9 გენიალური რჩევა მებაღეებისთვის, რომლის შესახებ აქამდე არასდროს არაფერი გსმენიათ!

102

თითოეული მებაღე, რომელსაც უყვარს საკუთარი საქმიანობა, მზად არის ყველაფერზე წასასვლელად, რათა მისი მცენარე, ყოველგვარი ქიმიური დანამატებისა და პესტიციდების გარეშე, ლამაზი და ჯანმრთელი გაიზარდოს. ჩვენს დროში პრაქტიკულად შეუძლებელია ისეთი ბოსტნეულისა და ხილის პოვნა, რომელიც ქიმიური სასუქების დახმარების გარეშეა მოყვანილი… ასეთ პროდუქტებს არანაირი ფასეულობა არ გააჩნია!

თქვენ წარმოიდგინეთ და ამ მავნებელი ქიმიური ნივთიერებების აღმოჩენამდე ადამიანები შესანიშნავად ართმევდნენ თავს მებაღეობას. პაპარაცის რედაქციამ საკუთარი მომხმარებლისთვის შეარჩია 9 მრავალჯერ გამოცდილი მეთოდი, რომელიც მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ. ამ მარტივი, თუმცა გამოსადეგარი რჩევების წყალობით თქვენი ბაღი პატარა სამოთხეს დაემსგავსება!

იმისთვის, რომ ხეხილის ხე აყვავილდეს, ჩააჭედეთ მასში ლურსმანი. ხანდახან ვაშლის ხეები წვეტს ყვავილობას, რის გამოც აუცილებელია მათი სტიმულირება. ინდოედში საკმაოდ ხშირად მიმართავენ ამ მეთოდს ქოქოსის ხის სტიმულირებისთვის. ამ პროცესს ზიანი არ მოაქვს თვითონ ხისთვის.

თუ მცენარეს სცვივა ყვავილები და კვირტები, თქვენ დაგჭირდებათ მაგნიუმის სულფატი. ეს გახლავთ ბუნებრივი მინერალი, რომელსაც წყლიდან მოიპოვებენ.

გახსენით 2 ს.კ სულფატი 1 ლიტრ თბილ წყალში და კარგად შეანჯღრიეთ. მიღებული ხსნარით მორწყეთ მცენარე 2 კვირაში ერთხელ, ყვავილობის დაწყებიდან იმ დრომდე, სანამ ნაყოფს არ შეაგროვებთ.

რკინა აუცილებელია მცენარის ზრდისთვის. ამ ელემენტის დეფიციტის დროს მცენარე ყვითლდება. ჩვეულებისამებრ, ეს მოვლენა თავს იჩენს ნიადგაში ფოსფორის ნაკლებობსი გამო. მოათავსეთ წყალში რამდენიმე დაჟანგული ლურსმანი და მორწყეთ ამ წყლით თქვენი მცენარე. ასე თქვენ ხანმოკლე დროში შეძლებთ რკინის ნაკლებობის პრობლემის გადაჭრას.

სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება სოდა. 3 ლიტრ თბილ წყალში გახსენით 1 ს.კ სოდა და მიღებული ხსნარით მორწყეთ მცენარე. ამ სითხით მთლიანად უნდა დაიფაროს როგორც ნიადაგი, ასევე მცენარის ფოთლები და ღეროები.

რძე ძალზედ სასარგებლოა მცენარეებისთვის. ზოგიერთ დიასახლისს ეს პროდუქტი სამედიცინო ნემსის გამოყენებით პირდაპირ მცენარის ღეროში შეჰყავს. განზავებული რძე შეგიძლიათ შეაშხუროთ მცენარეს ფოთლებზე და ფესვების ზონაზე. გაითვალისწინეთ, რომ რძის განზავება აუცილებელია და არ შეიძლება მისი ხშირი გამოყენება.

სპილენძის მონეტები არაჩვეულებრივია სოკოს გაჩენის პრევენციისთვის. ჩამარხეთ მიწაში რამდენიმე მონეტა მცენარის გარშემო. სპილენძი მთლიანად გაანადგურებს სოკოვან სპორებს.

გამოიყენეთ კოკა-კოლა მწერების ხაფანგის სახით. ჩატოვეთ ბოთლში მცირეოდენი გაზირებული სასმელი და ჩამოკიდეთ ის ხეზე. ამ მეთოდის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ყვავილობის დროს.

ხის ნაცარი ძალზედ სასარგებლოა იმ ნიადაგისთვის, სადაც იზრდება ბროკოლი, ლობიო, სატარური და ჭარხალი. ცნობისთვის, ყავი ნალექი გამოიყენება ვარდების, დეკას და აზალიას სასუქის სახით.

ეს რჩევა შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, თუმცა მცენარეებს ძალიან უყვართ მუსიკა. კვლევები გვიჩვენებს, რომ ჯაზს და კლასიკურ მუსიკას სასარგებლო გავლენა აქვს მცენარის მდგომარეობაზე და მის ზრდაზე.

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება კომენტარების მეშვეობით და არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!

რედაქციისგან:ბუნებრივი მეთოდებით მავნებლებისა და სოკოვანი დაავადებების კონტროლი სასარგებლოა როგორც მცენარეებისთვის, ასევე ნიადაგის ბიოლოგიური ბალანსისთვის. International Journal of Agricultural Sustainability-ის კვლევის თანახმად, ორგანული სასუქებისა და მინერალური დანამატების სწორი გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ნიადაგის ნაყოფიერებას და მცენარეთა გამძლეობას. მაგნიუმის სულფატი და რკინის წყალხსნარი მართლაც ეფექტურია მცენარეთა კვებისთვის, რადგან მათი ნაკლებობა ზრდის შეფერხებას იწვევს.

სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგოდ სოდის გამოყენება პოპულარული მეთოდია, თუმცა Crop Protection Journal აღნიშნავს, რომ ბიოლოგიური პრეპარატები, მაგალითად, ტრიქოდერმინი, უფრო მდგრად და ხანგრძლივ დაცვას უზრუნველყოფს. რაც შეეხება მუსიკის გავლენას მცენარეებზე, Plant Physiology Journal-ის კვლევები მიუთითებს, რომ დაბალი სიხშირის ბგერებს მართლაც შეუძლიათ ფოტოსინთეზის პროცესის სტიმულირება. ამასთან, ბუნებრივი მეთოდების გამოყენებისას მნიშვნელოვანია მათი სწორი დოზირება, რათა მცენარე არ დაზიანდეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს