თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ 1 ასეთი კურსია საკმარისი

1348

მინდა სასარგებლო რჩევა მივცე გასტრიტითა და წყლულით დაავადებულებს, რომელთა რიცხვს თავად მივეკუთვნები. რეცეპტი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, საკუთარ თავზე გამოვცადე.

14 მაისიდან 14 ივნისამდე პერიოდში, აბზინდა ზრდის ყვავილებს, თუმცა ჯერ კიდევ არ ყვავის.

სწორედ ამ ვადაში უნდა შეაგროვოთ აბზინდის ზედა ტოტები, გზებიდან და ნაგავსაყრელებიდან შორს, მზის ამოსვლამდე. გაავსეთ ქილა პირთამდე, ოდნავ დატკეპნეთ და დაასხით არაყი ან სპირტი, გაზავებული 40 გრადუსამდე.

მჭიდროდ დაახურეთ, გაახვიეთ პოლიეთილენის პარკში და ჩაფალით მიწაში 2 მეტრის სიღრმეზე. ამოთხარეთ 10 დღეში, გადაწურეთ, ჩაასხით მუქი ფერის ბოთლში და წამალი მზადაა. შეინახეთ ბნელ გრილ ადგილას.

მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე, 1 ს.კ. მასას დააყოლეთ 1 კოვზი თაფლი და 1 კოვზი კარაქი (შეგიძლიათ ზეთიც), დღეში სამჯერ. კურსი ათდღიანია, შემდეგ შეისვენეთ 20-30 დღით და ისევ გაიარეთ ათდღიანი კურსი.

ჩემთვის ერთი კურსი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ კუჭის ტკივილი ღრმა შემოდგომამდე დამვიწყდებოდა, შემოდგომაზე კი კიდევ ერთი კურსი გავიარე. უკვე ზამთარია და მე ისევ კარგად ვგრძნობ თავს.

სამკურნალო აბზინდა

აბზინდის მეცნიერული დასახელება არტემიზიაა. მას ქალწული ქალღმერთის, არტემიდის საპატივსაცემოდ დაარქვეს სახელი, რადგან მიიჩნევენ, რომ სწორედ მან აღმოაჩინა მცენარის სასარგებლო თვისებები პირველმა.

ასირიელები აბზინდს “არწივის გულს” უწოდებდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ აბზინდის ნაყენის დალევა ადამიანს აძლიერებს და უქრობს შიშებს. კვადრიგების შეჯიბრებაში გამარჯვებულ რომაელებს აძლევდნენ 1 ფინჯან აბზინდის ნაყენს – ეს იყო გამარჯვებულთა ჯილდო, იგი მოთამაშეებს ანიჭებდა ძალებსა და ჯანმრთელობას მომდევნო გამარჯვებისთვის.

აბზინდას ძალიან აფასებდა ავიცენაც – მას საჭმლის მონელების დარღვევების, მომატებული მჟავიანობის, გასტრიტის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, საყვითლოს, სახსრების მსხვრევის დროს.

ამირდოვლათი წიგნში “უვიცისთვის უსარგებლო” ამტკიცებდა: “თუ აბზინდის წვენს თაფლს შეურევთ და ავადმყოფს დაალევინებთ, იგი დაეხმარება საყვითლოს, ინსულტის დროს, შეამცირეს სიმძიმეს თავში, არ მისცემს ადამიანს სწრაფად თრობის სასუალებას. აუმჯობესებს სმენის სიმახვილეს, კურნავს შარდის ბუშტის ანთებას, ბუასილს, ღვიძლს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და თან მიაქვს მელანქოლია, არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს.”

ძველ დროში, თანაც სხვადასხვა ქვეყანაში, არსებობდა ასეთი რწმენა: თუ მოგზაურობის დროს აბზინდას ქუდში მოათავსებთ და დაიხურებთ ან ხელში დაიჭერთ – არ დაიღლებით და სიამოვნებასაც კი იგრძნობთ, ხოლო სიარულის დროს დაღლილობა რომ არ იგრძნოთ, დაიბანეთ ფეხები აბზინდის ნახარშით.

აბზინდას ხშირად იყენებდნენ მკურნალები სხვადასხვა ქალური დაავადების დროს. ხალხურ მედიცინაში აბზინდა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური საშუალებაა საშვილოსნოს კიბოს სამკურნალოდ.

ითვლება, რომ, თუ მას ყურძნის ღვინოში მოხარშავთ და მცირე რაოდენობით დალევთ, აბორტის საფრთხესაც აიცილებთ თავიდან.

უკრაინელი მკურნალები აბზინდისა და ბეგქონდრის ნაყენით ალკოჰოლიზმის ყველა სტადიას მკურნალობდნენ. საბჭოთა ხელისუფლების წლებში, როცა ყოველგვარი გრძნეულება სისხლისსამართლებრივი დევნით სრულდებოდა, რეცეპტი დაიკარგა, ახლა კი მის აღდგენას ცდილობენ.

უკუჩვენებები

აბზინდას თავისი გვერდითი მოვლენები აქვს.

მისი გამოყენება არაა რეკომენდებული 1 თვეზე მეტხანს, რის შემდეგაც აუცილებელია შესვენება, არანაკლებ 2 კვირით, უკეთესი იქნება, თუ 1 თვით, თორემ შეიძლება გამოიმუშავოთ ნერვული სისტემის გაღიზიანება. მომატებული დოზებით კი კონვულსიები, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები სიგიჟის ზღვარზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა ზოგიერთი გაუთვლელი რეცეპტი გთავაზობთ მაისის აბზინდის წვენს დიდი რაოდენობით.

ავიცენაც კი, რომელიც ძალიან აქებდა ამ მცენარეს, აღნიშნავდა, რომ “მწარე აბზინდა აშრობს თავს, მისი წვენი კი თავის ტკივილებს იწვევს.”

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს