სტრესი, ჭარბი წონა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება – არსებობს უამრავი გარემოება, რომლებიც ჰიპერტონიის, გულის დაავადებების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზის, განვითარებას იწვევს. ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ 7 ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს ცხოვრების წესიდან, რომლებიც მომატებულ წნევას იწვევს.
1. სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე
ჰიპერლიპიდემია, ანუ სისხლში ლიპიდების მომატებული დონე, ხშირად, სისხლის მაღალი წნევისა და გულის დაავადებების მიზეზია. სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონე, ჩვეულებრივ, მემკვიდრული წინასწარგანწყობილებისა და არასწორი კვების გამო იმატებს. მეორე ფაქტორის გამოსწორება შეგიძლიათ რაციონიდან ტრანსცხიმული მჟავების შემცველი პროდუქტის ამოღებით (ფიზიკურ აქტივობასთან შეთავსებით).
2. სტრესი
სტრესულ მდგომარეობაში, ორგანიზმი გამოიმუმშავებს გარკვეულ ჰორმონებს, რომლებიც სისხლის წნევას ზრდის. ხანმოკლე პერსპექტივაში, აღნიშნული ცვლილება საშიში არაა: სტრესის ჰორმონები სხეულსა და გონებას აიძულებს, მიაღწიოს მაქსიმალურ წარმოებას, რაც მნიშვნელოვანია ისეთ სიტუაციებში, რომლებიც სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.
თუმცა, რეგულარული სტრესი იწვევს წნევის მომატებას, ქმნის შესაფერის პირობებს გულის დაავადებებისთვის. აი, რატომ უნდა მიმართოთ მედიტაციასა და იოგას, რომლებიც სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
3. პრედიაბეტი და დიაბეტი
სისხლში შაქრის მომატებული დონე ადამიანებში ჰიპერტონიის განვითარების რისკს ზრდის: ჭარბი შაქარი აზიანებს სისხლძარღვებს, წარმოქმნის დაგროვებებს, სისხლძარღვებისსა და არტერიების ქსოვილების გამყარებასა და მათ შევიწროებას.
40 წლის შემდეგ, ჯანმრთელობისთვის, მნიშვნელოვანია, ჩვევად შემოიღოთ არტერიული წნევისა და სისხლში შაქრის დონის კონტროლი, თვითშეგრძნების მიუედავად. ეს ყველაზე უკეთ იძლევა იმის განსაზღვრის საშუალებას, არის თუ არა თქვენი სისხლძარღვები მომატებული წნევისგან განადგურების საფრთხის ქვეშ.
4. ალკოჰოლი
ალკოჰოლის რეგულარული, თანაც, ჭარბი მოხმარების შემთხვევაში, ჰიპერტონიის განვითარების რისკი განსაკუთრებით მაღალია. გარდა ამისა, მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ალკოჰოლის მიმართ: 1 ბოკალი ღვინო, 1 საათის განმავლობაში, არტერიულ წნევას 10 მმ ვრცხ. სვტ. -ით ზრდის.
5. მოწევა
მოწევა სისხლძარღვების ნომერ პირველი მტერია – მწეველებში მაღალი არტერიული წნევის განვითარების რისკი ექვსჯერ უფრო მაღალია, ვიდრე არამწეველებში. თუ მწეველი ხართ, საუკეთესო, რისი გაკეთებაც საკუთარი სისხლძარღვებისა და გულისთვის შეგიძლიათ – ესაა მოწევაზე უარის თქმა.
6. ჭარბი წონა
ყოველი მეორე ჭარბწონიანი ადამიანი ერთხელაც ჰიპერტონიას დაიმართებს. გარდა ამისა, მათთვის დიაბეტისა და ცხიმოვანი მიმოცვლის დარღვევის რისკი იზრდება, რაც, თავის მხრივ, იწვევს გულის დაავადებებს. სხეულის მასის ძალიან მაღალი მაჩვენებლის შემთხვევაში, გახდომა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა სისხლძარღვოვანი სისტემის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და წნევის შემცირებისთვის.
7. არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა
კუნთების აქტიური მუშაობა ავარჯიშებს გულსა და სისხლძარღვებს, უნარჩუნებს მათ ელასტიურობას და უზრუნველყოფს ყველა უჯრედისთვის ჟანგბადის ოპტიმალური რაოდენობის მიწოდებას. მოძრაობისა და კუნთოვანი დატვირთვების უკმარისობა იწვევს კუნთების ჩამოწელვასა და მოდუნებას, კუნთოვანი მასის შემცირებას, ამავდროულად, ცხიმოვანი მასის გაზრდას. ფიზიკური აქტივობა დღეში არანაკლებ 30 წუთს უნდა შეადგენდეს.
სხვათა შორის, სწრაფი სიარული ძალიან ეფექტურად ამცირებს სისხლის წნევას და იცავს გულს.
ყურადღება! მომატებული წნევის დროს, შესაძლებელია კარგად ყოფნას.
ზოგიერთი ადამიანი საერთოდ ვერ გრძნობს წნევის მომატებას. ორგანიზმი ეჩვევა წნევის ასეთ ზრდას და, ამ მომენტებში, ადამიანი შეიძლება თავს სავსებით კარგად გრძნობდეს, რაც ძალიან საშიშია. თუ ჰიპერტონიას არ განიკურნავთ, ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ინსულტი ან გულის იშემიური დაავადება. ამასთან, მაღალი წნევა ზრდის ნაადრევად გარდაცვალების რისკსაც. სტატისტიკის მიხედვით, მიოკარდის ინფარქტის 100 შემთხვევიდან 68-ში, ხოლო ინსულტის 100 შემთხვევიდან 75-ში, ადამიანებს აღენიშნებოდათ არტერიული წნევა, რომელსაც პაციენტები არასაკმარისად აკონტროლებდნენ.