მექსიკური სამზარეულო განთქმულია თავისი მრავალფეროვნებით, რადგან ის აერთიანებს როგორც ძირძველი ხალხის, ისე ევროპელი დამპყრობლების, ძირითადად ესპანელების, კულინარიულ პრეფერენციებს.
გასაკვირი არ არის, რომ მექსიკური სამზარეულო იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშიც კი შევიდა. ამერიკის კონტინენტი აღფრთოვანებულია ამ კერძებით, თავად მექსიკელები კი დარწმუნებით ამბობენ, რომ რაც უფრო ცხარეა საკვები, მით უკეთესია.
პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ამ საოცარი სამზარეულოს უკეთ გაცნობას გუაკამოლეს სოუსის მომზადებით, რომელიც ისეთივე პოპულარულია ლათინური ამერიკის ქვეყნებში, როგორც მაიონეზი ჩვენს ქვეყანაში. ამ სოუსთან ერთად ბოსტნეული, ქათმის კერძები ან მჭლე ხორცი ნამდვილად საუცხოო გემოსი იქნება.
სოუსი გუაკამოლე
ინგრედიენტები
- ნახევარი კონა ახალი ქინძი;
- 2 კბილი ნიორი;
- 1 პომიდორი;
- ნახევარი ხახვი;
- 5 ავოკადო;
- 3 ს.კ. ლიმონის წვენი;
- 0,5 ჩ.კ. მარილი.
- მომზადება
1. ნიორი დანაყეთ. დაამატეთ მარილი. აურიეთ ჩანგლით.
2. წვრილად დაჭერით პომიდორი, ქინძი და ხახვი.
3. ავოკადო გაჭერით შუაზე და კურკა ამოიღეთ.
4. ავოკადოს რბილობი დაჭყლიტეთ და ერთგვაროვან მასად აქციეთ.
5. დაამატეთ ადრე დაჭრილი ინგრედიენტები.
6. რბილობს დაასხით ლიმონის წვენი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ლაიმი). და ისევ აურიეთ.
7. გუაკამოლეს სოუსი მზად არის. სწრაფად მიიტანეთ იგი მაგიდასთან. გემრიელად მიირთვით!
გუაკამოლეს სოუსის რეცეპტი ძალიან მარტივია. სულ რამდენიმე წუთში მოამზადებთ ეგზოტიკურ საჭმელს, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეეხოთ მექსიკურ სამზარეულოს. უფრო მეტიც, ამ სქელი პასტის მირთმევა შესაძლებელია სიმინდის ან სხვა ჩიფსებთან, ან თუნდაც უბრალოდ პურთან ერთად.
გასაკვირი არ არის, რომ ავოკადოს სოუსი (სწორედ ასე ითარგმნება “გუაკამოლე”) ასეთი პოპულარულია მექსიკაში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში. ის განსაკუთრებით უყვართ ვეგეტარიანელებს. აქედან გამომდინარე, ნამდვილად ღირს ამ ყველაზე პოპულარული სოუსის მომზადება ერთხელ მაინც.