დაივიწყეთ გამომშრალი, დაკოჟრილი და დაბზარული კანი ქუსლებზე. უმრატივესი რეცეპტი!

623

ზამთრის შემდეგ ჩვენი ფეხები საშინელი სანახავია! გამომშრალი, თხელი და დაბზარული კანი ქუსლებზე არც თუ ისე ლამაზად გამოიყურება, წინ კი ზაფხულის უმშვენიერესი სეზონი გველის.

კანის გამოჯანმრთელება და აღდგენა შესაძლებელია ფეხის სპეციალური აბაზანებით! ეს სამი რეცეპტი, რომელსაც დღეს ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებთ, ძალზედ ეფექტურია ქუსლებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად: ოფლიანობა, კოჟრები, ბზარები და ა.შ. უბრალოდ ცადეთ და პირობას გაძლევთ, შედეგით ნასიამოვნები დარჩებით!

ფეხის აბაზანები სახლის პირობებში

მუხის ქერქის აბაზანა არბილებს კანს, თავიდან გვარიდებს ფეხების ოფლიანობას და სტიმულირებს ძველი უჯრედების აქერცვლას. საკმარისია კვირაში 1 პროცედურა და ძალიან მალე სასიამოვნო შედეგს მიიღებთ!

ინგრედიენტები:

  • 100 გ მუხის ქერქი;
  • 5 ლ წყალი;
  1. ადუღეთ მუხის ქერქი წყალში 10 წუთის განმავლობაში.
  2. მიეცით მას ოთახის ტემპერატურაზე გაგრილების საშუალება და მოათავსეთ ფეხები თბილ წყალში 20 წუთით.

რძის აბაზანა ფეხებისთვის რეკომენდირებულია შეშუპების დასამარცხებლად. რძე და ზეითუნის ზეთი კვებავს ქუსლების კანს და ამთელებს ბზარებს.

ინგრედიენტები:

  • 2 ლ მდუღარე წყალი;
  • 1 ჭიქა თბილი რძე;
  • 3 ს.კ ლიმონის წვენი;
  • 2 ს.კ ზეითუნის ზეთი;
  • 1 მწიკვი დარიჩინი;
  1.  აურიეთ თითოეული ინგრედიენტი ერთმანეთში. აუცილებელია, რომ წყლის ტემპერატურა იყოს კომფორტული ჩვენი ფეხებისთვის.
  2.  მოათავსეთ ფეხები სამკურნალო სითხეში 15 წუთის განმავლობაში. გაიკეთეთ ეს აბაზანა რეგულარულად და დაივიწყეთ ფეხის კანის სიმშრალე, ოფლიანობა, კოჟრები და ბზარები.

ისარგებლედ ამ რჩევებით და პირობას გაძლევთ, რომ შედეგი არ დააყოვნებს. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!

რჩევა რედაქციისგან:ფეხის კანის მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია მის დატენიანებასთან, უჯრედული რეგენერაციის პროცესთან და გარემო ფაქტორებთან. კვლევების თანახმად, ბუნებრივი ინგრედიენტებით გამდიდრებული აბაზანები ხელს უწყობს კანის აღდგენას და ტენიანობის შენარჩუნებას. მაგალითად, Park et al. (2020) ხაზს უსვამს, რომ მუხის ქერქის ექსტრაქტი ტანინების მაღალი შემცველობის გამო აუმჯობესებს კანის ბარიერულ ფუნქციას და ამცირებს ოფლიანობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკისთვის.

რძე და ზეითუნის ზეთი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებასა და კვებას. Wang et al. (2021) მიუთითებს, რომ რძეში არსებული ლაქტის მჟავა ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების აქერცვლას, ხოლო ზეითუნის ზეთის ცხიმოვანი მჟავები აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და აჩქარებს შეხორცების პროცესს. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, ეს ბუნებრივი მეთოდები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფეხის კანის ჯანმრთელობას, თუმცა, მნიშვნელოვანია, ინდივიდუალური მგრძნობელობის გათვალისწინება, განსაკუთრებით ციტრუსებისა და ეთერზეთების მიმართ.