რადიკულიტის, ზურგისა და სახსრების ტკივილის დროს ყოველთვის მშველის ნაყენი, რომელიც მთელ ოჯახს კურნავს!

0
760

რადიკულიტისა და, ზოგადად, ზურგისა და სახსრების ტკივილების დროს, მე ყოველთვის მეხმარებოდა ინდური ხახვისა და ქრისტესისხლას ნაყენი. იგი არაერთხელ დახმარებია ჩემს ოჯახს დაავადებების დროს.

რადიკულიტის საწინააღმდეგო ნაყენის მოსამზაებლად, დაჭყლიტეთ ხელში ქრისტესისხლას ხმელი ან უმი (10 ან 50 გ) ფოთლები და შეურიეთ ინდური ხახვის დაქუცმაცებულ ფოთოლს (არაუმეტეს 10 გ).

მასას დაასხით არაყი და დააყენეთ 15 დღით ბნელ, თბილ ადგილას, გადაწურეთ და მიიღეთ კომპრესების სახით, ცვალეთ ყოველ 1 საათში.

ერთ საღამოს არანაკლებ 4 კომპრესი უნდა გააკეთოთ, ასე დილით ტკივილი შემცირდება ან სრულად გაქრება. მომდევნო დღეს რეკომენდებულია კომპრესების გამეორება, შემდეგ კიდევ რამდენიმე დღით რადიკულიტის ქამრის ტარება.

ხოლო ზოგადად, რევმატიზმის, ართრიტის, დაჭიმულობისა და რადიკულიტის დროს, გირჩევთ სკიპიდრის აბაზანების გამოყენებას. ნუ შეგეშინდებათ ჯანმრთელობის ვნებისა, სკიპიდრით მკურნალობის დროს – მე იგი საკუთარ თავზე გამოვცადე და მსგავსი აბაზანის მთელი სარგებელი მივიღე.

სკიპიდრის ემულსია (უმჯობესია, თეთრი) გააზავეთ არანაკლებ 1:25 პროპორციით. დაიზილეთ მტკივანი სახსრები ან ზურგი ინდური ხახვის დაზელილი ფოთლით და ჩაჯექით აბაზანაში.

მიიღეთ აბაზანა არაუმეტეს 15 წუთით, შემდეგ დადექით შხაპის ქვეშ და გაიხეხეთ სხეული ჯაგრისით. შხაპის შემდეგ თბილად შეიხვიეთ სხეული და დაწექით საწოლში. უმჯობესი იქნება, თუ პირველ ჯერზე ვინმე ახლობელი დაგეხმარებათ.

ინდური ხახვი სახლში

თუ ამ მცენარის სამკურნალო საშუალებად გამოყენება გსურთ, შემდეგნაირად უნდა მოიქცეთ: გაზარდეთ დედა-ხახვი – თქვენი ძირითადი მცენარე, რომელიც ბოლქვს მოგცემთ.

მოაშორეთ მას მხოლოდ ძველი ფოთლები, რომლებიც ხმობას იწყებს. ფოთლები მოწყვიტეთ ფუძესთან ახლოს, ასე მცენარეს მინიმალურად ვნებთ. ძირითადი სამკურნალო საშუალებაა პატარა ხახვები და მათი მორჩები.

როგორც ნებისმიერი ფიტოთერაპევტული საშუალება, ინდური ხახვიც თითქმის უსაფრთხოა, მისი უკუჩვენებაა მხოლოდ ინდივიდუალური ალერგიული რეაქცია და არასაკეთილდღეო შედეგები დოზის გადამეტებისგან, თანაც ძალიან ინტენსიური გამოყენების დროს.

თუ იცით, რომ ბევრი ნივთიერება, განსაკუთრებით, მცენარეული წარმოშობისა, გაძლევთ ალერგიას, უმჯობესია, ნებისმიერი ფიტოთერაპევტული საშუალების, მათ შორის, ინდური ხახვის გამოყენებამდე, ჩაატაროთ ცდა კანის პატარა მონაკვეთზე: დაიდეთ ფოთოლი 5-7 წუთით ჯანმრთელ კანზე (უმჯობესია იდაყვის მოხრის ადგილზე, სადაც კანი ყველაზე მგრძნობიარეა).

დადებითი ალერგიული რეაქციის შემთხვევაში, 1 საათის განმავლობაში კანი გაწითლდება, გაჩნდება მსუბუქი, მუდმივი ქავილი, მცირე გამონაყარი. თუ 1 საათის შემდეგ რეაქციები არ აღინიშნება, ინდური ხახვი თქვენთვის უსაფრთხოა და მისი გამოყენება თამამად შეგიძლიათ.

მაგალითად, თუ თმა გცვივათ, არაფერი იქნება იმაზე ეფექტური, ვიდრე ინდური ხახვის სამკურნალო ნიღბები..

ესეც პირველი რეცეპტი:

დიდი კარტოფილი დახეხეთ, დაწურეთ, შეურიეთ წვენი 2 ს.კ. ალოეს წვენს, 1 ს.კ. თაფლს, 1 ს.კ. იდნური ხახვის ნაყენსა და 1 ს.კ. შვრიის ფქვილს.

ნიღაბი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თავის კანში და 2 საათით შეიხვიეთ პირსახოცით. შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით. ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში არაუმეტეს ორჯერ. სრული გამოჯანმრთელება, დაახლოებით, 1 თვეში დადგება.

ინდური ხახვი – იდეალური ოფისის ყვავილია. იგი უპრეტენზიოა მოვლაში, გაპატიებთ, თუ უქმეებზე მას არ მორწყავთ, და წელიწადში ორჯერ მაინც გაახარებს თქვენს თვალებს უჩვეულო ყვავილებითა და ნაზი სურნელით. გარდა ამისა, სამსახურში იგი შეუცვლელი საშუალებაა თავის ტკივილის წინააღმდეგ.

კარგია ინდური ხახვის ქოთნის დადგმა სასკოლო კლასის ფანჯრის რაფაზეც. მისი მადეზინფიცირებელი და ჭრილობების შემხორცებელი მოქმედება ოპტიმალურია მუხლების დაზიანებისას, მკურნალობაც აღარ დააშინებს ბავშვს იმდენად, რამდენადაც საშინელი ფერი იოდი.

მოათავსეთ ინდური ხახვი ბინის ჩრდილოეთ ნაწილში. ამ მცენარეს არ უყვარს მზის სხივები, თავს კარგად გრძნობს სიგრილეში.

თავის სამშობლოში, ანდების მთების ტყეებში, ხახვი ბუჩქდება სქელ წანაზარდებსა და ფინჯნებში, რომლებიც ცუდად ატარებს მზის სხივებს. ყინულოვანი მწვერვალების ცივ ჰაერს შეჩვეული ხახვვი თავს უკეთ იგრძნობს, თუ ბინის ჩრდილოეთ ნაწილში მოათავსებთ.

არაა რეკომენდებული მცენარის მოთავსება სამზარეულოსა და საძინებელში. საძინებელი – ეს პირადი ტერიტორიაა, რომელშიც აქტიური ენერგეტიკის შემოჭრა არაა სასურველი.

გარდა ამისა, ეს დიდფოთლიანი მცენარე ღამით დიდი რაოდენობით ჟანგბადს მოიხმარს; ასეთი ყვავილები არასაკეთილდღეოა საძინებლის გამწვანებისთვის. სამზარეულოში სუსტტოქსიკური მცენარე აგრეთვე არაა სასურველი, რადგან გამაღიზიანებელი წვენი შეიძლება საკვებში მოხვდეს.

ინდური ხახვის დამატებითი მოქმედების გასაძლიერებლად, ჩარგეთ იგი მკვეთრი ფერის ქოთანში ან დეკორაციულ კაშპოში.

ეს მცენარე უპირატესობას ანიჭებს მკვეთრ, წვნიან და მუქ ტონებს. შესანიშნავია ლათინოამერიკული მოტივები. “ჩინური ქარისა” და ჩინური ზარების დაკიდება რეკომენდებულია იმ ოთახში, რომელშიც ინდური ხახვი დევს, ოღონდ ისე, რომ მათ შორის მანძილი 1 მეტრზე ნაკლები არ იყოს.

ამასთან, ყურადღება იმასაც უნდა მიაქციოთ, თუ რა წერია “ქარზე” ან ზარებზე. უმჯობესია, აირჩიოთ საქმეებში წარმატებისა და ოჯახში ნაყოფიერების მსურველი იეროგლიფები.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი