
ცხიმოვანი ქსოვილის წამონაზარდები ცნობილია მედიცინაში, როგორც ლიმპომა. ექიმების რწმუნებით, მის წარმოქმნაში დიდ როლს გენეტიკა თამაშობს. რაც შეეხება ამ კეთილთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის სამედიცინო მიზეზებს, ისინი უცნობია. დღეს პაპარაცის რედაქცია შემოგთავაზებთ ხალხურ რეცეპტს, რომლის დახმარებითაც ცხიმოვანი ქსოვილის მოსაშორებლად ერთი კვირა სავსებით საკმარისია. ამ მეთოდის განსაკუთრებულებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი 100%_ით ნატურალური და უსფართხოა.
ამ ცხიმგროვების მოსაშორებლად, ლაზერული პროცედურებისა და ქირურგიული ჩარევის გვერდის ავლით, დაგჭირდებათ მარტივი საშუალება, რომელის მომზადებასაც დამოუკიდებლად შეძლებთ სახლის პირობებში.
ხალხური მედიცინის ამ რეცეპტს რეკომენდაციას დერმატოლოგების უწევენ. მისი საიდუმლო ორ უბრალო ინგრედიენტში, ფქვილსა და თაფლში მდგომარეობს.
მომზადების წესი:
- შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ფქვილი და თაფლი, შემდეგ კი წაისვით სხეულის დაზიანებულ ნაწილზე.
- რეკომედირებულია წაისვათ არანაკლებ 0,5-1 სანტიმეტრი სისქის ფენა.
- შეიხვიეთ მარლით ან ბამბის ქსოვილით და გაიჩერეთ 12 საათით, შემდეგ კი მოიხსენით სახვევი და წაისვით ეს ნაზავი კიდევ ერთხელ.
- გაიმეორეთ ეს პროცედურა მინიმუმ 5-ჯერ.
ამ რეცეპტის ავტორი ირწმუნება, რომ ამაზე უკეთესი საშუალება ცხიმგროვების მოსაშორებლად არ არსებობს. მისივე თქმით, 1 კვირა სავსებით საკმარისია ლიმპომის განსაკურნებლად.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A)
- რამდენად უსაფრთხოა ეს მეთოდი?
ეს მეთოდი 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებზეა დაფუძნებული, თუმცა მის გამოყენებამდე რეკომენდებულია ალერგიის ტესტის ჩატარება. - რამდენად ეფექტურია ეს პროცედურა?
ხალხური მედიცინის მიხედვით, 5-7 დღეში ლიმპომა უნდა შემცირდეს ან სრულიად გაქრეს, თუმცა შედეგები ინდივიდუალურია. - შემიძლია სხვა ზეთები ან ინგრედიენტები დავამატო?
ზოგიერთ შემთხვევაში, ამ რეცეპტს ემატება ქოქოსის ზეთი ან ალოე ვერა, რაც დამატებით მატებს ანთების საწინააღმდეგო თვისებებს.
რჩევა რედაქციისგან: მიუხედავად იმისა, რომ ლიმპომა ჯანმრთელობისთვის პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენს, მისი მოშორება ხშირად ესთეტიკური და კომფორტის საკითხია. კვლევები აჩვენებს, რომ თაფლი ძლიერი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა (National Library of Medicine, 2021). ფქვილი კი ხელს უწყობს ნივთიერების კანის ზედაპირზე ფიქსაციას და საშუალებას აძლევს აქტიურ კომპონენტებს ეფექტურად იმოქმედონ.
თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ მეთოდის კლინიკური დამტკიცება არ არსებობს და მისი ეფექტურობა ინდივიდუალურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. თუ ლიმპომა არ მცირდება ან ზომაში იზრდება, აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია.