5 გავრცელებული შეცდომა პირველი დახმარების დროს

710
Photo by Sebastian on Unsplash

პირველი დახმარების აღმოჩენის უნარს თითოეული ადამიანი უნდა ფლობდეს. უსიამოვნო სიტუაციაში მოხვედრის, დაავადების ან დაზიანების რისკი ნებისმიერ ადამიანს აქვს. სწორედ ამიტომ, უნდა იცოდეთ, თუ ამ შემთხვევაში როგორ იმოქმედოთ. პირველი დახმარების დროს ადამიანები ძალიან ხშირად შეცდომებს უშვებენ. დღეს „პაპარაცი“ 5 გავრცელებულ შეცდომას გიზიარებთ და გიამბობთ, როგორ აღმოაჩინოთ ადამიანს პირველი დახმარება სწორად სხვადასხვა სიტუაციაში.

შეცდომა 1: დამწვრობაზე ზეთის წასმა

დამწვრობაზე ზეთის წასმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან დამწვარ კანზე ზეთოვანი ფენა წარმოიქმნება. ეს კი ჭრილობაში ჟანგბადის მოხვედრას ხელს უშლის, რის გამოც შეხორცების პროცესი გაჭინაურდება, ხოლო ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება გარანტირებულად გექნებათ.

რა უნდა გააკეთოთ? დამწვარი ზედაპირი გააგრილეთ. თუ მცირე ზომის დამწვრობა გაქვთ, წყლის ნაკადის ქვეშ გაიჩერეთ. ასევე დიასახლისის საპონი შესანიშნავად მოქმედებს, რომელიც დამწვრობაზე უნდა წაისვათ. ასეთი პირველი დახმარება ნამდვილად მოქმედებს, რადგან ნაძვის ხის საპონი დამწვრობის ადგილთან ურთიერთქმედებაში შედის, რომელიც მჟავე რეაქციის შედეგს წარმოადგენს. ის მჟავის მოქმედებას შეამცირებს, რის შემდეგ ტკივილი შემცირდება. უფრო დიდი ზომის დამწვრობის დროს, დაზიანებული ადგილი გააგრილეთ, შემდეგ სტერილური სახვევი გაიკეთეთ, მაგრამ ბამბის გარეშე. ამის შემდეგ პაციენტი ტრავმატოლოგიურ ცენტრში გადაიყვანეთ, რომ ხარისხიანი სამედიცინო დახმარება მიიღოს. თუ სააფთიაქო საშუალებებზე ვისაუბრებთ, ყველაზე უკეთ „პანთენოლის“ ქაფი გამოგადგებათ.

შეცდომა 2: ღია ჭრილობის იოდით ან მწვანე მარგალიტით დამუშავება

ამან შეიძლება ქიმიური დამწვრობა გამოიწვიოს, რამაც შეიძლება ნაწიბურები დაგიტოვოთ. ნებისმიერი სპირტიანი ხსნარი ღია ჭრილობის დროს სახიფათოა.

რა უნდა გააკეთოთ? ამ შემთხვევაში პირველი დახმარებისთვის წყალბადის ზეჟანგი გამოიყენეთ. მისი დახმარებით ჭრილობა დაიმუშავეთ. ასევე გამოგადგებათ ქლორგექსიდინი, რომელიც ჭრილობის დეზინფექციას ახდენს. ზემოდან მარლის სახვევი დაიდეთ. მწვანე მარგალიტი და იოდი მხოლოდ მცირე ნაკაწრზე გამოგადგებათ, მაგრამ არა ღია ჭრილობაზე.

შეცდომა 3: გაყინული ადგილის დაზელვა

გაუარესებული სისხლის მიმოქცევის გამო სისხლძარღვები მყიფე ხდება. მსგავსი პირველი დახმარება ისედაც დაზიანებულ კანზე მიკროტრავმას იწვევს. შედეგად – გაყინული ადგილის კვდომა.

რა უნდა გააკეთოთ? თბილ შენობაში შედით და გათბით. ორგანიზმი შიგნიდან უნდა გაათბოთ. ამისთვის სტერეოტიპების მიუხედავად ალკოჰოლი არ გამოგადგებათ. საუკეთესო საშუალება ცხელი ჩაია.

შეცდომა 4: შეციების და მაღალი ტემპერატურის დროს თბილად შეფუთვა

სურდოს დროს თბილ გადასაფარებელში ვინ არ გახვეულა? თუმცა ასეთი პირველი დახმარება ემუქრება მათ, ვისაც მაღალი ტემპერატურა მხოლოდ ახლა უწევს.

რა უნდა გააკეთოთ? თბილი ტანსაცმელი გაიხადეთ, გადასაფარებელი მოიშორეთ და სველი, გრილი პირსახოცით სხეული გაიწმინდეთ. „პარაცეტამოლის“ ტიპის სიცხის დამწევი საშუალების მიღება ურიგო არ იქნება.

შეცდომა 5: ზურგზე ხელის დარტყმა, თუ ვინმეს საკვები ან რაიმე ნივთი გადასცდა

სჯობს ასე არ მოიქცეთ, რადგან სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებთ. სასუნთქ სისტემაში გაჭედილი ნივთი შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაიჭედოს ან შიგნით ღრმად ჩავარდეს.

რა უნდა გააკეთოთ? უნდა ამოახველოთ. ხველის დროს ადამიანი წინ უნდა დაიხაროს, რომ უცხო სხეულის ზემოთ ამოსვლას ხელი შეუწყოს. ამასთან ძლიერი ჩასუნთქვა უნდა გააკეთოთ, ოღონდ ძალიან ფრთხილად, რომ მდგომარეობა არ გაამწვაოთ. თუ ამ დროს დამხმარე არავინაა, საკუთარ თავის დასახმარებლად სხვა ინსტრუქცია წაიკითხეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს