მცენარე, რომელმაც ვენების ვარიკოზული გაგანიერება 4 თვეში მომირჩინა

0
3963

გაავსეთ ლიტრიანი ქილა კალანჰოეს დაჭრილი ფოთლებით და პირთამდე დაასხით არაყი, დადგით ბნელ ადგილას და პერიოდულად შეანჯღრიეთ თავდახურული ჭურჭელი.

1 კვირაში, როცა ნაყენი მზად იქნება, შეიზილეთ ფეხებზე – დაიწყეთ ტერფებით და იმოძრავეთ ზემოთ.

ფეხების ტკივილი სწრაფად გაქრება, თუმცა ვენოზური ბადეების გასაქრობად ჩაიტარეთ ეს მარტივი პროცედურები 4 თვის განმავლობაში.

კალანჰოეს გარეგანი გამოყენება

კალანჰოეს ანთების საწინააღმდეგო თვისებები გვეხმარება კანის სხვადასხვა ტიპის დაავადებასთან წარმატებით გამკლავებაში. საუბარი, ამ შემთხვევაში, მის გარეგან გამოყენებაზეა.

ძირითადად, როგორც შინაგანი მიღების დროს, გამოიყენება ფოთლები და, ხანდახან, ღეროს ბალახოვანი ნაწილი.

მრავალი დაავადებისთვის შესანიშნავი საშალება შეიძლება ეწოდოს ამ მცენარის სხვა სახეობებსაც, თუმცა, ჩვენში, ძირითადად, სწორედ კალანჰოე გამოიყენება (იგი სპეციალურად იზრდება, როგორც სამკურნალო კულტურა და, ალბათ, ყველაზე გავრცელებულია, როგორც ოთახის მცენარე).

პიოდერმიტი

ამ დაავადებით აღინიშნება კანის იმ დაავადებათა მთელი ჯგუფი, რომლებსაც იწვევს მიკროორგანიზმები (ძირითადად, სტრეპტოკოკები და სტაფილოკოკები). მათი კანზე ზემოქმედების შედეგი ჩირქგროვებია. გარდა ამისა, ამ დაავადების განვითარება შეიძლება ავიტამინოზის, შაქრიანი დიაბეტის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევის ხარჯზე გაძლიერდეს.

პიოდერმიტის ძირითად ფორმებს მიეკუთვნება ფურუნკულები, სტრეპტოკოკული იმპეტიგო და სხვ.

ფურუნკულები – ესაა თმის ფოლიკულისა და მის გარშემო არსებული უჯრედების ღღმა ანთება, რომლის შედეგადაც ჩნდება კანის სიწითლე, თანმდევი ძლიერი ტკივილებით.

სტრეპტოკოკური იმპეტიგო ვლინდება სხვადასხვა ზომის ბუშტუკებით, რომლებიც სავსეა რუხი სითხით, რომელიც ლიმონისფერ ქერქად იქცევა და ლოკალიზებულია ცხვირისა და პირის მონაკვეთებში, იშვიათად ჩნდება კიდურებზე.

პიოდერმიტების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა ჰიდრადენიტიც, როცა მტკივნეული წითელი, სქელი, ჩირქით სავსე გროვა ჩნდება იღლიის ღრმულში.

რა თქმა უნდა, მსგავსი დაავადებების მკურნალობა ექიმის გარეშე არ გამოვა, თუმცა, ამ შემთხვევაში, უნდა გახსოვდეთ, რომ დაავადებების მიმდინარეობას მნიშვნელოვნად ამარტივებს კალანჰოეს წვენი. იგი გარეგანად უნდა გამოიყენოთ და ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს.

გაფცქვენით კალანჰოეს ფოთლები და დაიდეთ კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე. ფოთლები შეგიძლიათ გაატაროთ ხორცსაკეპში, გაახვიოთ მიღებული მასა მარლაში და დაიდოთ კანზე. დაბოლოს, დაწუროთ კალანჰოეს წვენი და შეიზილოთ დაზიანებულ მონაკვეთებზე. სამივე ვარიანტი ერთნაირად ეფექტურა და, შესაბამისად, ნებისმიერი მათგანის გამოყენება შეგიძლიათ.

კიდევ რამდენიმე საერთო შენიშნვა პიოდერმიტების სამკურნალოდ:

კანის ჩირქოვანი დაავადებების დროს აუცილებელია ორგანიზმის დამცავი ძალების გაძლიერება, რათა ინფექციასთან ბრძოლა შეძლოს. ამ მიზნით, ექიმები გვირჩევენ ალოესა და მრავალძარღვას წვენებს, ქაცვის ზეთისა და სხვა მასტიმულირებელ საშუალებებს.

ფურუნკულების თითებით წვალება არ შეიძლება, რადგან ბირთვი, რომელიც მის შუაგულშია დაბუდებული, სტაფილოკოკების კონცენტრატს წარმოადგენს, მისი ამოღებით კი ინფექციის გავრცელებას შეუწყობთ ხელს. დაბოლოს, პიოდერმიტის დროს, განსაკუთრებით, თუ იგი სხეულზე გაქვთ,არ დაგავიწყდეთ თეთრეულის ხშირი გამოცვლა.

უმჯობესია, მიმართოთ ექიმს. კანის ჩირქოვანი დაავადება შეიძლება შაქრიანი დიაბეტით იყოს გამოწვეული, ამიტომ აუცილებლად გამოიკვლიეთ ორგანიზმი სისხლში შაქრის შემცველობაზე, ეს კი, როგორც იცით, მხოლოდ კლინიკურ პირობებშია შესაძლებელი.

კანის ჩირქოვანი დაავადებები წარმატებით იკურნება ულტრაიისფერი დასხივებით, რისთვისაც აუცილებელია სამკურნალო დაწესებულებაში მისვლა, განსაკუთრებით, თუ დაავადება წლის ცივ პერიოდში გამოვლინდა.

კანის გავრცელებული ჩირქოვანი დაავადებაა აკნე

სრულიად ჯანმრთელი ადამიანის კანზე ცხოვრობენ სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები, რომლებიც, გარკვეულ პირობებში, იწვევს ანთებით პროცესებს და აზიანებს მას.

ამ დაავადების განვითარებას მეტწილად განაპირობებს კანის დაბინძურება, ჭრილობები, მწერების ნაკბენები, მოყინვა, ოფლიანობა და სხვ.

კალანჰოეს წვენი ამ შემთხვევაშიც სასარგებლოა. რეკომენდებულია, მოჭრათ რამდენიმე ფოთოლი კალანჰოე, გააჩეროთ რამდენიმე დღით მაცივარში (მცენარის სამკურნალო ძალების მეტი კონცენტრაციისთვის), ხოლო შემდეგ გაატაროთ ხორცსაკეპში და დაწუროთ მარლაში.

1 ს.კ. წვენს დაუმატეთ 5 ს.კ. წყალი, დააყენეთ 2 საათით, შემდეგ ადუღეთ 3-5 წუთით, გამოიყენეთ კანის დაზიანებული მონაკვეთების სავლებად.

ასეთი ნაყენი უფრო სასარგებლოა მათთვის, ვისაც ცხიმიანი, ფორიანი კანი აქვს (სხვათა შორის, აკნე სწორედ კანის ასეთი ტიპის მქონე ადამიანებს უჩნდებათ ყველაზე ხშირად, რამდენადაც მას ქონის ჭარბი გამოყოფა ახასიათებს).

კალანჰოე, როგორც აკნეს საწინააღმდეგო საშუალება, არამხოლოდ სავლებად გამოიყენება: კანის დაზიანებული მონაკვეთების უბრალოდ ფოთლებით გაწმენდაც მოგცემთ დადებით შედეგს.

კანის კიდევ ერთი გავრცელებული დაავადებაა მეჭეჭები. ესაა კანის ვირუსული დაავადება, რომელიც კანის ზემოთ ბრტყელი, კვანძოვანი გამონაყარის სახით ჩნდება.

ვირუსები დაავადებების მატარებელ ადამიანთან ან საყოფაცხოვრებო საგნებთან შეხების გზით გადადის.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი