კოფეინი ორგანიზმს ცხიმიანი კვების შედეგებისგან იცავს

0
140
photo by Engin_Akyurt on pixabay

კოფეინი შეიძლება ცხიმიანი კერძების მოყვარულებისთვის სასარგებლო იყოს. ის ცხიმიანი რაციონის ზოგიერთი ნეგატიური შედეგის კომპენსირებას ახდენს, კერძოდ სიმსუქნის პროცესს და ქოლესტერინის ზრდას აფერხებს.

კოფეინმა ცხიმის დაგროვების შეფერხების უნარი ადრეც გვაჩვენა. ამჯერად, ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცხიმიანი კერძების მიღების პირობებში კოფეინს შეუძლია ცხიმიან უჯრედებში ლიპიდების რაოდენობა შეამციროს და ამით წონის მომატება და ტრიგლიცერიდების წარმოება შეაფერხოს. ამის შესახებ The Sun წერს.

მეცნიერებმა ვირთხებზე ექსპერიმენტები ჩაატარეს. 4 კვირის განმავლობაში ცხოველებს კვებადნენ შემდეგი სისტემით: 40% ცხიმები, 45% ნახშირწყლები და 15% ცილები. პარალელურად, ვირთხებს 4 ჭიქა ყავის ტოლ კოფეინს აძლევდნენ. ცხოველები საკონტროლო ჯგუფიდან კოფეინს არ იღებდნენ.

შედეგად, ვირთხებმა, რომლებიც კოფეინს მოიხმარდნენ, წონაში 16%-ით ნაკლები მოიმატეს და 22%-ით ნაკლები ცხიმი დააგროვეს, ვიდრე მათ, ვინც კოფეინს არ იღებდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კოფეინმა ცხიმოვან უჯრედებში ლიპიდების დაგროვება 20-41%-ით შეამცირა, ასევე ტრიგლიცერიდების წარმოება შეამცირა.

„კოფეინმა სიმსუქნესთან და ლიპიდების ცვლასთან დაკავშირებული რამდენიმე გენის გამოხატვა შეამცირა. ვირთხები, რომლებიც კოფეინს ჩაისთან ერთად მოიხმარდნენ, ეს ცხიმოვან ქსოვილებში 39%-ით და ღვიძლში 37%-ით შეუმცირდათ. სწორედ, რომ გენების გამოხატვის შემცირებამ ღვიძლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ცუდი ქოლესტერინის) და ტრიგლიცერიდების წრმოების ინტენსივობა შეამცირა“ – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი