მეცნიერ-ექსპერტები მამაკაცებს წელის და მუცლის ზომაზე ყურადღების მიქცევას ურჩევენ. მათი თქმით, ამ ადგილას ძალიან დიდი რაოდენობით ცხიმი ჯანმრთელობისთვის შეიძლება საზიანო იყოს, იუწყება გამომცემლობა Focus.de.
აქ ლუდი, იქ შოკოლადი: კაცებში გარკვეული ასაკიდან მუცლის ზომის ზრდა იშვიათობას არ წარმოადგენს. თუმცა, თუ მუცლის ზომა ძალიან დიდი ხდება, ეს შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს.
ექსპერტები ასახელებენ, თუ როგორი უნდა იყოს მამაკაცის წელი.
„რეკომენდებულია, რომ მამაკაცის წელის ზომა 94 სმ-ს არ აჭარბებდეს. დაახლოებით ამ ნიშნულიდან სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის მაღალი არტერიული წნევის და დიაბეტის, რისკი მნიშვნელოვნად იზრდება“ – ამბობენ ექსპერტები.
კაცებში ცხიმის მთავარი საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ მუცლის ღრუს ორგანოებში ცხიმის დაგროვებით ცხიმის კონცენტრაცია იზრდება ღვიძლსა და თირკმელზედა ჯირკვლებშიც, სადაც სისხლში შაქრის წარმოებას აფერხებს. ამასთან ცხიმოვანი უჯრედები ორგანიზმში მავნე ჰორმონებს და ნივთიერებებს გამოყოფენ, რომლებიც სისხლძარღვების გამაგრებას იწვევენ.
„დარღვეული ნივთიერებათა ცვლის აღსადგენად ბევრი რამ საჭირო არაა. ცოტა სპორტი და რამდენიმე დაკლებული კილოგრამი – სავსებით საკმარისია. ემპირიული წესი არსებობს: თუ ძალიან დიდი მუცელი გაქვს, სხეულის მთელი მასა 5-10%-ით უნდა შეამციროთ, შემდეგ კი ეს წონა შეინარჩუნოთ“ – ექსპერტები რეკომენდაციებს გვიზიარებენ.