ჩემი დედამთილი თითქმის 30 წლის განმავლობაში იტანჯებოდა ბუასილით. რა საშუალება არ სცადა, საბოლოოდ კი ერთმა უბრალო ბალახმა მოგვარა შვება.
იგი წალიკას, სამეცნიერო ენაზე Persicaria hydropiper-ს ასხამდა მდუღარე წყალს და ადუღებდა 20 წუთით (3 ს.კ. ხმელი ბალახი 2 ჭიქა წყალზე). შემდეგ თბილად ახვევდა, ბოლოს კი ნახარშს ჭამამდე 20 წუთით ადრე, დღეში სამჯერ, 0.5 ჭიქას სვამდა.
თუ მხოლოდ ანთების მოხსნა გინდათ, ორდღიანი მკურნალობაც საკმარისია. ხოლო, თუ დაავადების სამუდამოდ განკურნება გსურთ, წამლის მიღება 2-3 თვე უნდა გააგრძელოთ.
ამ ამბიდან რამდენიმე წლის შემდეგ, რეცეპტი საკუთარ თავზე გამოვცადე და აგერ უკვე 10 წელია, ბუასილი აღარ მაწუხებს.
წალიკა აფთიაქში იყიდება. თუმცა, თუ გინდათ, რომ ნედლეული თვითონ მოკრიფოთ, უნდა იცოდეთ: ბალახი ჩანჩქერებისა და მდინარეების პირას იზრდება. ნუ მოგლეჯთ მას ყვავილობის დროს, თუმცა, თუ ამას უფრო ადრე გააკეთებთ, ძალიან მწარე მცენარეს მიიღებთ.
რახან ამ მცენარის შესახებ დავიწყეთ საუბარი, დროა, კიდევ რამდენიმე მაგალითი მოვიყვანოთ.
წალიკას ნაყენი ძალიან ეფექტურია თირკმლებსა და შარდის ბუშტში წარმოქმნილი კენჭების დასაშლელად: 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 1-2 ს.კ. დაქუცმაცებული ბალახი ადუღეთ ნელ ცეცხლზე ან ორთქლის აბაზანაზე 15 წუთით, დააყენეთ გაგრილებამდე, გადაწურეთ და მიიღეთ 0.3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის წინ.
გულისა და თირკმლის ფუნქციონირების დარღვევით გამოწვეული შეშუპებების დროს, დაასხით 1 ს.კ. წალიკას 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ თავდახურულ ჭურჭელში 2 საათით, გადაწურეთ და მიიღეთ 0.5 ჭიქა დღეში ორჯერ, ჭამამდე, სამი კვირის განმავლობაში.
წალიკა – სასარგებლო და მავნე თვისებები
მე გაოცებული ვარ ამ მცენარის სისხლის აღმდგენი და შემხორცებელი მოქმედებებით. ერთხელ, მიწისგან დატკეპნილ ნიადაგში ფესვების თხრისას, ხელი ძალიან დავიზიანე – სისხლი შეუჩერებლად მომდიოდა.
ახლომდებარე ტბაში ხელები დავიბანე, ნაპირზე კი წალიკას მოწითალო ღეროები დავინახე. მისი ფოთლები, უჯრედული წვენის გაჩენამდე, დავზილე ხელით და დავიდე სისხლიან ჭრილობაზე.
სულ 30 წუთის შემდეგ, ჭრილობა იმდენად საიმედოდ შეიკრა, რომ ტკივილს აღარ ვგრძნობდი და საქმის გაგრძელებაც შევძელი, ისე, რომ ინფექციის საერთოდ არ მეშინოდა – წალიკას საკმაოდ ძლიერი ბაქტერიციდული თვისება აქვს.
წალიკა შეიცავს ტანინებს, ვაშლის, ქლოროგენულ, კატაბალახას და ჭიანჭველა მჟავებს, ეთერზეთებს, პექტინებს, ფლავანოიდებს (ჰიპეროზიდს, ავიკულარინს, კვერცეტინს, ვიტამინ C, K, D და E-ს, კალციუმის ოქსალატსა და მრავალ მიკროელემენტს, მათ შორის, მარგანეცს, მაგნიუმს, ტიტანსა და ვერცხლს.
სამეცნიერო მედიცინაში იგი გამოიყენება, როგორც საფაღარათე საშუალება ატონიური ან სპასტიკური ყაბზობის დროს, სისხლდენის შემაჩერებელი საშუალება – ჰემოროიდალური და საშვილოსნოს სისხლდენის დროს, ფიბრომიომებისა და საშვილოსნოს ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს.
წალიკა ზრდის სისხლის შედედებადობას, საშვილოსნოს ტონუსს, ავიწროებს სისხლძარღვებს (ამასთან, არ ზრდის სისხლის წნევას, იწვევს ჰემოროიდალური კვანძების შეკუმშვას).
წალიკას პრეპარატები ინიშნება ვენების ვარიკოზული გაგანიერების, თირკმელკენჭოვანი და კანის დაავადებების, დიზენტერიის დროს, აგრეთვე, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების სამკურნალოდ, თირკმელსა და შარდის ბუშტში ქვიშის აღმოსაფხვრელად, სავლებ საშუალებად ანგინისა და ყელის ანთების დროს. გარეგანად ბალახს კვანძოვანი ჩიყვის, ჩირქოვანი და განგრენოზული ჭრილობების, ეკზემის დროს იყენებენ, ასევე, ადგილობრივ აბაზანებს იკეთებენ ბუასილის დროს.
წალიკას სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებსაც მიაწერენ.
მე დაუფიქრებლად მოვყევი ყველაფერი წალიკას ქიმიური შემადგენლობისა და სამკურნალო თვისებების შესახებ, ასევე, უამრავი რეცეპტი გავამხილე წიგნში “ძლევამოსილი ბალახი” და გამეორება არ მინდა, მითუმეტეს, რომ, ძირითადად, რეცეპტები ერთი ტიპისაა და მათ ნებისმიერ სახელმძღვანელოშიც იპოვით. უბრალოდ იმის აღნიშნვა მინდოდა, რომ ჩემი სიმსივნის საწინააღმდეგო ბალზამის შემადგენლობაში წალიკას ბალახის ნაყენიც შედის.
უკუჩვენებები
წალიკას მოხმარებისას, გახსოვდეთ, რომ იგი სისხლის შედედებადობას ზრდის.
წალიკას პრეპარატების მიღება დაუშვებელია თირკმლების ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა ნეფრიტი და გლომერულონეფრიტი. ასევე, იგი შარდის ბუშტის ანთების დროსაც არ უნდა მიიღოთ.
წალიკა ზრდის საშვილოსნოს ტონუსს და უკუჩვენებულია ფეხმძიმობის დროს.
მცენარე შხამიანად ითვლება, თუმცა მისით მოწამლვის შემთხვევები არასდროს დაფიქსირებულა. უბრალოდ საგულდაგულოდ დაიცავით მისი გამოყენების წესები და გახსოვდეთ უკუჩვენებების შესახებაც.