შინაურული ტეფტელი წვნიანი, არომატული სოუსით. ნებისმიერ კოტლეტზე უფრო გემრიელი გამოვიდა

3919

კერძი საბავშვო ბაღიდან – ნებისმიერ ასაკში ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე თბილი მოგონებაა. ტეფტელზე განსაკუთრებული საუბარი ღირს: მისი ნაზი გემო არაფერში აგერევათ!

„პაპარაცი“ წვნიანი ტეფტელის პომიდორი-არაჟნის სოუსში მომზადებას გთავაზობთ ისე, როგორც საბავშვო ბაღში ამზადებდნენ – ის თქვენი საფირმო კერძი გახდება!

ფარშის და ბრინჯის ტეფტელი

ინგრედიენტები ტეფტელისთვის

  • 500 გრ ღორის ან ძროხის ფარში
  • 0,3 – 0,5 ჭიქა ნედლი ბრინჯი (მრგვალი, დაუმუშავებელი)
  • 1 ხახვი
  • 1 კვერცხი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

ინგრედიენტები სოუსისთვის

  • 1 ს/კ არაჟანი
  • 1 ს/კ ფქვილი
  • 1 ს/კ პომიდვრის პასტა
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 1,5 ჭიქა წყალი

მომზადება:

1. ბრინჯი კარგად გარეცხეთ, წყალი 1:1 პროპორციით დაასხით და ნახევრად მომზადებამდე მოხარშეთ. ფარშს აურიეთ. გახეხილი ან დაქუცმაცებული ხახვი, კვერცხი, მარილი და დაფქული წიწაკა დაუმატეთ.

2. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. რამდენჯერმე კარგად აურიეთ, ასე საკმაოდ შეკრულ მასას მიიღებთ.

3. წყალში დასველებული ხელებით ფარშის მცირე ბურთები გააკეთეთ. თითოეული ბურთი ფქვილში ამოავლეთ.

4. ოქროსფერის მიღებამდე ტეფტელები შეწვით (ტაფას თავსახური არ დააფაროთ). შემდეგ ღრმა ქვაბში გადაიტანეთ.

5. ფქვილი ოდნავ მოხალეთ, პომიდვრის პასტა დაუმატეთ და ნელ-ნელა 1 ჭიქა წყალი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. მარილი მოაყარეთ. სოუსი 30 წამით ცეცხლზე გააჩერეთ, შემდეგ ტეფტელს დაასხით. ტეფტელი დაბალ ცეცხლზე 10 წუთით თავსახურ დახურულ ქვაბში თუშეთ.

6. ცალკე არაჟანი და ნახევარი ჭიქა ცივი წყალი გახსენით. 10 წუთის შემდეგ ქვაბს არაჟნის სოუსი დაუმატეთ, თავსახური დაახურეთ და კიდევ 20 წუთით თუშეთ. დასრულებამდე 5 წუთით ადრე გარეცხილი დაფნის ფოთოლი დაუმატეთ.

ეს ნაზი, ნოყიერი ხორციანი ბურთები ნებისმიერ კოტლეტზე უფრო გემრიელი იქნება! ზუსტად ისეთი, როგორც საბავშვო ბაღში..შეგიძლიათ ნებისმიერ გარნირთან ერთად გაიტანოთ, სოუსი გულუხვად მოასხით – ნებისმიერ შემთხვევაში გემრიელი იქნება.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს