პროფესორმა პანკრეატიტის ნიშნებზე ისაუბრა – კუჭქვეშა ჯირკვალის ყველაზე ვერაგი დაავადებები შესახებ.

4257
photo by wikipedia

პანკრეატიტი კუჭქვეშა ჯირკვალის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ზოგჯერ მას „კარგი ცხოვრების“ დაავადებას უწოდებენ, რადგან დაავადების მიზეზი საკვების და ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარებას მოიცავს. პანკრეატიტის გამწვავება დღესასწაულებზე ხშირად ხდება, როცა ყველაზე „მდგრადსაც“ კი უხვი საახალწლო სუფრის გაძლება არ შეუძლია. ვიშნევსკის სახელობის ეროვნულ სამედიცინო კვლევით ცენტრში აბდომინალური ქირურგიული განყოფილების წამყვანი ქირურგი, რუსეთის პრემიის ლაურეატი, სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი ანდრეი კრიგერი პანკრეატიტის ნიშნებსა და საფრთხეებზე საუბრობს.

პანკრეატიტი მწვავე და ქრონიკულ ტიპებად იყოფა. პირველის განკურნება მეორესთან შედარებით უფრო მარტივია. მის გამწვავებას სწორედ რომ ცხიმიანი, ცხარე კერძების და ალკოჰოლის უზომოდ მიღება იწვევს. საფრთხე იმაში მდგომარეობას, რომ შეიძლება პანკრეონეკროზი განვითარდეს – რაც ხშირად სიკვდილს იწვევს, რადგან რთულ შემთხვევებში ექიმებიც კი უძლურნი არიან.

„სამწუხაროდ, მავნე სასმელის და პროდუქტის უსაფრთხო დოზის გამოთვლა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ერთმა ადამიანმა შეიძლება მთელი ცხოვრება ალკოჰოლი დალიოს და ავად არ გახდეს, მეორესთვის კი ერთჯერად ძლიერი სასმელის მიღება და შებოლილი ძეხვის მიყოლება მწვავე პანკრეატიტის განსავითარებლად საკმარისი აღმოჩნდეს. ვისაც როგორ გაუმართლებს და ამაში პანკრეასის მთელი საიდუმლოა. ამასთან, პანკრეატიტი შეიძლება ფხიზელ ადამიანსაც ჰქონდეს. დაავადება შეიძლება ნაღვლკენჭოვანმა დაავადებამ, ზოგიერთმა აუტოიმუნურმა დაავადებამ ან გარკვეული მედიკამენტის მიღებამ გამოიწვიოს“ – ამბობს ანდრეი კრიგერი AIF-თან ინტერვიუში.

ოსტეოქონდროზთან არ აგერიოთ!

„ქრონიკული პანკრეატიტის დროს პაციენტები ჭამის შემდეგ გულისრევის შეგრძნებას, დიარეას, მეტეორიზმს, მადის პრობლემას ან წონაში დაკლებას უჩივიან. რაც ყველაზე მთავარია, პაციენტები მუცლის ზედა ნაწილში დამახასიათებელ ტკივილს უჩივიან, რომელიც ხშირად უხვი ან „არასწორი“ კვების შემდეგ ჩნდება. პანკრეასის ჯირკვალი კუჭის უკან მდებარეობს, ხერხემალს ეხება და ტკივილს ხშირად ზურგს გადასცემს. სწორედ ამიტომ, პანკრეატიტი დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება ოსტეოქონდროზის დაავადებით შეინიღბოს“ – ამბობს სპეციალისტი.

პანკრეატიტის დიაგნოზის დასასმელად რიგი კვლევების ჩატარება აუცილებელია, ხოლო ადამიანები ხშირად თვითდიაგნოზით და თვითმკურნალობით არიან დაკავებულნი. შედეგად კი დაავადების, ზოგჯერ პანკრეასის სიმსივნის მიშვება ხდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს