10 ყველაზე სასარგებლო რჩევა დიაბეტის თავიდან ასაცილებლად

0
2559
photo by mohamed hassan on pxhere

მეორე ტიპის დიაბეტის ზოგიერთი ფაქტორის გაკონტროლება ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია – ამისთვის მნიშვნელოვანია წონისა და წნევის კონტროლი, მოწევაზე უარის თქმა და ექიმების სხვა რეკომენდაციების დაცვა.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ 10 ყველაზე სასარგებლო რჩევას ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად.

1. წონის კონტროლი

ძალიან მნიშვნელოვანია, თავიდან აიცილოთ ჭარბი წონა, განსაკუთრებით, ასაკთან ერთად. ცხიმოვანი ქსოვილების გაზრდა ამცირებს ორგანიზმის ინსულინის მიმართ მგრძნობელობას, რაც დიაბეტის განვითარების ერთ-ერთი წინამორბედია.

2. წელის გახდომა

მუცელზე ცხიმი ასოცირდება იმ ანთებითი პროცესების გააქტიურებასთან, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტის გამოწვევა შეუძლია. ქალის წელის გარშემოწერილობა არ უნდა აღემატებოდეს 90 სმ-ს, ხოლო მამაკაცებისა – 100 სანტიმეტრს.

3. წნევის კონტროლი

სისხლის მაღალი წნევა ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც დიაბეტს იწვევს: ინსულინოდამოუკიდებელი დიაბეტით დაავადებულებს ჰიპერტონია, რიგ შემთხვევებში, გაცილებით უფრო ხშირად უჩნდებათ, ვიდრე სხვა მიმოცვლითი დაავადებები. ეცადეთ, რეგულარულად შეამოწმოთ არტერიული წნევის დონე და დაარეგულიროთ მაღალი წნევა.

4. მოწევაზე უარის თქმა

მოწევას მრავალი ნეგატიური გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე, მათ შორის, დიაბეტის გაჩენის რისკის მომატება.

5. ყავის დალევა

6 კვლევით დადგინდა, რომ 3-4 ფინჯანი ყავის ყოველდღიური მოხმარება ამცირებს დიაბეტის გაჩენის რისკს 36%-ით.

6. ტკბილეულის ხილით ჩანაცვლება

მრავალი წლის განმავლობაში, დიდი რაოდენობით ტკბილეულის მოხმარება ზრდის მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს. ჩაანაცვლეთ ტკბილეული ხილით – ასე არამხოლოდ ტკბილეულისადმი მიდრეკილებას დააკმაყოფილებთ, არამედ ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებითა და ფიტონუტრიენტებით გაამდიდრებთ.

7. მაგნიუმით მდიდარი პროდუქტის მოხმარება

მაგნიუმის დეფიციტის დროს, ორგანიზმში ინსულინის მიმართ რეზისტენტულობა ჩნდება, რაც დიაბეტის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პირობაა. მაგნიუმის შემცველი პროდუქტები დაგიცავთ მსგავსი დარღვევებისგან, მიირთვით თხილი, სრულმარცვლოვანი პროდუქტი, მუქი შოკოლადი და გოგრის თესლი.

8. ომეგა-3-ის მოხმარება

ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები აუმჯობესებს ინსულინის მიმართ რეზისტენტულობას. მათი ძირითადი წყაროა ცხიმიანი თევზი, მაგალითად, ორაგული ან სარდინები.

9. სტრესის თავიდან აცილება

ქრონიკული სტრესი მრავალი დაავადების რისკ-ფაქტორია. დიაბეტიც არაა გამონაკლისი: სტრესის დროს, ორგანიზმი გამოყოფს ჰორმონებს, რომლებიც ზრდის შაქრის დონეს.

10. საკმარისი ძილი

ქრონიკული უძილობა შეიძლება ინსულინისადმი რეზისტენტულობის მიზეზი იყოს. დღეში 7 საათით მაინც უნდა გამოიძინოთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი