კუჭქვეშა ჯირკვლის მკურნალობის ეფექტური ხალხური საშუალება

0
1065

მინდა გაგიზიაროთ კუჭქვეშა ჯირკბლის გამოჯანმრთელების გამოცდილი და ეფექტური რეცეპტი.

საღამოს დააქუცმაცეთ კერინჩხის ერთწლიანი ტოტები 4-10-სანტიმეტრიან ნაჭრებად, დაასხით ემალირებულ ჭურჭელში 2 ლ მდუღარე წყალი, აადუღეთ, ხარშეთ ნელ ცეცხლზე 45 წუთით, დააყენეთ მთელი ღამით, დილით გადაწურეთ და დალიეთ 100 მლ ნახარში დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

პირველი ულუფა, თუ ძალიან გტკივათ, შეგიძლიათ მაშინვე დალიოთ, დაუყენებლად. ყოველ ჯერზე, ნახარშის მიღების შემდეგ, დაიზილეთ კუჭქვეშა ჯირკვალი 15 წუთის განმავლობაში, საათის ისრის მიმართულებით. და ასე, ზედიზედ 10 დღე.

კერენჩხი: სასარგებლო და მავნე თვისებები

ეკლიანი ქლიავი გვეხმარება კუჭის, ნაწლავების, თირკმლებისა და ღვიძლის დაავადებების, ასევე, ნივთიერებათა მიმოცვლის დარღვევის, ორგანიზმში ვიტამინების უკმარისობის დროს.

იგი კარგი ოფლმდენი და სიცხისდამწევი საშუალებაა. კერენჩხის კენკრის წვენს ანტივირუსული თვისებები აქვს, ამიტომ მისი მიღება კარგია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებისას, გელმინტოზის შედეგად.

ნაყოფის სამკურნალო თვისებები გამოხატულია დიზენტერიის, კვებითი ინტოქსიკაციის, არასპეციფიკური ფორმის კოლიტების შემთხვევაში.

კერენჩხის ფარმაკოლოგიური პრეპარატები გამოირჩევა ანთებისსაწინააღმდეგო, მკუმშავი, დიურეტიკული, ამოსახველებელი, საფაღარათე და ანტიბაქტერიული თვისებებით.

ჰომეოპათურ პრაქტიკაში იყენებენ კერენჩხის ფოთლებს, ახალგაზრდა ტოტებს, ქერქს, ფესვებს, ყვავილებსა და ნაყოფს.

მცენარის ყვავილების წყლიანი ნაყენი ეფექტური საფაღარათე, ნერვული სისტემის დამამშვიდებელი, ოფლმდენი და შარდმდენი საშუალებაა. ქერქი, ახალგაზრდა ტოტები, ფესვები ოფლმდენ და ამოსახველებელ ეფექტს ახდენს ორგანიზმზე.

კერენჩხის ფოთლები და ყვავილები მიიღება ნახარშის სახით, სისხლძარღვების ელასტიურობის მომატების, უჯრედებში მეტაბოლიზმის გაუმჯობესების, ორგანიზმის დამცავი ძალების მომატების მიზნით.

უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები

კერენჩხის უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები, მისი ყვავილების, ნაყოფის, ფოთლების, ქერქისა და ახალგაზრდა ტოტების პროფილაქტიკური და თერაპევტული მიზნებით გამოყენების დროს, არაა გამოვლენილი.

კერენჩხის პრეპარატების მოხმარებისას რეკომენდებულია წამლის სწორი დოზირება, პაციენტის ასაკთან და წონასთან შეფარდებით. შესაძლებელია მცენარის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.

ამ შემთხვევაში, პრეპარატების გამოყენება უკუჩვენებულია.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი