საშვილოსნოს ყელის სიმსივნის 5 ადრეული ნიშანი

1568
photo by Angelo Esslinger on Pixabay

სიმსივნის ადრეულ სტადიაზე გამოვლენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადება ტენდენციურად ბოლო სტადიაზე ვლინდება და საშვილოსნოს ყელის სიმსივნე ასეთია. ზოგიერთ ქალში ამ დაავადების არანაირი ნიშანი ვლინდება.

საშვილოსნოს ყელის სიმსივნის სიმპტომები ყოველთვის ცხადი არაა. დაავადებას შეიძლება არანაირი გამოვლენა არ ჰქონდეს, სანამ მოწინავე ეტაპზე არ გადავა. სწორედ ამიტომ, გინეკოლოგთან ვიზიტი და საშვილოსნოს ყელის პროფილაქტიკური გამოკვლევა აუცილებელია.

საშვილოსნოს ყელის სიმსივნის ადრეული ნიშნები შეიძლება იყოს:

არანორმალური სისხლდენა (სექსის დროს ან მის შემდეგ, პერიოდებს შორის, ასევე მენოპაუზის შემდეგ). საშვილოსნოს ყელის სიმსივნის ყველაზე გავრცელებული და ყველაზე ადრეული ნიშანი არარეგულარული სისხლდენაა. ეს მაშინ ხდება, როცა სიმსივნის უჯრედები საშვილოსნოს ყელის ქვედა ქსოვილებზე იზრდებიან. სისხლდენა პოსტმენოპაუზის, მენსტრუაციის შეწყვეტის შემდეგ განსაკუთრებით სახიფათო ნიშანია.

საშოდან უჩვეულო გამონადენი. საშოდან გამონადენის ფერის, სუნის და მასის უჩვეულო ცვლილება ექიმთან ვიზიტის სერიოზული მიზეზია. როცა სიმსივნის უჯრედებს გასამრავლებლად ჟანგბადი არ ყოფნით, ამან შეიძლება ინფექცია და უსიამოვნო სუნი გამოიწვიოს.

დისკომფორტი ან ტკივილი სექსის დროს. სექსის დროს ტკივილი შეიძლება მთელი რიგი პრობლემების ნიშანი იყოს, მათ შორის საშვილოსნოს ყელის სიმსივნე ერთ-ერთი ნიშანია. დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ სექსის დროს ტკივილი ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია. ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ სიმსივნე ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე გავრცელდა.

წელის ტკივილი. ასეთი ტკივილი შეიძლება გადატვირთვას ან არასწორ მოძრაობას უკავშირდებოდეს, მაგრამ შეიძლება რეპროდუქციულ ორგანოსთან დაკავშირებული პრობლემის ნიშანი იყოს. ზურგის ქვედა ნაწილში ან ბრმა ნაწლავის მხარეს მუდმივი ტკივილი შეიძლება საშვილოსნოს ყელის სიმსივნის ნიშანი იყოს.

წონის უნებლიეთ დაკლება. როგორც წესი, მადის დაქვეითება და წონის აუხსნელად დაკარგვა იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმი სწორად არ ფუნქციონირებს. ონკოლოგიური პაციენტების თითქმის ნახევარზე მეტს აღენიშნება კახექსია, გამოფიტვის სინდრომი, რომელიც ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, კუნთოვანი მასის და ცხიმების შემცირებას იწვევს. თუ შეამჩნიეთ, რომ ნაკლებს ჭამთ ან წონაში დაიკელით, ამასთან კვების ჩვევა არ შეგიცვლიათ, ექიმს აუცილებლად მიმართეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს