
რატომ უნდა ვატაროთ დაფნის ფოთოლი ჯიბეში? – დაფნის ფოთოლი მხოლოდ ის სანელებელი არ არის, რომელიც კერძებს გემოსა და სასიამოვნო სურნელს მატებს.
მისი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეიძლება, ხოლო ზოგი ადამიანი დაფნას განსაკუთრებულ, თითქმის საიდუმლო თვისებებსაც მიაწერს.
ისტორიულად ეს მცენარე ტრიუმფთან, ძალასთან და მტკიცე ნებასთან იყო დაკავშირებული.
შემთხვევითი არ არის, რომ ძველ რომში იმპერატორები და მხედართმთავრები თავზე დაფნის გვირგვინებს იდგამდნენ.
დაფნის ფოთლის კვამლით სახლებს აკმევდნენ, რათა ბოროტი სულები და ავადმყოფობები გაედევნათ.
დღეს ეზოთერიკოსები გვირჩევენ, დაფნის ფოთოლი ტანსაცმლის შიდა ჯიბეში ვატაროთ.
არსებობს რწმენა, რომ ის დადებით ცვლილებებსა და იღბალს იზიდავს და ადამიანის ცხოვრებაში კეთილგანწყობილ მოვლენებს მოაქვს.
ვინც მაგიურ შეხედულებებს სკეპტიკურად უყურებს, მისთვისაც მოიძებნება პრაქტიკული მიზეზი, რატომ ღირს დაფნის ფოთლის ჯიბეში ჩადება.
დაფნის სუნი აუტანელია მრავალი მავნე მწერისთვის, ხოლო ტანსაცმლის ჩრჩილის მატლებისთვის იგი საერთოდ დამღუპველია.
კარადების თაროებზე და მატყლისა თუ ბეწვის ტანსაცმლის ჯიბეებში ჩადებული დაფნა ნახევარი წლის განმავლობაში იცავს ქსოვილს მწერების დაზიანებისგან.
ეფექტის გასაძლიერებლად შეიძლება დაფნის ნაყენის მომზადება და დალაგებისას კარადების თაროებისა და შიდა ზედაპირების გაწმენდა. ეს არა მხოლოდ სასიამოვნო, ხისებრ სურნელს მისცემს თეთრეულს, არამედ ზედაპირებსაც გაასუფთავებს და გააუვნებლებს.
წინა სტატიაში ჩვენ მოგიყევით თუ რატომ უნდა შეინახოთ დაფნის ფოთოლი საფულეში


