გოგონა ყიდდა თავის საყვარელ თოჯინას ბაზარში, რომ დედისთვის ემკურნალა. მყიდველი ნაცნობი აღმოჩნდა

4

ანამ ფრთხილად გამოიღო კარადიდან თავისი ყველაზე ძვირადღირებული და პრაქტიკულად ერთადერთი სათამაშო. ძველები უკვე გატეხილიყო, ხოლო ახლის ფული არ ჰქონდა. აი, ამ თოჯინას უფრთხილდებოდა.

რამდენიმე წლის წინ, როცა ანა ძალიან პატარა იყო, ის და დედამისი სესილი აღმოჩნდნენ სხვა ქალაქში, დიდ, ხმაურიან და ლამაზ ქალაქში. მამა იქ საავადმყოფოში იწვა.

ანას ახსოვდა, როგორ დადიოდნენ მის მოსანახულებლად. მოგვიანებით დედა დიდხანს ტიროდა, რადგან მამა საავადმყოფოდან არ დაბრუნებულა. მერე დედამ თქვა, რომ მამა სამოთხეში გაემგზავრა. ანას არ ესმოდა, რატომ მიატოვა მამამ. ნუთუ სამოთხეში უკეთესი იყო, ვიდრე მათთან? მათ ხომ მამა ძალიან უყვარდათ.

სახლში მამის გარეშე ბრუნდებოდნენ, დედა დადარდიანებული იყო. ანა გრძნობდა მის განწყობასაც და ისიც მუდმივად ტიროდა. გამგზავრებამდე ცოტა დრო რჩებოდა და ესმოდათ, რომ დახურულ ოთახში ბავშვს გაუჭირდებოდა, მით უმეტეს, რომ ოთხ საათზე მეტხანს უწევდათ ლოდინი.

იქვე მოედანზე რაღაც ხდებოდა. ანამ იქით გაიწია.

-დედიკო, გთხოვ, მივიდეთ ახლოს. იქ რაღაც საინტერესოა“ – სთხოვა მან.

სესილმა ჩუმად დაუქნია თავი. იქ მართლაც საინტერესო იყო. გარეთ ულამაზესი კარავი გაეშალათ და თოჯინების წარმოდგენა მიმდინარეობდა.

დედა სკამზე ჩამოჯდა, ხოლო ანა სუნთქვაშეკრული უყურებდა. ოცნებობდა, ოდესღაც ასეთ ლამაზ თოჯინებს ხელით შეხებოდა.

-მოგწონს? – ჰკითხა იქვე მდგარმა მამაკაცმა.

-ძალიან! – უპასუხა ანამ.

-გინდა გაჩვენო, როგორ არის ყველაფერი შიგნით?

-ძალიან მინდა, მაგრამ არა მგონია გამომიშვან – უთხრა ანამ და დედაზე მიუთითა.

მამაკაცმა თითს თვალი გააყოლა და დაინახა სკამზე მჯდომი შავ შარფში გახვეული ლამაზი ქალი. თვალები ჩაწითლებული ჰქონდა. როგორც ჩანს, რაღაც მოხდა.

-აქ მოიცადე, მხოლოდ არსად არ წახვიდე – უთხრა მან.

ანამ თავი დაუქნია და მამაკაცი სწრაფად გაუჩინარდა კარავში. ერთი წუთის შემდეგ გარეთ გამოვიდა.

-აი, დაიჭირე. ეს შენ. დედას უთხარი, არ იტიროს, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.

ანა აღტაცებული უყურებდა ხან თოჯინას, ხან უცნობს.

-არ გისაყვედურებენ?

მამაკაცს გაეცინა.

-არა, რა თქმა უნდა, ეს ხომ ჩემი თეატრია.

-დიდი მადლობა. დედას ვეტყვი, მაგრამ მაინც იტირებს. მამა სამოთხეში წავიდა და დედა სულ ტირის.

მამაკაცმა წარბები შეჭმუხნა, არ ელოდა, რომ ეს პატარა გოგონა ასე შეეხებოდა მის სულს.

-არაფერია. ძლიერი უნდა იყო და დედას დაეხმარო – უთხრა მან.

-ვიქნები, აუცილებლად ვიქნები – გაუღიმა ანამ.

მათკენ სესილი მოიწევდა. მაშინვე ვერ შენიშნა, რომ მის ქალიშვილს უცნობი მამაკაცი ელაპარაკებოდა.

-ანა, რა გიჭირავს ხელში? ნუთუ არ გითხარი, რომ არაფერი უნდა გამოართვა უცხოებს? – ჰკითხა დედამ.

მამაკაცმა გულთბილად გაუღიმა.

-ნება მიეცით თქვენს ქალიშვილს დაიტოვოს საჩუქარი. აი, რამდენიმე თოჯინა მაქვს, ბავშვს კი უხარია. ბოდიში, უნდა წავიდე – თქვა და კარავში გაუჩინარდა.

სესილი დაბნეული უყურებდა ქალიშვილს, მაგრამ ხომ არ გაეკიდებოდა მამაკაცს თოჯინას დასაბრუნებლად.

მთელი ღამე გზაში იყვნენ. ანას თოჯინასთან ჩახუტებული ეძინა, სესილი მას უყურებდა და არ ესმოდა, როგორ ეცხოვრა ახლა.

სანდრო ყოველთვის იყო ოჯახის უფროსი ამ სიტყვის სრული გაგებით. მუშაობდა და ოჯახს არჩენდა. მილიონები არ ჰქონდა, მაგრამ ცხოვრებაზე ჰყოფნიდათ. როცა ანა დაიბადა, გადაწყვიტეს, რომ სესილი ქალიშვილზე იზრუნებდა და არ იმუშავებდა, სანამ გოგონა სამი წლის არ გახდებოდა. ასეც მოხდა.

სესილი სამსახურში გავიდა, ანა ბაღში დადიოდა, პირველ წარმატებებს აღწევდა. უკვე ფიქრობდნენ ბინის გაფართოებაზე, ხშირად განიხილავდნენ, ითვლიდნენ, რა დაჯდებოდა იპოთეკა.

როცა ანა ოთხწლინახევრის შესრულდა, სახლს უბედურება ეწვია. თავიდან არავის ეგონა, რომ ყველაფერი შეიძლება ასე სერიოზული ყოფილიყო.

იმ დღეს სანდრო სამსახურიდან ჩვეულებრივზე ადრე დაბრუნდა. სესილი გაოცებული იყო. სამსახურიდან ადრე არასდროს დაუთხოვიათ. შემოსასვლელში გამოვიდა, შუქი აანთო და გაშეშდა. ქმარი ფერწასული იყო.

-რა მოხდა? – ჰკითხა მან.

მან ხელი აიქნია.

-არ იდარდო, ალბათ, დავიღალე. მთელი დღე თავს შეუძლოდ ვგრძნობ. ახლა წამოვწვები და ყველაფერი გამივლის.

სესილმა დივნამდე მიაცილა და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ექიმები დიდხანს განიხილავდნენ, შემდეგ სესილის უთხრეს, რომ სანდრო საავადმყოფოში გადაჰყავთ.

-ყველაფერი ასე სერიოზულია?

-თქვენი ქმარი ოდესმე გულს უჩიოდა?

-არა, არასდროს.

-გირჩევთ, მოთმინება მოიკრიფოთ. სწრაფად ვერ გამოჯანმრთელდება.

მაშინ ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა, რას ნიშნავდა ეს სიტყვები. სანდრომ საავადმყოფოში თითქმის 6 თვე გაატარა. ექიმი არწმუნებდა სესილის, რომ ოპერაციისთვის თავის რიგს ვერ მოუსწრებდა. ფასიანი უნდა გაეკეთებინა, მხოლოდ ასე ექნებოდა შანსი. სესილმა უზარმაზარი სესხი აიღო ბინის უზრუნველყოფით და ქმარი დედაქალაქში წაიყვანა. ოპერაციის შემდეგ ექიმმა უთხრა, რომ უკვე გვიანი იყო.

სესილი უქმროდ დარჩა, მისი მხარდაჭერის გარეშე, დიდი სესხით, რომელსაც გადახდა სჭირდებოდა, რომ ყველაფერი არ დაეკარგა.

***

ანამ თოჯინას ლამაზ თმაზე ხელი გადაუსვა.

-მაპატიე, პრინცესა, მაგრამ თუ არ ვუყიდით დედას წამლებს, ვერ იმუშავებს და გაგვაგდებენ აქედან.

გოგონამ თოჯინა გულში ჩაიკრა, შემდეგ პარკში ლამაზად გაახვია. საკმარისად ზრდასრული იყო, რომ გაეგო, რომ ასეთი თოჯინა ძალიან ძვირი ღირდა. ანა უკვე მეორე კლასში სწავლობდა, ფრიადოსანი იყო, მაგრამ უკვე იცოდა მესამე კლასის მასალაც. ბიბლიოთეკიდან წიგნები მოჰქონდა, ამოცანებს ხსნიდა და კითხულობდა. კარგად იცოდა, რამდენიმე ფული იყო საჭირო წამლის შესაძენად, რომელიც ექიმმა დედას გამოუწერა.

დედა გაცივდა, მაგრამ ძალიან ძლიერ. გამუდმებით ახველებდა და მესამე დღეა მაღალი სიცხე ჰქონდა. გოგონამ ოთახში გაიხედა. დედას ეძინა. ეს კარგია, სწრაფად გაიქცევა ბაზარში.

***

შესაძლოა ძვირად აფასებდა ან იქნებ არავის სჭირდებოდა თოჯინა. გოგონა ნახევარი საათი იდგა და მიხვდა, რომ მალე სახლში უნდა დაბრუნებულიყო, რომ დედა ვერაფერს მიმხვდარიყო.

-აი, აიღე ეს თოჯინასთვის.

ანამ დაინახა გამოწვდენილი ხელი ფულით, თოჯინას მოეფერა და ფული აიღო. მხოლოდ ამის შემდეგ შეხედა მყიდველს და გაშეშდა. ეს იყო ზუსტად ის მამაკაცი, რომელმაც თოჯინა აჩუქა.

-მაშინვე გიცანი. არ მეგონა, რომ საჩუქარს გაყიდდი.

ანა აწითლდა.

-მაპატიეთ, მომიწია. დედა ძალიან ავადაა. თუ ვერ იმუშავებს, ბინას წაგვართმევენ. მისთვის წამალი უნდა ვიყიდო.

-დედამ გამოგგზავნა თოჯინას გასაყიდად?

-არა, რას ამბობთ, არაფერი იცის. გამოვეპარე, სანამ ეძინა.

კაცი ჩაფიქრდა.

-იცი რა, თოჯინა დაიტოვე. დაე, ეს კიდევ ერთი საჩუქარი იყოს.

ანა თოჯინას მოეხვია და სიხარულისგან თვალები მოჭუტა. მამაკაცი ყურადღებით აკვირდებოდა.

გოგონა აფთიაქისკენ გაემართა და გზაში ჰყვებოდა:

-დედას უთხრეს საავადმყოფოში დაწოლილიყო, მაგრამ უარზეა, რადგან ჩემთან დამტოვებელი არავინ ჰყავს. მარტო დავრჩებოდი. მთავარია, დედა გამოჯანმრთელდეს, მაგრამ ჯიუტია. ექიმმა წამლების დიდი სია გამოუწერა და თქვა, რომ თუ არ მიიღებს, მაინც მოხვდება საავადმყოფოში, მაგრამ უკვე დიდი ხნით.

ანამ აფთიაქარს ქაღალდი გაუწოდა და გამოვიდა იმდენი თანხა, რამდენსაც თოჯინასთვის ითხოვდა. მამაკაცმა გაკვირვებულმა ჰკითხა:

-დაიანგარიშე?

-რა თქმა უნდა, ხომ ყველაფერი უნდა მეყიდა.

-მოდი, ერთ წუთით მაღაზიაში შევიდეთ.

***

ლაშამ თავად არ იცოდა, რატომ აკეთებდა ამ ყველაფერს. აქ მოვიდნენ და საერთოდ არ უფიქრია, რომ ამ გოგოს შეხვდებოდა. თავის თეატრთან ერთად იშვიათად მოგზაურობდა, მაგრამ ამჯერად, ცოლთან ხმაურიანი და რთული განქორწინების შემდეგ, ყურადღების გადატანა სურდა.

სესილის აღარ ეძინა, ლოგინზე იჯდა და ადგომას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. ძალა საერთოდ არ ჰქონდა.

-დედა, რას აკეთებ? ექიმმა ხომ გითხრა, რომ უნდა იწვე და იმკურნალო?

-სად იყავი? გავიღვიძე და აქ არ ხარ. ვნერვიულობ. რატომ ამოიღე თოჯინა? – მზერა სტუმარზე გადაიტანა. – ეს ვინ არის?

ლაშა ანას გვერდით იდგა.

-არ ინერვიულოთ. მე ლაშა ვარ. არ გახსოვართ? აი, ანამ გამიხსენა.

სესილი დიდხანს უყურებდა და შემდეგ თქვა:

-ნამდვილად, ეს ხომ თქვენ აჩუქეთ ანას ეს თოჯინა?!

-დიახ, ასეა. დღეს ისევ შევხვდით. მაპატიეთ, – ხელი ასწია, რომელშიც პროდუქტებით სავსე პარკი ეჭირა. – სად შევძლებ ამოლაგებას?

-ოჰ, არ იყო საჭირო. ახლა ავდგები და დავალაგებ.

ანამ ფეხები დააბაკუნა და წარბები შეჭმუხნა.

-დედა, ჩვენ ხომ ახლახან ვთქვით. არ შეიძლება შენი ადგომა. აი, წამლები დალიე და დაწექი.

-ანა, საიდან ეს? – მკაცრად შეხედა დედამ ქალიშვილს.

-მაპატიეთ. ანას შევხვდი, როცა თოჯინას ყიდდა. მე კი ვიყიდე.

-დიახ, შემდეგ უკან მაჩუქა – დამნაშავეს ტონით თქვა გოგონამ.

-არ იდარდოთ. ყველაფერი კარგადაა.

ანა სიას ამოწმებდა და აბებს იღებდა. ძლივს იჭერდა ჭიქას წყლის მისაყოლებლად. სანამ ანა ლაშასთან ერთად სამზარეულოში გავიდა, ქალი დაწვა.

რამდენიმე საათის შემდეგ გაეღვიძა. სამზარეულოდან გემრიელი სუნი გამოდიოდა.

-ანა! – დაუძახა შვილს და გაუკვირდა, რომ თავბრუ სულ არ ეხვეოდა და ძალაც ჰქონდა.

გოგონა ოთახში შემოვარდა, მას ლაშა მოჰყვა.

-ცოტა ვიფუსფუსეთ. მოდით, დაგეხმარებით და სამზარეულოში გაგიყვანთ.

-არ არის საჭირო. ჩემით შევძლებ – უპასუხა ანამ, მაგრამ ლაშამ უკვე ხელი მოჰკიდა და გაიყვანა.

-ეს რა არის? – თქვა ქალმა და მისკენ შებრუნდა.

ის ისე ახლოს იყო, ისე იჭერდნენ მისი ძლიერი ხელები, რომ სესილის ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მის თითოეულ უჯრედში დენი გადიოდა.

-მე, ჩვენ, ახლა, მოკლედ – სიტყვებს ვერ არჩევდა ლაშა, რადგან დიდი ხნის წინ დადო პირობა, რომ წარუმატებელი ქორწინების შემდეგ სხვა ქალს არ შეხედავდა.

აქ კი სესილი. პატარა, სუსტი. როგორც კი ხელი მოჰკიდა, მიხვდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე არ გაუშვებდა. რამდენმა გრძნობამ გაიღვიძა მასში. არადა ეგონა, რომ იქ მოკვდა ყველაფერი, საიდანაც ძლიერი გრძნობა შეიძლება გაჩენილიყო.

-აი, აქ – გაიგონა ლაშამ ანას ხმა.

-რა აქ? სად აქ? – დაბნეული ტონით წარმოთქვა გონსმოსულმა ლაშამ, თავად მთელი ეს დრო სესილის უყურებდა.

-დედა, აქ დასვით.

სესილი ჩუმად უყურებდა და თვალს ვერ აშორებდა. ანა რომ არა, ეს უხერხული სიჩუმე გაჭიანურდებოდა.

-ტორტს შევჭამ, დედა, შენ?

-მეც, – უპასუხა ქალმა, ძლივს მოაშორა თვალი მამაკაცს.

გრძნობდა, როგორ უწითლდებოდა სახე, მაგრამ თავს ვერ იკავებდა.

დიდხანს სვამდნენ ჩაის, ლაპარაკობდნენ. როცა კაცმა ფანჯარაში გაიხედა, იქ უკვე ბნელოდა.

-ოჰ, უკვე ბნელა. გვიანია. წავალ. – ადგომა უნდოდა, მაგრამ სესილიმ ხელი მოკიდა.

-სად ცხოვრობთ?

-სასტუმროში გავჩერდი. აქვე ახლოს. მაგრამ თეატრში წავალ ღამის გასათევად. იქ ტარაკნები მაინც არ არის. წუხელ მეგონა, რომ შემჭამდნენ – თქვა მან და დამანჭულმა ანასკენ გაიხედა.

გოგონას გაეცინა.

-სკოლაშიც გვყავდა. აი, ასეთი – თითები გვერდზე გასწია. შემდეგ რაღაც შეასხურეს. იქნებ, სანამ ჩვენთან იყავით, იქაც შეასხურეს?

-ლაშა, არ წახვიდეთ. თავისუფალი ოთახი გვაქვს. აქ უფრო კომფორტულად იქნებით, ვიდრე თეატრში ან სასტუმროში ტარაკნებით ან მის გარეშე.

ქალმა ეს თქვა და მაშინვე გაჩუმდა. დარცხვენილი თვალს ვერ უსწორებდა.

-დარჩით – აიტაცა ანამ და კარადიდან ბალიში და საბანი გამოიღო. აქ კომფორტულია და შეგვიძლია მულტფილმებს ვუყუროთ. გიყვარს მულტფილმები?

-ჩემი თეატრი მაქვს. რა თქმა უნდა, მიყვარს.

იმ ღამეს მათთან დარჩა. თითქმის 2 თვე ტურის დასრულებამდე. ამ დროში სესილი თითქმის გამოკეთდა. თავს ჯანმრთელად და ძლიერად გრძნობდა. ყოველ საღამოს დიდხანს ისხდნენ და ჩაის სვამდნენ. როცა ანა დასაძინებლად მიდიოდა, სესილი და ლაშა გათენებამდე საუბრობდნენ. ერთმანეთის ამბებს უზიარებდნენ, ზოგჯერ უბრალოდ ჩუმად იყვნენ და ერთმანეთს უყურებდნენ.

როცა წასვლის დღე დადგა, ანა და სესილი სამზარეულოდან გამოსულმა ხმაურმა გააღვიძა. წამოხტნენ და გაიქცნენ, კარში ფრთხილად შეიხედეს. ლაშა ოთხზე იდგა და ნიჟარის ქვეშ ტრიალებდა.

-ლაშა?

-დილა მშვიდობისა. აქ ნიჟარის მილი გაჭედილია. გაწმენდა გადავწყვიტე. ასევე როზეტი შევაკეთე, ყანყალებდა. იქნებ, ანა წამოედოს.

-მოდით, ყავას ავადუღებ და წავიხემსოთ, თორემ საუზმის გარეშე მოგიწევთ წასვლა.

-ვიფიქრე, იქნებ, რემონტის გაკეთების დროა? ანა, როგორ თვლი?

-დედა, ძალიან მაგარია. დიდი ხანია გვინდოდა. ფანჯარა გაიღება? მიყვარს, როცა დილით მზე ანათებს, როცა ღია ფანჯრიდან მანათებს.

-იქნება. შენც და დედასაც მოგანათებს.

-შენ? – ჰკითხა სესილმა.

ღიმილი ნელ-ნელა გაქრა ლაშას სახიდან. არ იცოდა, რა ეპასუხა და რა ეფიქრა. დარჩენას სთხოვენ? თუ ნიშანია, რომ წასვლის დროა? გაშეშდა.

-კარგი რა, დედა – შეწუხდა ანა.

-რა? – იკითხა და ლაშას უყურებდა.

-კარგი, ოთახში გავალ – მხიარულად თქვა ანამ და გაიქცა.

-მეც – თქვა ლაშამ.

-რა?

-მეც მომანათებს, როცა ანა ფანჯარას გააღებს.

-მაგრამ შენ ხომ დღეს, – დაიწყო აკანკალებული ხმით სესილმა, მაგრამ კაცმა შეაწყვეტინა.

-სესილი, ჩემი თეატრი გასულ კვირას დაბრუნდა. ეს მე, მე არ ვიცოდი, როგორ წავსულიყავი. შენს გარეშე ცხოვრება უკვე ვეღარ წარმომიდგენია.

-ლაშა, შენს გარეშე მე უკვე ვერ ვიარსებებ.

-არ თქვა ასე – თქვა და ქალს მოეხვია.

-უკვე სიცოცხლეს ვემშვიდობებოდი, როცა შენ გამოჩნდი.

-არა, ეს შენ გადამარჩინე. ახლა ისევ ცოცხალი ვარ, ისევ ბედნიერი. მიყვარხარ. ოღონდ არაფერი მითხრა, დაფიქრდი. – რამდენიმე წამით გაჩერდა და ჰკითხა: – ცოლად გამომყვები?

-უკვე შემიძლია ვთქვა კი თუ უნდა დავფიქრდე? – ჰკითხა ქალმა, მაგრამ კაცი უკვე აბზრიალებდა ოთახში ანას ხმამაღალი სიცილის ფონზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს