თუ სურდოს ან გრიპის მიერ გამოწვეულ ვირუსს სრულად არ განკურნავთ, ის შეიძლება გულზე განვითარდეს და პერიკარდის ანთება გამოიწვიოს. თავის მხრივ, ამ გულის დარღვევამ შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობამდე მიგვიყვანოს.
პერიკარდიტი პერიკარდის ანთებას წარმოადგენს. პერიკარდი გულის მდგომარეობას არეგულირებს და ორგანოს გარე ზემოქმედების ზეგავლენისგან იცავს. ანთების დროს მასში სითხე გროვდება, რაც გულზე წნევის ზრდას იწვევს.
თუ პერიკარდის ანთება მნიშვნელოვნად გართულდა, ამან შეიძლება პერიკარდის მემბრანებს შორის იმდენი სითხის დაგროვება გამოიწვიოს, რომ გულის სატუმბი მოქმედება მნიშვნელოვნად გააუარესოს. შედეგად, ორგანიზმს სისხლით სათანადოდ არ მიეწოდება და არტერიული წნევა მცირდება. ამ დროს ადამიანის სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე იქმნება.
პერიკარდიტი ხშირად სურდოს გამო ვითარდება. ექიმებისთვის მწვავე პერიკარდიტის მიზეზი ყოველთვის ცნობილი არაა, თუმცა დაზუსტებით ცნობილია, რომ პერიკარდის ანთება შეიძლება გადატანილმა ან ბოლომდე არა ნამკურნალევმა სურდომ და გრიპმა გამოიწვიოს. ხშირად პერიკარდიტს კოკსაკის ვირუსი, ადენო და ექოვირუსები იწვევს, რომლებიც ჩვეულებრივ სურდოს და გრიპს უკავშირდება. თუ ასეთ ინფექციას ბოლომდე არ იმკურნალებთ, ის შეიძლება გულზე გავრცელდეს და პერიკარდის ანთება გამოიწვიოს.
პერიკარდიტის სხვა მიზეზები
იშვიათ შემთხვევაში მის განვითარებას ბაქტერიები ან სოკო იწვევს. მაგალითად, ეს შეიძლება ცუდად ნამკურნალევმა პნევმონიამ ან ტუბერკულოზმა გამოიწვიოს.
ზოგჯერ პერიკარდიტი მეტაბოლურ პათოლოგიას, კერძოდ შაქრიან დიაბეტს ან ჰიპოთირეოზს უკავშირდება.
დაავადება შეიძლება ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადების (წითელი მჭამელი, რევმატიზმი) გვერდით ეფექტად გამოვლინდეს.
პერიკარდიტის სიმპტომები
ზომიერი ან ძლიერი მკერდის ტკივილი მწვავე პერიკარდიტის მთავარ სიმპტომს წარმოადგენს. ასევე დამახასიათებელია მკერდის მარცხენა ნაწილის ტკივილი, რომელიც ნაწილობრივ მუცლის ზედა ნაწილსა და ბეჭის არეში ვრცელდება.
პერიკარდიტისთვის ტიპიურია, როცა ტკივილი მწოლარე პოზაში, ღრმა ჩასუნთქვის, ხველის ან ყლაპვის დროს ძლიერდება, ხოლო წინ გადახრილი სხეულის დროს სუსტდება. პერიკარდიტის დროს ბევრი პაციენტი უჩივის ტკივილს, რომელსაც აღწერენ, როგორც „მკერდის“.
პერიკარდიტის სხვა სიმპტომები:
- ცხელება;
- ზოგადი სისუსტე;
- გახშირებული გულისცემა;
- გახშირებული სუნთქვა, ქოშინი;
- შფოთვა, გაზრდილი ნერვიულობა;
თუ პერიკარდიტი ქრონიკულად მიმდინარეობს, ჩვეულებრივ მხოლოდ უმნიშვნელო და არასპეციფიკური ნიშნები ვლინდება. ხშირად ქრონიკული პერიკარდიტის დროს ფეხის შეშუპება ვლინდება.
ექიმს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ, თუ გულთან დაკავშირებული პრობლემის არსებობაზე ეჭვი გაქვთ.