კორდიცეპსის სოკოს სახეობების უმეტესობა ენდოპარაზიტულია. ისინი ნადირობენ მწერების ლარვებზე და მათ “ზომბებად” აქცევენ. უახლეს კვლევაში, სამხრეთკორეელი მეცნიერების განცხადებით, დადგინდა, რომ Paecilomyces hepiali-ს, Cordyceps C. sinensis-ის ჯგუფიდან გამოყოფილი სოკოს, ექსტრაქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. CBG-CS-2–ად წოდებული ექსტრაქტების გამოყენება თამამად შეიძლება იმუნური სისტემის ფუნქციის ამაღლების მიზნით, საკვები დანამატის სახით.
კვლევის თავისებურებები
მეცნიერებმა გადაწყვიტეს, ამ კვლევაში შეესწავლათ კულტურა P. hepiali-ის ექსტრაქტების გავლენა იმუნური სისტემის გაძლიერებაზე, ასევე, შეეფასებინათ მისი უსაფრთხოება ადამიანის ორგანიზმისთვის. მათ შეაგროვეს 79 ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანი და დაჰყვეს ორ ჯგუფად: 39 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი იყო ექსპერიმენტული, ხოლო 40 – საკონტროლო.
ექსპერიმენტული ჯგუფი დღეში 1.68 გრამ CBG-CS-2-ს იღებდა, კაფსულის სახით, 8 კვირის განმავლობაში, ამასობაში კი საკონტროლო ჯგუფი პლაცებოს იღებდა. მკვლევარებმა შეაფასეს NK-უჯრედებისა და იმ მედიატორების შრატული დონეების აქტივობა, რომლებიც 8 კვირის შემდეგ მიიღეს მონოციტებისგან.
მეცნიერების დასკვნით, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, დანამატის მიმღებმა ჯგუფმა აჩვენა NK-უჯრედების ციტოტოქსიკური აქტივობის მნიშვნელოვანი გაძლიერება მკურნალობის 8 კვირის ბოლოს.
NK-უჯრედები – ესაა ლეიკოციტები, რომლებიც იმუნური პასუხის ნაწილია. მათი მომატებული აქტივობა CBG-CS-2-ის მიმღებ სუბიექტებში ამტკიცებს დანამატის გავლენას იმუნურ ფუნქციაზე.
ეკზოტიკური სოკო კორდიცეპსი გამოყენების ხანგრძლივი ისტორიით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ მისი უსაფრთხოება ფართო გამოყენებითაა დადასტურებული, მაინც რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის გავლა, დანამატების მიღებამდე.