არაა დასრულებული: კამის ნახარშის მიღებამ ცისტიტი 20 წლით დამავიწყა

1460

მე მრავალი წლის განმავლობაში მაწუხებდა ცისტიტი. მახსოვს, 1981 წლის ივნისში სამშობიარო სახლში ვიწექი, სადაც გავცივდი.

სერიოზული შეტევები მქონდა, ცისტიტის საწინააღმდეგო აბები კი მედდებს არ ჰქონდათ. სანიტარმა შეაგროვა ახალი კამა, მოხარშა ქვაბში, გააგრილა და მომაწოდა დასალევად.

ცოტა ხნის შემდეგ, შეტევები გაქრა და, როგორც კი ხელახლა განმეორდა, კამის მაგარი ნაყენი დავაყენე, გავაგრილე და დავლიე.

აი, უკვე 20 წელია, ეს დაავადება აღარ მაწუხებს. დიდი მადლობა ჩემს სანიტარს ამ რეცეპტისთვის. იქნებ, იგი კიდევ ვინმეს დაეხმარება. ჰო, მართლა, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ხმელი, ისე ახალი კამაც.

კამა: სასარგებლო და მავნე თვისებები

სამკურნალო მცენარეების სიაში საპატიო ადგილს იკავებს კამა. მისი გამოყენებით, დასაწყისში აღწერილი განკურნების შემთხვევა ერთეული არაა – ჯერ კიდევ ეგვიპტურ პაპირუსებშია მითითებული კამის ეს სამკურნალო ეფექტი.

შემდეგ ესტაფეტას იღებს იბნ სინა, რომელიც თავის ტრაქტატში დაწვრილებით გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება კამა საფაღარათე, დამამშვიდებელი, ამოსახველებელი და შარდმდენი საშუალების სახით.

მცენარის შემადგენლობაში შედის უამრავი ვიტამინი, კერძოდ, ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი C ვიტამინი, 150 მგ/% – ეს საკმარისია იმისათვის, რომ კამა შესანიშნავ სისხლის შემაჩერებელ საშუალებად მივიჩნიოთ.

საძილე ეფექტი განპირობებული იყო კამის შემადგენლობაში არსებული ეთერზეთით, რომელსაც მსუბუქი სედატიური მოქმედება აქვს.

კამის თვისება, შეამციროს არტერიული წნევა, აძლიერებს მის საძილე მოქმედებას. ყველაზე უნივერსალური შემდეგი რეცეპტია.

2 ჩ.კ. წინასწარ კარგად დაქუცმაცებული თესლი დააყენეთ 10 წუთით 2 ჭიქა მდუღარე წყალში. ჭურჭელს მჭიდროდ უნდა დაახუროთ თავს, თორემ თესლში არსებული ეთერზეთები სწრაფად აორთქლდება. ნაყენის გადაწურვის შემდეგ, მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში სამჯერ, სასურველია ჭამამდე.

აღნიშნული რეცეპტი შესანიშნავად გვეხმარება თავის ტკივილის დროს, ამცირებს პერისტალტიკას და აფართოვებს თავის ტვინისა და გულის სისხლძარღვებს.

თუ გულის შეტევები გემართებათ ხოლმე, რასაც თან ახლავს ქოშინი და გახშირებული გულისცემა, ნაყენის მომზადება თქვენს მდგომარეობას რამდენადმე გააუმჯობესებს.

დიარეის (ფაღარათის) მოსაშორებლად, მოამზადეთ მასა ზემოხსენებული ნაყენისა და ხმელი ცირცველის ნახარშით, 1:3 პროპორციით.

კამა მოამზადეთ თქვენთვის უკვე ცნობილი რეცეპტით, ხოლო ცირცველი უბრალოდ მოხარშეთ და გააჩერეთ ბნელ ადგილას 1 საათით.

შეურიეთ ყველა კომპონენტი და მიიღეთ მასა კუჭ-ნაწლავის გაღიზიანების დროს, 1/2 ჭიქა. დიარეას სწრაფად დაამარცხებთ.

კამა უაღრესად ეფექტურია გაციებისა და სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების დროს. ძირითადად, სამკურნალოდ თესლი გამოიყენება.

მასში არსებულ ფლავანოიდებს ამოსახველებელი და დამარბილებელი მოქმედება აქვს ბრონქიალურ ლორწოზე, რომელიც ჭარბად გროვდება გაციების დროს.

შეგიძლიათ ასეთი რეცეპტის გამოყენება: 2 კოვზ თესლს შეურიეთ 15 გ დაქუცმაცებული პირეის ფესვი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთით.

მომზადებული ნახარში გააჩერეთ დახურულ ჭურჭელში 4 საათით და გადაწურეთ.  შედეგად მიიღებთ შესანიშნავ ჩაის, რომელიც დღეში 3-4-ჯერ, 1 ს.კ. უნდა მიიღოთ.

ასევე, შეგიძლიათ სხვა მასის მომზადებაც, რომლის მთავარი მოქმედი კომპონენტია კამა.

4 ს.კ. დაქუცმაცებულ თესლს კარგად შეურიეთ 30 გ ვირისტერფას ფოთლები, რის შემდეგაც მიღებული ნარევი 1 ჭიქა წყალში უნდა მოხარშოთ.

დააყენეთ ნახარში 1 საათით, დაუმატეთ ადუღებული წყალი 1 ლიტრამდე და მიიღეთ 1/2 მასა დღეში ოთხჯერ.

ღამით კარგი იქნება ორთქლის ინჰალაციის გაკეთება მოცემული მასით: დადგით იგი ასადუღებლად ორთქლის აბაზანაზე და ისუნთქეთ ეს ორთქლი 10-15 წუთით. მაშინვე იგრძნობთ სუნთქვის გამარტივებას, დაგეწყებათ ლორწოს ჭარბი გამოყოფა და დაავადებაც უკან დაიხევს.

კამა, გაციების დროს, უნდა მიიღოთ ნახარშის, ნაყენისა და ინჰალაციის სახით.

სამკურნალო მასების შემადგენლობაში, კამასთან ერთად, შეგიძლიათ გამოიყენოთ კრაზანის, ბეგქონდრის, ვირისტერფას და სხვა ბალახები, რომლებსაც ამოსახველებელი მოქმედება აქვს.

თუმცა, შეგიძლიათ მხოლოდ კამის გამოყენებაც – დანაყეთ თესლი და ახალი მორჩები, რომ სამკურნალო ეფექტი გაუმჯობესდეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს