როგორ მოვამზადოთ მწვანე ლობიო

1469

მწვანე ლობიო ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. მას მიირთმევენ პარკიანად, გაუწმენდავად. ჯერ ხარშავენ ადუღებულ წყალში 4-5 წუთით, მარილთან ერთად(1 ს.კ. მარილი 2 ლ-ზე). ხოლო შემდეგ, ასეთ ლობიოს სხვადასხვა კერძს უმატებენ.

მწვანე ლობიოს მომზადება

რაგუ ლობიოთი

ინგრედიენტები

  • 200 გ მწვანე ლობიო
  • 300 გ ყაბახი
  • 200 გ დაკონსერვებული სიმინდი
  • 300 გ პომიდორი
  • 100 გ ხახვი
  • 5 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი, პილპილი, ტომატ-პასტა, ნიორი, კაიენური წიწაკა, კამა და ოხრახუში გემოვნებით

  1. ჩაასხით ქვაბში 50 მლ წყალი და მოათავსეთ მასში კუბებად დაჭრილი ყაბაზი, პომიდორი და ხახვი.
  2. 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ სიმინდი, დაჭრილი ლობიო, ზეთი და თუშეთ კიდევ 5 წუთით.
  3. დაუმატეთ ტომატ-პასტა, სანელებლები და 2 მთლიანი კბილი ნიორი. გააგრძელეთ თუშვა კიდევ 5 წუთით და ბოლოს მოაყარეთ მწვანილი.

ლობიო

ინგრედიენტები

  • 500 გ მწვანე ლობიო
  • 100 გ წითელი ხახვი
  • 50 გ ქინძი
  • 50 გ რეჰანი
  • 30 გ კამა
  • 30 გ ბერძნული კაკალი
  • 3 კბილი ნიორი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით ლობიო რამდენიმე ნაჭრად და თუშეთ ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე, 2 ს.კ. ზეთის გამოყენებით.
  2. ძალიან წვრილად დაჭერით ხახვი, ნიორი, კაკალი და მწვანილი. 10 წუთის შემდეგ დაუმატეთ ლობიო. ასევე, დაუმატეთ 1 ს.კ. ზეთიც. გააჩერეთ ნელ ცეცხლზე კიდევ 3 წუთით.
  3. ბოლოს დაუმატეთ სანელებლები და მოურიეთ. აცადეთ კერძს კიდევ 5 წუთით დაყენება. ცხლად გაიტანეთ სუფრაზე.

ლობიოს სალათი

ინგრედიენტები

  • 400 გ მწვანე ლობიო
  • 4 კვერცხი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს.კ. არაჟანი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეტ კვერცხი და დაასხით ცივი წყალი.
  2. აადუღეთ წყალი, მოაყარეთ მარილი გემოვნებით, დაუმატეთ დაჭრილი ლობიო და მოხარშეთ. მზა ლობიო გარეცხეთ საწრეტში გამდინარე წყლით.
  3. გაათბეთ ტაფა 1 ს.კ. ზეითუნის ზეთზე და შეწვით მასზე ლობიო 5 წუთით, მუდმივად ურიეთ.
  4. გადადეთ შემწვარი ლობიო სასალათეში, დააჭყლიტეთ ნიორი.
  5. გაასუფთავეთ კვერცხი, დაჭერით კუბებად და ჩაყარეთ სასალათეში.
  6. დაუმატეთ სანელებლები, შეაზავეთ არაჟნით და მოურიეთ.

გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს