თუ ღვიძლი გაწუხებთ, ეს უკვდავი ბალახი დაუყოვნებლივ დაგეხმარებათ

1556

ამ გასაოცარ ბალახს, დაახლოებით, 10 წლის წინ გავეცანი და მას შემდეგ სახლში ყოველთვის მაქვს მისი მცირეოდენი მარაგი, რამდენადაც იგი ღვიძლს უბადლოდ კურნავს.

ენდრონიკას ივლისში ვკრეფ. ბალახი პრეტენზიულია გახმობისასაც – იგი პატარა კონებად უნდა ჩამოკიდოთ ან თხელ ფენად დაალაგოთ ბრტყლად და ხშირად გადააბრუნოთ. სანამ უმია, წვენს გამოყოფს, ამიტომ ქვედა ფენა შეიძლება გაფუჭდეს.

2 ს.კ. დაქუცმაცებულ ბალახს 1 ჭიქა წყალში ვხარშავ, ვადუღებ 5 წუთით, ვაყენებ არანაკლებ 2 საათით და ვსვამ 100 მლ-ს დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 3-5 კვირა გრძელდება.

ბალახი შემითავაზებია ნათესავებისა და ნაცნობებისთვისაც, რასაც ნულოვანი ან უარყოფითი შედეგი არასდროს მოჰყოლია, ღვიძლის პრობლემები მან ყველას დაავიწყა.

ზოგადად, ენდრონიკას გამოყენების ფართო სპექტრი აქვს, თუმცა მე მას ხშირად ვიყენებ, როგორც “ღვიძლის მკურნალოს”.

ენდრონიკა ნამდვილი: სასარგებლო და მავნე თვისებები

არ დავმალავ: ამ ზაფხულისა და ტკბილი თაფლის სუნის მქონე მცენარით აღფრთოვანებული ვარ. მას პატარა ყვითელი ყვავილები აქვს, რომლებიც საკმაოდ მყარ ღეროებზეა დამაგრებული, და თითოეული მათგანი ზაფხულის განუმეორებელ არომატს აფრქვევს.

ბალახისა და ყვავილების ნაყენს ხალხში ტუბერკულოზის, პნევმონიის, ბრონქიტის, ანგინის, გაციების, ხველის, ღვიძლის დაავადებების, წყალმანკის, ღებინების, მენსტრუაციის შეწყვეტის, მშობიარობისშემდგომი გართულების, ენდომეტრიტის, ბუასილის, სიყრუვის, შეშუპებების, ნეფრიტის, შარდკენჭოვანი დაავადების, ბრუცელოზის, კოლიკების, კუჭის ტკივილის, თავის ტკივილის, ბავშვური კრუნჩხვების, ეპილეფსიის, ისტერიისა და ნევრასთენიის დროს იყენებენ.

ენდრონიკას სასარგებლო თვისებების გამოსავლენად ექსპერიმენტები სამეცნიერო მედიცინამაც ჩაატარა. საინტერესოა მათი შედეგების გაცნობა.

  • ბალახის ნაყენმა ექსპერიმენტში ზომიერი დიურეტიკული მოქმედება გამოავლინა;
  • ნახარშს სედატიური და ანტიკონვულსიური მოქმედება აქვს, ვირთხებში იწვევს თავის ტვინის ქერქისა და ღეროვანი სტრუქტურების შენელებას, რეკომენდებულია კლინიკური ცდებისთვის, კრუნჩხვებით გამოვლენილი ეპილეფსიის დროს;
  • ძაღლებში რამდენადმე ზრდის სისხლის წნევას. წყლის ექსტრაქტს ანტიფიბრინოლიტიკური და შედედების საწინააღმდეგო თვისებები აქვს, ხოლო მშრალს – სპაზმოლიტიკური აქტივობა;
  • ბალახის ნაყენი პლისის ლიმფოსარკომის ზრდას 82%-ით ანელებს, ზრდის გლიკოგენის კონცენტრაციას ვირთხის ღვიძლსა და კუნთებში, არეგულირებს გლუკოზის შემცველობას სისხლის შრატში, ასევე, ამცირებს სიმსივნით დაავადებულ ცხოველებში ლეიკოციტოზის გამოვლინებას;
  • ძაღლებზე ცდებში გამოვლინდა ნაღველმდენი, ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. ფოთლების, ნაყოფის ნაყენი ექსპერიმენტში აჩვენებს სედატიურ მოქმედებას და იწვევს ბაყაყში იზოლირებული გულის რითმის გაიშვიათებას;
  • არყისა და წყლის ექსტრაქტი ზრდის აბრეშუმის ჭიების გადარჩენისუნარიანობასა და ნაყოფიერებას;
  • ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ხელს უწყობს თირკმლებიდან კენჭების გამოდევნას.

იმედია, ყველა ეს ცნობა საკმარისია იმისათვის, რომ მცენარის სამკურნალო თვისებებზე მცირე წარმოდგენა მაინც შეგექმნათ.

ენდრონიკა სასარგებლოა მრავალი ონკოლოგიური დაავადების დროსაც, მსგავს მკურნალ ბალახებთან კომპლექსში, იგი შეუცვლელია.

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა დაავადებებს გვერდს აუვლის – ენდრონიკა აუცილებელია გულის თირკმლისა და ღვიძლის დაავადებების, ეპილეფსიისა და კანის დაავადებების დროს.

უკუჩვენებები

ენდრონიკა, უკუჩვენებების მხრივ, ნაკლებადაა შესწავლილი.

ონკოლოგიურად დაავადებულებმა, ლეიკოციტების 4 ერთეულზე ნაკლები მაჩვენებლის დროს, უნდა შეწყვიტონ მცენარით მკურნალობა სისხლის ანალიზის შედეგების გაუმჯობესებამდე.

მართალია, ენდრონიკა თირკმლების დაავადებების სამკურნალოდ სასარგებლო დამხმარეა, მისი ხანგრძლივი მიღება არაა რეკომენდებული გლომერულონეფრიტის დროს.

მცენარის ხანგრძლივი მიღებისას აუცილებელია წნევის კონტროლიც – შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერტონიკებში სისხლის წნევის მომატება. ენდრონიკა სისხლის შესქელებას შეიძლება იწვევდეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს