როდის და როგორ დავამწნილოთ კომბოსტო. ბებოს საიდუმლოებები

3

ზამთრისთვის კონსერვების მომზადება ყოველთვის დელიკატური საკითხია. იმისათვის, რომ ყველაფერი ისეთი იყოს, როგორიც საჭიროა, ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ. გამონაკლისი არც კომბოსტოს მწნილი იქნება. რეცეპტის გარდა, მნიშვნელოვანია აგრეთვე მომზადების დღეებიც. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, როდის და როგორ უნდა დაამწნილოთ კომბოსტო ისე, რომ იდეალური გამოვიდეს.

ხელსაყრელი დღეები და რეცეპტი, თუ როგორ უნდა დაამწნილოთ კომბოსტო

ბებიაჩემი ხალხური ნიშნების მცოდნე და დამფასებელია. მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ მჯეროდა ამის, ამ ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ისინი ნამდვილად ხდება. შარშან, ბებიაჩემს არ დავუჯერე და კიტრი არახელსაყრელ დღეს დავთესე. შედეგად, მოსავალი თითქმის არ ყოფილა. ახლა ყოველთვის ვუსმენ მის რჩევებს. აღმოჩნდა, რომ საქმე მხოლოდ ბოსტნეულის დარგვას არ ეხება. კომბოსტოც მწნილიც კი გარკვეულ დღეებში უნდა ჩადოთ. ბებომ თავისი საფირმო რეცეპტი გამიზიარა.

როდის უნდა დაამწნილოთ კომბოსტო: ხალხური ნიშნები

უხსოვარი დროიდან ითვლებოდა, რომ მთვარის პოზიცია დიდ გავლენას ახდენს მწნილის ხარისხზე. ვინაიდან ეს იყო საკვების შენახვის ძირითადი მეთოდი, ამ ნიშნებს დიდი ყურადღება ექცეოდა. მათ მკაცრად იცავდნენ მოსავლის დაკარგვის შიშით. კომბოსტოს მწნილის ჩადება უმჯობესია მზარდი მთვარის დღეებში. თუ ამას გააკეთებთ ახალ მთვარეზე ან სავსე მთვარეზე, შეიძლება მწნილი კარგი არ გამოვიდეს.

ხალხური რწმენის თანახმად, კომბოსტოს მწნილად ჩადებაზე გავლენას ახდენს ასევე კვრის დღეებიც. ამბობენ, რომ ამისთვის ყველაზე შესაფერისია ორშაბათი, სამშაბათი და ხუთშაბათი. ეს დღეები “მამაკაცის დღეებად” ითვლება. ამ შემთხვევაში მწნილი კარგი გამოვა, პროდუქტს არაფერი დაემართება, ის ობს არ გაიკეთებს. მეორეს მხრივ, ორშაბათი ასევე აღიარებულია კვირის “მძიმე” დღედ. ყველამ იცის, რომ ამ დღეს არასასურველია რაიმე ახლის გაკეთება. ეს ასევე ეხება მწნილებს. აქედან გამომდინარე, დარჩა მხოლოდ ორი ხელსაყრელი დღე: სამშაბათი და ხუთშაბათი.

როგორ მოვამზადოთ კომბოსტოს მწნილი: მარტივი რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 1 კგ კომბოსტო;
  • 2 პატარა სტაფილო;
  • 1 ს.კ. მარილი;
  • 1 ლიტრი ადუღებული წყალი;
  • კამის თესლი გემოვნებით.

მომზადება

1. გარეცხილი კომბოსტო პირველ რიგში თხლად დაჭერით ან სპეციალურ სახეხზე გახეხეთ. ასევე გახეხეთ სტაფილო ჩვეულებრივ სახეხზე. აურიეთ ყველაფერი დიდ თასში. ამ ეტაპზე, სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაამატოთ კამის თესლი.

2. მომზადებული კომბოსტო მოათავსეთ ქილაში. არ არის საჭირო კომბოსტოს მჭიდროდ ჩატენა.

3. მარინადს წარმოადგენს ადუღებულ წყალში გახსნილი მარილი. დაასხით კომბოსტოს და დაახურეთ ქილას თავსახური.

4. თითქმის მზა კომბოსტო უნდა დამწნილდეს დაახლოებით 5-6 დღის განმავლობაში. კომბოსტოს ქილაში რეგულარულად ჩაყავით დანა ან ჩანგალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნახშირორჟანგი არ გამოვა და კომბოსტოს მწარე გემო ექნება. შეინახეთ მჟავე კომბოსტო მაცივარში ან სარდაფში.

ახლა უკვე იცით, როდის და როგორ უნდა დაამწნილოთ კომბოსტო ისე, რომ კარგი გამოვიდეს. ხალხური ნიშნები ამ საკითხში იშვიათად ცდება. იმედი მაქვს, რომ ბებოს რჩევები თქვენც დაგეხმარებათ იდეალური მწნილის მომზადებაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს