
შეშუპებას უჯრედშორის სივრცეში სითხის მოცულობის ზრდას უწოდებენ. ფეხების შეშუპება მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული: სიცხე, სიხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები, თირკმელების მუშაობის დარღვევა, ორსულობა, გულის უკმრაისობა, ჰორმონალური დარღვევები და ა.შ. ამ პრობლემის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება ძალზედ სახიფათოა. უმჯობესი იქნება, თუ დაუყონებლივ მიმართავთ ექიმს..
ხალხურ მედიცინაში მოიძებნება მთელი არსენალი, თუ როგორ მოვირჩინოთ შეშუპება, თუმცა მათ შოირს ყველაზე ეფექტური ოხრახუშის ნაყენია. ის მსუბუქად, თუმცა ძალზედ ეფექტურად გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს.
შარდმდენი საშუალება ოხრახუშისგან
ოხრახუში ნაყენის მოსამზადებლად, რომელიც შეშუპების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება, თქვენ დაგჭირდებათ ნედლი მწვანილი და მისი ფესვები. კარგად გარეცხეთ ის და გაატარეთ ხორცსაკეპში. მიღებული მასა მოათავსეთ თერმოსში და ჩაამატეთ მასში 500 მლ მდუღარე წყალი. დააყოვნეთ ეს ნაყენი ერთი ღამით, ხოლო დილით გაფილტრეთ იგი. მიღებული სითხის რაოდენობა უნდა მიიღოთ მთელი დღის განმავლობაში 3-ჯერ.
მიირთვით ეს ნაყენი 2 დღე გადაბმულად, ხოლო შემდეგ გააკეთეთ 3 დღიანი შესვენება. თქვენ ძალიან მალე შეამჩნევთ შეშუპების ნიშნების შმცირებას!
რედაქციისგან:ფეხების შეშუპება შეიძლება ორგანიზმის სხვადასხვა სისტემების დარღვევით იყოს გამოწვეული, მათ შორის თირკმელების, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ჰორმონალური ბალანსის დისფუნქციით. მეცნიერები ადასტურებენ, რომ შარდმდენი მცენარეები, როგორიცაა ოხრახუში, ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი სითხის გამოდევნაში და შეშუპების შემცირებაში (Ghasemian et al., 2019).
ოხრახუში შეიცავს ფლავონოიდებს, როგორიცაა აპიგენინი და ლუთეოლინი, რომლებიც ხელს უწყობს თირკმელების მუშაობას და მოქმედებს როგორც ბუნებრივი შარდმდენი საშუალება (Kreydiyyeh et al., 2001). გარდა ამისა, იგი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს ანთებითი პროცესების წინააღმდეგ ბრძოლაში. ხალხურ მედიცინაში ოხრახუშის ნაყენი ტრადიციულად გამოიყენება შეშუპების შესამცირებლად, თუმცა მისი რეგულარული გამოყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ არის მიზანშეწონილი, განსაკუთრებით მაშინ, თუ შეშუპების მიზეზი უცნობია.