ამ მოხუცმა თავისი ბინა სასახლედ გადააქცია. დააკვირდით, რა იმალება შესასვლელი კარის მიღმა

1123

საცხოვრებელი ფართის თითოეულ მფლობელს ერთხელ მაინც უფიქრია, თუ პატარა ბინის რემონტი რამდენად ხარჯიანი და ხანგრძლივი იქნებოდა. აი, დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა 67 წლის პენსიონერმა ფული არ დაზოგა, რომ ძველი ბინა მდიდრულ სასახლედ გადაექცია.

თუმცა ბინას ნამდვილ სასახლედ მხოლოდ მფლობელი, ადრიან რემანი, და პომპეზურობის და სიჭარბის რამდენიმე მოყვარული მიიჩნევს. ერთი შეხედვით ვერ იტყვით რომ მრავალსართულიან შენობაში ვერსალის სტილის ბინა იმალება.

პირველი შეგრძნება უკვე შესასვლელი კარის დანახვისას გაგიჩნდებათ, რომელიც მეზობლების კარების ფონზე შესამჩნევად გამოირჩევა. ნახეთ, როგორ გამოიყურება ოთახები შიგნით! ადრიანი ირწმუნება, რომ ამის შესაქმნელად მთელი 30 წელი დახარჯა და ბოლომდე ჯერ კიდევ დასრულებული არაა.

მამაკაცს ვერსალის სასახლე თვალით არ უნახავს, მაგრამ თავიდანვე დარწმუნებული იყო, რომ ცუდად არ გამოუვიდოდა. ოროთახიანი ბინის სარემონტო სამუშაოს უმეტესი ნაწილი თავად შეასრულა, ამასთან დაგეგმარების გამოცდილების ან დიზაინის ცოდნის გარეშე.

იმ შეგრძნების მიუხედავად, რომ შენობა მდიდრულად არის მოწყობილი, ადრიანმა სახლის მოწყობის ღირებულება როგორც შეეძლო შეამცირა. ამაში კი ძველმანების ბაზრობა დაეხმარა. მამაკაცი საკუთარ თავს შეპირდა, რომ სახლის ყველა კუთხე-კუნჭულს გადააკეთებდა – ჭერი, კედელი, იატაკი, ავეჯი.

წლების განმავლობაში ხარჯების ანგარიში დაკარგა, მაგრამ დარწმუნებულია რომ მათი რაოდენობა რამდენიმე ასეულ ფუნტს არ აჭარბებს. სხვათა შორის ხელშეკრულების მიხედვით, თუ ბინიდან გადასვლას გადაწყვეტს, შენობის ძველი სახე უნდა დააბრუნოს. ამასთან მამაკაცი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას ჯერ არ აპირებს.

„ისე მოხდა, რომ ამ ადგილს მივეჯაჭვე. ბინის ძველი მდგომარეობის დაბრუნებას ნამდვილად ვერ შევძლებ და რა საჭიროა? აქ ძალიან მომწონს და არსად გადასვლას არ ვაპირებ“ – ამბობს ადრიანი. მისი ცოლი, ანეტი ქმრის საქმისადმი ერთგულებითა და მრავალწლიანი მუშაობის შედეგით ამაყობს.

გასაკვირი არაა, რომ ვერსალის სტილის ადრიანის სასახლე ყველას არ მოეწონა. სანამ ზოგი მისი შენობით აღფრთოვანებულა, სხვები თავს იქნევენ და დეტალის სიჭარბეს და უგემოვნებას გმობენ.

თუ სურათებმა ვერ დაგაკმაყოფილათ, შეგიძლიათ სახლში ვირტუალური ექსკურსია მოაწყოთ:

როგორც არ უნდა იყოს, სასახლის გარეგნული მხარე და ინგლისელის ხანგრძლივი შრომა ამ ისტორიის მთავარი თემა არაა. მთავარია, რომ პენსიონერი თავისი ოცნებით ცხოვრობს და  ბედნიერება იპოვა, თუნდაც ჩვენთვის უცნაურ ლტოლვაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს