7 საშიში მდგომარეობა, რომლებიც D ვიტამინის დეფიციტთანაა დაკავშირებული

469
photo by Clker-Free-Vector-Images on Pixabay

ადამიანის ორგანიზმი D ვიტამინის ბუნებრივი გზით წარმოქმნის, როცა მზის სინათლის ზემოქმედების ქვეშაა, თუმცა, ზამთარში ეს წარმოება შეუძლებელი ან არასაკმარისი ხდება. ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ საშიშ მდგომარეობებს, რომლებიც შეიძლება ამ ვიტამინის დეფიციტმა გამოიწვიოს.

1. სისხლის მაღალი წნევა

თუ ორგანიზმს D ვიტამინი არჰყოფნის, ჰიპერტონიის განვითარების რისკი 32%-ით იმატებს. ეს ვიტამინი აკონტროლებს ორგანიზმში ანთებას, მისი დეფიციტი კი იწვევს ქრონიკულ ანთებით პროცესებს, რომლებიც სისხლძარღვოვან სისტემასაც ეცება,

2. ასთმა

არსებული მონაცემების მიხედვით, ასთმის მქონე ბავშვთა მნიშვნელოვან ნაწილს D ვიტამინის ნაკლებობაც აღენიშნება. ვიტამინის საკმარისი რაოდენობით მიღება სასუნთქ გზებსაც წმენდს.

3. კბილების განადგურება

D ვიტამინი აუცილებელია კალციუმისა და ფოსფორის ათვისებისთვის. ეს ის სასარგებლო ნივთიერებებია, რომლებიც აუცილებელია კბილებისა და ძვლების ჯანსაღი განვითარებისთვის. შესაბამისად, D ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც სახსრების, ისე კბილის ემალის დასუსტება და კარიესის განვითარება.

4. კიბო

ბევრი მეცნიერი თვლის, რომ D ვიტამინის დეფიციტი ზრდის ავთვისებიანი სისმსივნის განვითარების რისკს, ამავე დეფიციტის შევსება კი მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების რისკს და აუმჯობესებს პროგნოზს. D ვიტამინის კიბოთი დაავადებულთა მიერ მოხმარებასთან დაკავშირებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ იგი იცავს უჯრედებს არასასურველი მუტაციისგან და ხელს უშლის ორგანიზმში დეფექტური უჯრედების გამრავლებას – D ვიტამინის დიდი რაოდენობით მომხმარებელი პაციენტები უფრო დიდხანს რჩებოდნენ რემისიის მდგომარეობაში. ვიტამინი განსაკუთრებით სასარგებლოა იმ პაციენტებისთვის, რომლებიც კოლორექტალური ან სარძევე ჯირკვლის კიბოთი არიან დაავადებული.

5. გაციება და გრიპი

D ვიტამინი უკიდურესად მნიშვნელოვანი ელემენტია ორგანიზმის თავდაცვით სისტემისთვის: იგი ამცირებს სისხლის თეთრი სხეულების ანთებით დაზიანებას და აძლიერებს იმუნური უჯრედების წარმოებას, ეხმარება მას გაციებასთან, გრიპთან და სხვა ინფექციებთან ბრძოლაში. D ვიტამინის დეფიცირის დროს, იმუნური რესურსები სუსტდება, ჩვენ უფრო ხშირად ვავადდებით.

6. დიაბეტი და სიმსუქნე

სიმსუქნე და მასთან დაკავშირებული მეორე ტიპის დიაბეტი მეტწილადაა დამოკიდებული ორგანიზმში D ვიტამინის შემცველობის დონეზე. იგი ხელს უწყობს პარათირეოდული ჰორმონის შემცირებას, რაც, ხანგრძლივ პერსპექტივაში, ხელს გვიწყობს წონის შემცირებაში, ზრდის ლეპტინის დონეს, ეს ჰორმონი კი აკონტროლებს ცხიმის დაგროვებას და პასუხს აგებს სიმაძღრის შეგრძნებაზე, ასევე, აკონტროლებს სტრესულ ჰორმონ კორტიზოლს, რომლის მუდმივი აქტივობაც სიმსუქნეს უწყობს ხელს.

როცა ადამიანის ორგანიზმში D ვიტამინი არასაკმარისი რაოდენობითაა, მასში ნელდება ნივთიერებათა მიმოცვლის ქიმიური რეაქციების სიჩქარე. შედეგად, იწყება ცხიმის დაგროვება, იზრდება ანთებისა და დიაბეტის განვითარების რისკი.

7. რევმატოიდული ართრიტი

რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტთა თითქმის ნახევარს D ვიტამინის უკმარისობა აქვს. ფსორიატიკული ართრიტის მქონე პაციენტებს შორის, ამ ვიტამინის უკმარისობას უფრო მეტი, 62% უჩივის. ექიმები თვლიან, რომ D ვიტამინის ანთების საწინააღმდეგო თვისებები გვეხმარება ართრიტის სიმპტომების შემსუბუქებაში, მისი უკმარისობა კი, შესაბამისად, ამწვავებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს