
ზამთრის ცივ სეზონზე ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტი საგრძნობლად ქვეითდება. ამის შედეგად კი ბევრი დაავადება იოლად იკიდებს ფეხს ორგანიზმში.
იმისთვის, რომ თავს გრიპისგან დაიცვათ გირჩევთ, რომ ეს რჩევები გაითვალისწინოთ:
თავი აარიდეთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას – ასე დიდია იმის რისკი, რომ ვინმესგან გრიპი გადაგედოთ.
ხშირად დაიბანეთ ხელები – ეს პროცესი საკმაოდ მნიშვნელოვანია და საკმაო სერიოზულობით უნდა მოეკიდოთ. ასე გრიპის გადადების რისკი ნაკლები იქნება.
სიცივეში დიდხანს ნუ გაჩერდებით – ეს თქვენს იმუნიტეტს დააქვეითებს და მარტივად გაცივდებით. ცივ ამინდებში ფეხები და ყელი თბილად უნდა გქონდეთ.
ნუ ეურთიერთებით გრიპით დავირუსებულ ადამიანებს – თუ ოჯახის ერთ-ერთ წევრს გრიპი აქვს ნუ მიუახლოვდებით და სასურველია თუ მას ნიღაბი ექნება სახეზე აფარებული.
სახლი ხშირად კარგად, საფუძვლიანად დაალაგეთ – ეს გრიპის პროფილაქტიკაა. გირჩევთ მსგავსად კვირაში რამდენჯერმე მოიქცეთ.
კარგად იკვებეთ – იმისთვის, რომ იმუნიტეტი არ დაქვეითდეს გირჩევთ, რომ ხილი და ბოსტნეული დიდი რაოდენობით მიირთვათ.
ნუ მიიღებთ ალკოჰოლს – დილა ვარჯიშით დაიწყეთ, ივარჯიშეთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.
ბევრი სითხე მიიღეთ – იმისთვის, რომ იმუნიტეტი არ დაქვეითდეს დღეში მინიმუმ 8 ჭიქა წყალი დალიეთ. ასევე საჭიროა კომპოტები და ნატურალური წვენები.
რჩევა რედაქციისგან:იმუნიტეტის გაძლიერება და გრიპისგან თავდაცვა საჭიროებს ყოველდღიური რუტინისა და ჯანმრთელი ჩვევების დაცვას. ბოლო კვლევები (მაგალითად, “Winter Health and Immunity” ავტორები – J. Smith და L. Brown) ადასტურებენ, რომ სუფთა ჰაერზე ხანგრძლივი სეირნობები, ხელების დაბანა და ჰიგიენური ნორმების დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს გრიპის გავრცელების რისკს. საყურადღებოა, რომ ცივ პირობებში ისედაც დაქვეითებული იმუნური სისტემა შეიძლება კიდევ უფრო დაზიანდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორად და ზომიერად გავუძლოთ სიცივეს. გარდა ამისა, რაც უფრო მეტი ბუნებრივი და მიკროელემენტებით მდიდარი საკვები გვექნება ყოველდღიურ რაციონში, მით უფრო მდგრადები ვიქნებით ვირუსების მიმართ. როგორც ვხედავთ, ამ ზომებს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს თქვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.