მეცნიერთა აზრით, ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობა ადამიანებისთვის ვარირებს მათი ასაკის მიხედვით. ახალგაზრდებსაც, მოხუცებსაც, შუა ხნის ასაკის ხალხსა და ბავშვებსაც სჭირდებათ სხვადასხვა ხანგრძლივობის ძილი. ამის შესახებ ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ.
სპეციალისტები ხაზს უსვამენ: ადამიანებისთვის ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობა ძლიერად განსხვავდება. აშშ-ს ძილის ეროვნული ფონდის მონაცემებით, ზრდასრული ადამიანის გამოძინებისთვის საკმარისია 7 საათი, ხოლო ახალშობილისთვის – 19 საათამდე.
აი, როგორ რეკომენდაციებს გვაძლევენ მეცნიერები ძილის ოპტიმალურ ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებისთვის.
0-3 თვე
ყველაზე პატარა ბავშვებისთვის ძილის იდეალური ხანგრძლივობა დღეში 14-17 საათია, თუმცა, ზოგიერთ ბავშვს ჰყოფნის 11 საათი, როცა სხვებს 19 სჭირდება.
4-11 თვე
ბავშვები ღამის ძილს ეჩვევიან და დღის განმავლობაში სულ უფრო ნაკლები შესვენება სჭირდებათ. ძილის იდეალური ხანგრძლივობა დაახლოებით 15 საათს შეადგენს, თუმცა ზოგიერთ ბავშვს 10 საათი ჰყოფნის.
1-2 წელი
ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობა 12-15 საათია. ბავშვები, რომლებსაც 10 საათზე ნაკლებ ხანს სძინავთ, ხშირად, დაღლილობას ჰიპერაქტიულობით ინაზღაურებენ.
3-5 წელი
ამ ასაკის ბავშვებს 10-13 საათი უნდა ეძინოთ, ოღონდ, არავითარ შემთხვევაში 8 საათზე ნაკლები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვებს ქცევის პრობლემები შეექმნებათ.
6-13 წელი
ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობა ამ ასაკში 7-12 საათია. ტუბინჰენსკის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ აღნიშნულ ასაკში, რაც უფრო მეტხანს სძინავთ ბავშვებს (აღნიშნული ნორმის ფარგლებში), მით უფრო გონიერი ხდებიან.
14-17 წელი
სქესობრივი მომწიფების პერიოდში, ორგანიზმი საკუთარი ჰორმონების მსხვერპლი ხდება. ბავშვობიდან ზრდასრულობის ასაკში გადასვლასთან გასამკლავებლად, მოზარდმა დღეში 8-9 საათი უნდა იძინოს.
18-25 წელი
ცხოვრების ამ ეტაპის განმავლობაში, ძილის ხანგრძლივობა 7-9 საათს შეადგენს.
26-64 წელი
ცხოვრების ამ ყველზე ხანგრძლივი ასაკობრივი პერიოდის განმავლობაში, ადამიანებს, ჩვეულებრივ, 7-9 საათით ძილი სჭირდებათ. ამავდროულად, მეცნიერები თვლიან, რომ 6-10 საათით ძილიც ახლოსაა ნორმასთან, მაშინ, როცა 6 საათზე ნაკლებ ხანს ძილი ძალიან მავნეა ჯანმრთელობისთვის, თავისი შედეგების გამო, მათ შორისაა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარება, მათალი წნევა და სიმსუქნე.