და დალიეთ 1/2 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ნაკრები, საერთო ჯამში, ხელს უწყობს ორგანიზმის გამოჯანმრთელებას ჰეპატიტის დროს.
- ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, რეკომენდებულია კალენდულას სპირტიანი ნაყენი. დაიწყეთ 1 მიღებაზე 30 წვეთით, თანდათან გაზარდეთ დოზა 1 ჩ.კ.-მდე.
მიიღეთ ნაყენი დღეში 2-3-ჯერ.
- ხალხური მედიცინა გირჩევთ კალენდულას დახმარებით ისეთი დაავადებების მკურნალობასაც, როგორიცაა ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ბუასილი, თრომბოფლებიტი.
მაგალითად, ვარიკოზის დროს სასარგებლოა არამხოლოდ სამკურნალო ჩაი, რომელთა შემადგენლობაშიც კალენდულა შედის, არამედ მალამოს გამოყენებაც.
კალენდულას მალამო
მის მოსამზადებლად თანაბარი რაოდენობით აიღეთ კრაზანა და ვარდკაჭკაჭა, კალენდულას, გვირილისა და თივაქასრას ყვავილები, ვირისტერფას ფოთლები.
3 ს.კ. დაფქულ მასას დაასხით 100 მლ მდუღარე და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთით, მუდმივად ურიეთ. ნახარში შეურიეთ დამდნარ ღორის ქონს (75გ) და მცენარეულ ზეთს (75გ).
თუ ქონი არ გაქვთ, გამოიყენეთ კარაქი. მალამო გააგრილეთ და შეინახეთ მაცივარსი.
დაზიანებულ მონაკვეთზე წაისვით მალამოს სქელი ფენა, დაახურეთ ორად დაკეცილი მარლა, პოლიეთილენი და შეიხვიეთ. სახვევი დღეში სამჯერ უნდა გამოიცვალოთ.