7 ვარჯიში თითებით მეხსიერების გასავითარებლად – ივარჯიშეთ დივნიდან ადგომის გარეშე

5

მუდმივად ლექსების დაზეპირება და ამოცანების ამოხსნა სავალდებულო არ არის მეხსიერების კარგ ფორმაში შესანარჩუნებლად. ეს სახალისო მეთოდითაც შეგიძლიათ გააკეთოთ. ამ საქმეში დაგეხმარებათ მეხსიერების გასავითარებელი სპეციალური ვარჯიშები. მისი შესრულება მარტივად შეგიძლიათ დივნიდან ადგომის გარეშეც.

როგორ მუშაობს მეხსიერების გასავითარებელი ვარჯიშები?

„პაპარაცი“ გიზიარებთ საუკეთესო ვარჯიშებს მეხსიერების განვითარებისთვის. თითებით ვარჯიში ტვინის ორივე ნახევარსფეროს ააქტიურებს. ვინაიდან მარტივი მოძრაობები მონაცვლეობით უნდა შეასრულოთ, კონცენტრაცია იზრდება. საქმეში ერთვება კუნთოვანი მეხსიერება, ხელების წვრილი მოტორიკა ვითარდება. ვინაიდან სხეულისთვის უჩვეულო მოქმედებებს ასრულებთ, ახალი ნეირონული კავშირების განვითარება სტიმულირდება. ეს ყველაფერი მეხსიერების რესურსებს ზრდის. დამტკიცებულია, რომ ტვინზე ასეთი დატვირთვა მნიშვნელოვნად ამცირებს სკლეროზის და მსგავსი დაავადებების განვითარების რისკს. ეს ვარჯიშები ალცჰაიმერის დაავადების შესანიშნავ პროფილაქტიკად ითვლება.

როგორ შევასრულოთ ვარჯიშები მეხსიერების გასავითარებლად?

ვარჯიში 1

პირველი ვარჯიშის შესასრულებლად მარცხენა ხელი იდაყვში მოხარეთ თქვენ წინ, ვერტიკალურად დაიჭირეთ და მუშტი შეკარით. მარჯვენა ხელის გაშლილი ხელისგული მარჯვენა წინამხრის შუაზე პერპენდიკულარულად დაიჭირეთ. შემდეგ იგივე მარჯვენა ხელით გააკეთეთ. მონაცვლეობით პოზიციები შეცვალეთ, თანდათან ტემპს აუჩქარეთ.

ვარჯიში 2

მარცხენა ხელით ცხვირის წვერი დაიჭირეთ. მარჯვენა ხელით მარცხენა ყურს შეეხეთ. შემდეგ ხელები გაუშვით და თქვენ წინ ტაში შემოჰკარით და მხარეები შეცვალეთ. ახლა მარჯვენა ხელით ცხვირის წვერს შეეხეთ, მარცხენა ხელით – მარჯვენა ყურს. თავიდან ვარჯიშის შესრულება გაგიჭირდებათ, მაგრამ შემდეგ სხეული მიეჩვევა.

ვარჯიში 3

მეხსიერების გასავითარებელი ეს ვარჯიში ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ ყველა ვერ ასრულებს. გაშლილი ხელისგული შუბლთან მიიტანეთ ისე, თითქოს ვიღაცას ეძებთ. მეორე ხელით ცერა თითი ზემოთ აჩვენეთ. შემდეგ ხელებს ადგილები სწრაფად შეუცვალეთ. ეს ერთი წუთის განმავლობაში გააკეთეთ.

ვარჯიში 4

ორივე ხელი თქვენ წინ მოათავსეთ, თითებით წინ. ერთი ხელით ცერა თითი ზემოთ აწიეთ. მეორე ხელი უბრალოდ წინ გასწორებული დატოვეთ, მაგრამ ცერა თითი ხელისგულზე უნდა გქონდეთ მიდებული. ხელისგულების პოზიციები მონაცვლეობით შეცვალეთ, ანუ ჯერ მარცხენა ხელი გასწორებულია, მარჯვენა ხელი ცერა თითით ზემოთ, შემდეგ პირიქით. თავიდან ვარჯიში ძალიან ნელა შეგიძლიათ შეასრულოთ.

ვარჯიში 5

პირველ რიგში, მარცხენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითები შეაერთეთ ისე, რომ აჩვენოთ OK. მარჯვენა ხელის საჩვენებელი და შუა თითებით გამოსახეთ V. ხელების პოზიციები შეცვალეთ. ახლა მარცხენა ხელით V გამოსახეთ, მარჯვენა ხელით – OK. ძალიან სახალისოა!

ვარჯიში 6

ამ მეხსიერების გასავითარებელ ვარჯიშში ხელები მონაცვლეობით გადააწყვეთ. ჯერ ორივე ხელები თქვენ წინ მოათავსეთ. მარჯვენა ხელზე მხოლოდ საჩვენებელი და შუა თითები არ მოკეცოთ, მარცხენა ხელზე მხოლოდ – საჩვენებელი თითი. მარჯვენა ხელის თითებით მარცხენა ხელის თითი დაფარეთ. შემდეგ მარჯვენაზე მხოლოდ საჩვენებელი თითი არ მოკეცოთ, ხოლო მარცხენაზე შუა თითიც გაშალეთ. ახლა მარცხენა ხელის თითები მარჯვენა ხელის თითს დაადეთ. ასე გაიმეორეთ მონაცვლეობით, რომ ქვემოთ მხოლოდ ერთი საჩვენებელი თითი იყოს, ზემოდან კი ორი.

ვარჯიში 7

ამ ვარჯიშის შესასრულებლად ერთი ხელით აჩვენეთ „მაკრატელი“ ქვემოთ საჩვენებელი და შუა თითებით. მეორე ხელით კი აჩვენეთ „რქები“ საჩვენებელი და ნეკა თითებით. ხელების პოზიციები სარკისებრად შეცვალეთ. შეეცადეთ, სიჩქარეს მოუმატოთ, როდესაც ეს შესაძლებელი გახდება.

ასეთი ვარჯიშები მეხსიერების გასავითარებლად არა მხოლოდ სასარგებლოა, არამედ სახალისო. არ იდარდოთ, თუ პირველივე ცდაზე არ გამოგივიდათ, ეს ნორმალურია. რეგულარულად შეასრულეთ და შედეგი არ დააყოვნებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს