იმ მომენტიდან, როცა ადამიანმა ნავის მსგავსი პირველი ნივთი შექმნა, რომ პატარა მდინარე გადაელახა, წყლის ტრანსპორტმა ტვირთების გადასაზიდად და ხალხის გადასაყვანად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ძალიან მალე წინაპრებმა უზარმაზარი ხომალდები ააშენეს, რამაც მათ მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მოგზაურობის საშუალება მისცა.
ოკეანე თავისი სიდიადით თანამედროვე მოგზაურებსა და განძის მოყვარულებსაც იზიდავს. ის ხომ ჩაძირული ხომალდების უამრავ საგანძურს ინახავს. თუ უფრო ღრმად შეიჭრებით, ანტიკური ისტორიის შესახებ რაღაც ახალს გაიგებთ.
დღესდღეობით დაკარგული არტეფაქტების ძალიან მცირე ნაწილის მოძებნა შეძლეს, თუმცა ის ნივთები, რომლებიც ზღვის ფსკერიდან ამოიღეს, წარმოუდგენელ ემოციებს იწვევს.
შავწვერას ზარბაზანი
ლეგენდარული ინგლისელი მეკობრე, რომელიც მე-18 საუკუნის დასაწყისში აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე სავაჭრო გემებს თავს ესხმოდა. ედუარდ ტიჩი სამეფო ფლოტზეც კი შიშს ბადებდა. 1718 წელს მისი ხომალდი „დედოფალი ანას შურისძიება“ ჩრდილოეთ კაროლინას სანაპიროსთან ჩაიძირა. გემის ნარჩენები მხოლოდ 1996 წელს იპოვეს. უმეტესად ზარბაზნები გადარჩა.
ანტიკერიის საგანძური
1900 წელს წყალქვეშა მყვინთავებმა ბერძნული კუნძულის ანტიკერის სანაპიროსთან უცნაური არტეფაქტები იპოვეს. ზღვის ფსკერის დეტალური შესწავლის შემდეგ განძის მაძიებლებმა უამრავი უძველესი არტეფაქტი აღმოაჩინეს. მათ შორის ძველი ბერძნული ღმერთების ბრინჯაოს და მარმარილოს ქანდაკებები და მონეტები.
„ტიტანიკის“ საგანძური
ცნობილი დიდი გემის ჩაძირვის მიზეზი დაზუსტებით ცნობილი არ იყო, სანამ 1985 წელს რობერტ ბალარდის ხელმძღვანელობით მკვლევარებმა გემი ოკეანის ფსკერიდან არ ამოიღეს. უამრავი ძვირფასეულობა და არტეფაქტი დიდი ფულის სანაცვლოდ კერძო კოლექციებში მოხვდა.
„ლარნაკი“
შვედური ფლაგმანური ხომალდი 1628 წელს ჩაიძირა. კონსტრუქტორის შეცდომის გამო გემი გადაბრუნდა და პირველივე მოგზაურობის დროს ჩაიძირა. 1961 წელს შვედებმა გემი ზღვის ფსკერიდან ამოიღეს და მუზეუმში გამოფინეს. დღეს ეს მე-18 საუკუნის ერთადერთი გადარჩენილი იალქნიანი ხომალდია.
„ნუესტრა სენიორა დე ატოჩა“
ერთი ჩვეულებრივი ფერმერი მელ ფიჩერი წლები ყვინთაობით იყო დაკავებული და საგანძურის პოვნაზე ოცნებობდა. ერთხელ მას გაუმართლა. ფლორიდის სანაპიროზე მან ესპანური გალეონის „ნუესტრა სენიორა დე ატოჩას“ ნამსხვრევები იპოვა. მის ბორტზე კი ტონობით ოქრო, ვერცხლი და სამკაული აღმოაჩინა.
პროექტი „შავი გედი“
2007 წელს ამერიკულმა კომპანიამ Odyssey Marine Exploration პორტუგალიის სანაპიროსთან 1804 წელს ჩაძირული ესპანური გემი „მოწყალე ქალწული მარიამი“ იპოვა. ბორტზე ნაპოვნი ოქრო-ვერცხლეული დაახლოებით 500 მლნ დოლარად შეაფასეს. ესპანეთის მთავრობამ ამერიკელებს სასამართლოში უჩივლა და განაცხადა, რომ ეს ესპანეთის მემკვიდრეობის ნაწილია. ახლა საგანძური ესპანეთის მუზეუმებში თავს იმშვენებს.
ანტიკერიული მექანიზმი
ზემოთ მოხსენებულ ანტიკერიულ საგანძურებს შორის მყვინთავებმა საინტერესო მექანიზმი იპოვეს, რომელიც არავის აინტერესებდა. მისი ნამდვილი ღირებულება მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გააცნობიერეს. ამ მექანიზმმა სამეცნიერო სამყარო ააფეთქა: ეს მოწყობილობა იმდენად რთული და სრულყოფილი იყო, რომ ვერავინ დაიჯერა რომ ბერძნებმა ეს ძვ.წ.აღ. მე-7 საუკუნეში შექმნეს.
HMS Victory
HMS Victory – ლეგენდარული ინგლისური ხომალდი, რომელსაც ადმირალი ნელსონი მეთაურობდა. გემი დღემდე პორტსმუტის პორტში ხელშეუხებელი დგას. თუმცა 1744 წელს ამავე სახელწოდების გემი ლა-მანშის ტალღებში ჩაიძირა. იმავე ამერიკულმა კომპანიამ Odyssey Marine Exploration ხომალდზე 4 ტონაზე მეტი ოქრო აღმოაჩინა.
„ზღვის ყვავილი“
პორტუგალიური კარაკკა 1511 წელს მალაიზიის სანაპიროსთან ჩაიძირა. მის ბორტზე ძვირფასი ქვებით, ნახევარი დიუმის და მუშტის ზომის ალმასებით სავსე 200 სკივრი იყო. ახლა ეს ქონება 2 მლრდ დოლარად არის შეფასებული. თუმცა გემის ძებნა მუდმივად ფერხდება.
ჰერაკლიონის საგანძური
ამ ქალაქს ეგვიპტელებმა ტონისი, ხოლო ბერძნებმა ჰერაკლიონი უწოდეს. ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ის ჩაიძირა და უამრავი საგანძურიც თან ჩაიტანა. 2000 წელს მყვინთავებმა ზღვის ფსკერზე უზარმაზარი ქანდაკებები იპოვეს, რომლებიც 5-10 მლრდ დოლარად არის შეფასებული.
კესარიის საგანძური
2016 წელს მოყვარულმა მყვინთავებმა ისრაელის სანაპიროზე შემთხვევით მდიდრული საგანძური იპოვეს. ოქროს მონეტები, ქანდაკებები და სხვა არტეფაქტები მე-3 საუკუნით თარიღდება. ეს რომის გვიანდელი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული აღმოჩენაა.
პირველი საზღვაო ბრძოლის ადგილი
პუნიკური ომი მსოფლიოში პირველი ომი გახდა, სადაც სამხედრო ფლოტი გამოიყენეს. ჩვ.წ.აღ-მდე 241 წელს რომაელმა მეომრებმა ბერძნულ-კართაგენელთა არმადა გაანადგურეს.
2013 წელს მკვლევარებმა იმ ადგილის პოვნა შეძლეს, სადაც მთავარი შერკინება მოხდა. ზღვის ფსკერზე გემის ნამსხვრევები, ასევე ძველი მონეტები იპოვეს.
ზღვის ფსკერზე კიდევ უამრავი ძვირფასი რელიქვია და არტეფაქტი ინახება. სამწუხაროდ, თანამედროვე ტექნოლოგიები წყლის სიღრმის ადვილად შესწავლის საშუალებას ჯერ არ იძლევა. მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ განძის მაძიებლებს კიდევ რა ელოდებათ.