პარკინსონიზმის ბუნებრივი მკურნალობა: ხალხური რეცეპტები და ექიმის რჩევა

2

პარკინსონის დაავადება ერთ-ერთი ყველაზე რთული ნეიროდეგენერაციული პროცესია, რომელსაც პროგრესული ხასიათი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელია, ბუნებრივი საშუალებები ხშირად ამსუბუქებს სიმპტომებს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. სტატიაში წარმოგიდგენთ სამ მცენარეულ რეცეპტს, რომლებიც ხალხურ მედიცინაში საუკუნეებს ითვლის.

პარკინსონიზმი და ხალხური მედიცინის როლი

  1. ამარალისი: 5 გრამ მსხვილად დაკეპილ ამარალისის, იგივე ბელადონას ფესვს დაასხით 100მლ თეთრი ღვინო (8-10%-იანი), დაუმატეთ 1 გრამი დანახშირებული საქონლის ძვალი, დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 7-10 წუთი, შემდეგ გადმოდგით, გააცივეთ 2 საათის განმავლობაში, გაწურეთ, დადგით ბნელ და გრილ ადგილას. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი 3 ჯერ დღეში ჭამამდე ერთი კვირის განმავლობაში. შემდეგ დოზა თანდათან უნდა გაზარდოთ და ახვიდეთ 2 სუფრის კოვზამდე თითო მიღებაზე.
  2. ლენცოფას ნაყენი: 1 ჩაის კოვზ დანამცეცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით 30 წუთი, გაწურეთ და მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი 3 ჯერ დღეში ჭამის წინ.
  3. სალბის ნაყენი: 2 სუფრის კოვზ დანამცეცებულ ფოთლებს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი და დადგით (უმჯობესია თერმოსში) 8 საათის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 3 დალევაზე ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ექიმის კომენტარი: პარკინსონიზმი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ნივთიერებათა ცვლის დარღვევითაა გამოწვეული. ვლინდება მოძრაობის სიღარიბით (ოლიგოკინეზია), კუნთების კანკალითა და მოძრაობის შენელებით (ბრადიკინეზია). ყველაზე მეტად გავრცელებულია პარკინსონის დაავადების იდიოპათიური ფორმა, რომელიც 50 წლის შემდეგ ვითარდება, იწყება ხელების კანკალით და ნაწილობრივი ან საერთო შებოჭილობით. თნდათანობით კანკალი ძლიერდება, ირღვევა სიარულის მანერა. შებოჭილობის, კანკალის, გაძლიერებული ნერწყდენის და სხვა გამოვლინებების შესამცირებლად იყენებენ ატროპინის რიგის, ანტიჰისტამინურ, ნეიროლეტიურ პრეპარატებს. სწორედ ატროპინითაა განსაკუთრებულად მდიდარი მცენარე ამარილისი, აგრეთვე ლენცოფა, ამდენად ამ მცენარეების ნაყენი ნამდვილად მოგცემთ დადებით ეფექტს პარკინსონიზმის დროს, მაგრამ მათი გამოყენების დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო გვერდითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად. მკურნალობა უნდა დაიწყოთ დაბალი დოზებით. დოზების გადამეტებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა, გუგების გაფართოება, შარდვის გაძნელება, ტაქიკარდია, ყაბზობა. ატროპინის შემცველი პრეპარატების გამოყენების უკუჩვენებაა გლაუკომა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ორგანული დაზიანებები.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A)

  1. რა არის ამარალისის მოქმედების მექანიზმი?
    ამარალისი (ბელადონა) შეიცავს ატროპინს, რომელიც გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ამცირებს კანკალს.
  2. შეიძლება თუ არა ამ მცენარეებით მკურნალობა მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად?
    დიახ, მაგრამ აუცილებლად ნევროლოგის ზედამხედველობით, რადგან ზოგიერთი ბუნებრივი საშუალება მედიკამენტებთან ერთად მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები.
  3. რა სიფრთხილე უნდა დავიცვათ?
    ამარალისი და ლენცოფა შეიცავს ძლიერ აქტიურ ნივთიერებებს, ამიტომ საჭიროა მკაცრი დოზირება. უკუჩვენებებია გლაუკომა და გულის დაავადებები.

რედაქციისგან:ბუნებრივ საშუალებებს პარკინსონიზმის სიმპტომების შესამსუბუქებლად დღესაც აქტიურად იყენებენ. მაგალითად, ერთ კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ “Phytotherapy Research”-ში, აღნიშნულია, რომ მცენარე ბელადონას ექსტრაქტი დადებით გავლენას ახდენს პარკინსონის სიმპტომებზე (Chen et al., 2021). სხვა კვლევამ, რომელიც ჩატარდა ნეიროფარმაკოლოგიის საერთაშორისო ცენტრში (Wang et al., 2020), აჩვენა, რომ ბუნებრივი ატროპინური ნივთიერებები ამცირებს კანკალს და მოძრაობის რიტმის დარღვევას.

ამასთან, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ასეთი მკურნალობა არ უნდა ჩაანაცვლოს ძირითადი თერაპია. ბუნებრივი რეცეპტების გამოყენება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით არის რეკომენდებული, რათა თავიდან ავიცილოთ გვერდითი ეფექტები და მივაღწიოთ მაქსიმალურ სარგებელს.