16 ადრეული ნიშნი იმისა, რომ თქვენი ღვიძლი ცხიმში იძირება. ყურადღებით!

711

ღვიძლის მთავარი ფუნქცია არის ტოქსინების გარდაქმნა უსაფრთხო ნარჩენებად, რომელთა გამოდევნაც ორგანიზმს შეუძლია.
როგორ უმკლავდება ღვიძლი ტოქსიკურ ნივთიერებებს?
ღვიძლს აქვს მომწამლავი ნივთიერებების დეტოქსიკაციის ორი ფაზა:

ფაზა №1 მოიცავს ფერმენტების გამოყენებას ცხიმში ხსნადი ტოქსინების ნაკლებად მავნე ნივთიერებებად გარდასაქმნელად.
ფაზა №2 გულისხმობს დაშლილი ტოქსინების შეერთებას სხვა მოლეკულებთან, რომლებიც ზრდიან მათ წყალში ხსნადობას. მეორე ფაზის შემდეგ უკვე შესაძლებელია ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა.

იმ ადამიანებისთვისაც კი, რომლებიც მისდევენ ჯანსაღ ცხოვრების წესს, სწორად იკვებებიან და რეგულარულად ვარჯიშობენ, საჭიროა ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირების ხელშეწყობა.

თითოეული ადამიანის ორგანიზმში ხვდება ტოქსინები გარემოდან (ჰაერი, წყალი, ქარხნები, პლასტმასი, ავტომობილები, ნიადაგი). ამ ფაქტორებს უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე, თუმცა მათი კონტროლი არ შეგვიძლია.

როდესაც ღვიძლი დუნდება, ტოქსინები ორგანიზმიდან აღარ გამოიდევნება და გროვდება ცხიმოვან ქსოვილებში (რადგან ეს ნივთიერებები ცხიმში ხსნადია).აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, რომ ჯანსაღი დიეტისა და დიდი ფიზიკური დატვირთვის მიუხედავადაც კი ვერ დაიკლოთ წონა.

არსებობს უამრავი სიმპტომი, რომელიც მიუთითებს, რომ ჩვენი ღვიძლი ზედმეტად გადატვირთულია და სასწრაფო დახმარებას საჭიროებს. გამოიყენეთ რეკომენდაციები, რომლებსაც დღეს პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ და მოკლე დროში შეძლებთ ღვიძლის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

სიმპტომები, რომლებიც ამ პრობლემის დროს აღინიშნება:

  • ქრონიკული დაღლილობა
  • უარყოფითი ემოციები
  • გონების დაბინდვა
  • ყრუ თავის ტკივილები
  • სახსრების ან კუნთების ქრონიკული ტკივილი
  • ჭარბი ოფლიანობა
  • პრობლემები ცხიმის გადამუშავებასთან დაკავშირებით
  • ალერგიები
  • აკნე
  • მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა, მუცლის ტკივილი, დიარეა
  • ჰორმონალური დისბალანსი
  • შფოთვა და დეპრესია
  • მომატებული მგრძნობელობა ქიმიკატების მიმართ
  • უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან
  • აუხსნელი წონის მატება

რჩევები კვებასთან დაკავშირებით

თქვენი ჯანმრთელობა სათავეს სამზარეულოში იღებს. ჯანსაღი სხეულის შესაქმნელად საჭიროა სწორი კვება და მავნე ჩვევებზე უარის თქმა.

12 ნაბიჯი, რომელიც ღვიძლს მწყობრში მოიყვანს:

  1. შეიძინეთ ორგანული პროდუქტები, უარი თქვით გენმოდიფიცირებულ საკვებზე.
  2. მიიღეთ დაბალანსებული საკვები: მაღალხარისხიანი ცხოველური და მცენარეული ცილები, მარცვლეული, ფერმენტირებული პროდუქტები, სასარგებლო ცხიმები, ნედლი თხილი და თესლები.
  3. გამორიცხეთ ანთების გამომწვევი ზეთები: რაფსის, სიმინდის, სოიოს, მცენარეული, ბამბის, ალისარჩულის და მზესუმზირის ზეთი.
  4.  დალიეთ საკმარისი რაოდენობით სუფთა წყალი.
  5. მიირთვით დიდი რაოდენობით სასარგებლო ცხიმები: ქოქოსის ზეთი, წითელი პალმის ზეთი, ავოკადო, კანაფის ზეთი.
  6. მიიღეთ საკმარისი რაოდენობით ბოჭკოები: დღიური ნორმა – მინიმუმ 35 გრამი. ბოჭკოებით მდიდარია ავოკადო, ბროკოლი და ბრიუსელის კომბოსტო.
  7. უარი თქვით რაფინირებულ შაქარზე.
  8. შეზღუდეთ დღიური ფრუქტოზის მიღება 20-25 გრამამდე.
  9. მიირთვით დიდი რაოდენობით ბოსტნეული, რადგან ის შეიცავს მაგნიუმს, ფოლიუმის მჟავას, C ვიტამინსა და B ჯგუფის ვიტამინებს.
  10. შეიტანეთ კვების რაციონში ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ამინომჟავები: ძვლის ბულიონი, კოლაგენი, სოფლის ქათამი და კვერცხი, ნედლი ისპანახი, ოხრახუში, კომბოსტო და ჭარხალი.
  11. ყურადღება მიაქციეთ გოგირდის წყაროებს: სოფლის კვერცხი, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, ნიორი, ხახვი, კომბოსტო, სატაცური.
  12. უარი თქვით ალკოჰოლზე ან მინიმუმამდე დაიყვანეთ მისი მიღება.

ისარგებლეთ ამ რეკომენდაციებით და იყავით ჯანმრთელი!

რჩევა რედაქციისგან:ღვიძლი ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი ფილტრის ფუნქციას ასრულებს, რომელიც ტოქსინებს გარდაქმნის და ორგანიზმიდან გამოდევნის. კვლევების მიხედვით (Klaassen & Lu, 2008), ღვიძლის დეტოქსიკაციის პროცესს ორი ფაზა აქვს: პირველი ფაზა ტოქსინების მეტაბოლიზაციას უწყობს ხელს, ხოლო მეორე ფაზაში მათი გამოდევნა ხდება. გადატვირთული ღვიძლი ვერ ასრულებს ამ ფუნქციას სათანადოდ, რაც ხელს უწყობს ტოქსინების დაგროვებას ცხიმოვან ქსოვილებში და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის განვითარებას.

კვლევები აჩვენებს, რომ ბოჭკოებითა და გოგირდოვანი ნაერთებით მდიდარი კვება (Kim et al., 2016) ღვიძლის დეტოქსიკაციის პროცესს აჩქარებს და მისი რეგენერაციისთვის აუცილებელია. ამასთან, გადამუშავებული საკვები, შაქარი და არაჯანსაღი ცხიმები ღვიძლის ფუნქციონირებას ხელს უშლის. შესაბამისად, სტატიის რეკომენდაციები სამეცნიერო მონაცემებს შეესაბამება და სასარგებლოა მათთვის, ვისაც ღვიძლის დეტოქსიკაციის გაუმჯობესება სურს.