ექსპერტებმა 11 არსებული ომეგა-3 მჟავებიდან სამი საუკეთესო დაასახელეს: ALA, EPA, DHA

0
6723
photo by Ewa Urban on Pixabay

არსებობს ომეგა-3-ის სხვადასხვა ტიპი – ზოგიერთი მათგანი უფრო მეტად სასარგებლოა, ვიდრე სხვები. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ეს სახეობა ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება: ALA, EPA და DHA. გაიგეთ მეტი ჯანმრთელობაზე მათი სასარგებლო გავლენის შესახებ.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვანი მკვებავი ელემენტებია, რომლებიც ორგანიზმში მრავალ ფუნქციას ასრულებს, და აქვს უამრავი უპირატესობა ჯანმრთელობასთან მიმართებით. თუმცა ორგანიზმი ვერ წარმოქმნის მათ ბუნებრივი გზით, ამიტომ ადამიანებმა ისინი რაციონიდან უნდა მიიღონ. მეცნიერებმა დღემდე ომეგა-3-ის 11 ცხიმოვანი მჟავა აღმოაჩინეს, და მათგან მხოლოდ სამია მნიშვნელოვანი ჯანმრთელობისთვის.

ALA (ალფა-ლინოლეური მჟავა)

ALA ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ყველაზე გავრცელებული სახეობაა. ჩვენი ორგანიზმი მას უშუალოდ ვერ იყენებს – თავიდან, იგი პროდუქტს გარდაქმნის EPA-დ და DHA-დ. მაშინაც კი, თუ ადამიანები დიდი რაოდენობით ALA-ს მოიხმარენ, მისი ძალიან მცირე ნაწილი აითვისება რეალურად. მეტიც, გარდასახვის ეს პროცესი, დროთა განმავლობაში, უარესდება.

ALA-ს შეიცავს შემდეგი პროდუქტი: ისპანახი, სოიოს მარცვლები, ბერძნული კაკალი და სხვადასხვა სახის თესლი (განსაკუთრებით, სელის).

EPA (ეიკოზაპენტაენური მჟავა)

ორგანიზმს EPA ესაჭიროება სასიგნალო მოლეკულების, ეიკოზანოიდების წარმოებისთვის. ეს ნაერთები მონაწილეობს ანთების რეგულირებაში. ადამიანს EPA-ს მიღება შეუძლია ზღვის პროდუქტების, ძირითადად, ორაგულისებრთა ოჯახის თევზებისგან.

DHA (დოკოზაჰექსაენური მჟავა)

ომეგა-3, რომელიც ტვინსა და ბადურაშია ნაპოვნი, ძირითადად, DHA-სგან შედგება. ეს ცხიმოვანი მჟავები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტვინის განვითარებისა და ზრდასრულებში ჯანსაღი კოგნიტური ფუნქციის შენარჩუნებისთვის. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ DHA-ს დეფიციტი შეიძლება დაკავშირებული იყოს ალცჰაიმერის დაავადებასა და, ასაკთან ერთად, ტვინის ფუნქციის დარღვევასთან.

DHA გვეხმარება სისხლში ტრიგლიცერიდების დონისა და “ცუდი” ქოლესტერინის დონის პოტენციურ შემცირებაში.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი