ოსტეოპოროზი – ძვლოვანი ქსოვილის სიმჭიდროვის შემცირებაა. ეს, გარკვეული თვალსაზრისით, ბუნებრივი პროცესია, რომელიც ასაკის ზრდას ახლავს თან. თუმცა, არსებობს განსაკუთრებული რისკ-ფაქტორები, რომელთათვის ხელის შეშლითაც დაავადების განვითარებას შეანელებთ.
ოსტეოპოროზის რისკ-ფაქტორები
- სქესი – ქალები უფრო მეტად ექვემდებარებიან ოსტეოპოროზით დაავადებას, ვიდრე მამაკაცები;
- ასაკი – ოსტეოპოროზის გაჩენის რისკი ასაკთან ერთად იმატებს;
- ოჯახური ისტორია – ოსტეოპოროზს ძლიერი გენეტიკური კომპონენტი აქვს. ოსტეოპოროზის მქონე ნათესავის არსებობა დაავადების გაჩენის მაღალ რისკს ნიშნავს.
რისკ-ფაქტორები, რომელთა კონტროლიც შეგვიძლია
ფიზიკური პასიურობა
ძვლები თავისით აღდგება, როცა ადამიანი ვარჯიშობს. ფიზიკური სავარჯიშოებისგან მიღებული დამატებითი ზეწოლა და ტკივილი ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციას. ამასთან, სპორტ-დარბაზში სიარული აუცილებელი არაა. საკმარისია, დიდხანს ისეირნოთ დღის განმავლობაში.
დაბალკალორიული დიეტა
კალორიების არასაკმარისი რაოდენობით მიღება იწვევს კუნთოვანი მასის დაკარგვას, რაც ძვლების სიმჭიდროვესაც ამცირებს.
მზის სხივების უკმარისობა
ადამიანი D ვიტამინს მზის სხივებისგან იღებს. ამ ნაერთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის მიერ კალციუმის ათვისებისთვის, რაც ძვლების გაძლიერებას უწყობს ხელს.
მოწევა
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ არსებობს კავშირი სიგარეტის მოხმარებასა და ძვლების სიმჭიდროვის შემცირებას შორის, რაც ოსტეოპოროზის განვითარების რისკს ზრდის.
მკვებავი ნივთიერებების უკმარისობა
D ვიტამინი, კალციუმი და ცილა ერთადერთი მკვებავი ნივთიერებები არაა, რომლებიც ძვლების ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი. სხვა ნაერთები, მათ შორი, K და C ვიტამინები, აგრეთვე ემსახურება ძვლოვანი ქსოვილების გაძლიერებას.
ბოსტნეულის არასაკმარისი მოხმარება
ისეთი ბოსტნეული, როგორებიცაა ბროკოლი, კომბოსტო და ისპანახი, მდიდარი წყაროა ანტიოქსიდანტებისა, რომლებიც იცავს ძვლოვან უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან.
-“ოსტეოპოროზის ზოგიერთ რისკ-ფაქტორს უბრალოდ ვერ ავიცილებთ თავიდან, თუმცა, ყველა ზემოაღნიშნულის გაკონტროლება ნამდვილად შეგვიძლია. ცხოვრების წესში შეტანილი მცირე ცვლილებები არამხოლოდ ძვლების, არამედ საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობასაც აუმჯობესებს.” – წერს გამოცემა Steady Health.