Cancer Research UK-ის მონაცემებით, კიბოს შემთხვევათა დაახოებით 40%-ის აღკვეთა შესაძლებელია რაციონისა და ცხოვრების წესის კორექტირების გზით. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ონკოლოგიური დაავადებებისგან თავის დასახავად.
გახდით და არ დაუშვათ სიმსუქნე
2017 წელს, კიბოს მსოფლიო კვლევის ფონდმა (WCRF) გამოაქვეყნა მტკიცებულება, რომელიც სიმსუქნეს უკავშირებს კუჭის კიბოს, რომელიც მსოფლიოში ონკოდაავადებებით გარდაცვალების რაოდენობით მესამე ადგილზე. მეცნიერები დღეს ამბობენ, რომ რაც უფრო მეტია ადამიანის წონა, მით უფრო მეტი სიმსივნური დაავადება შეიძლება ემუქრებოდეს მას. კერძოდ, სიმსუქნე უკავშირდება სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს, ღვიძლის, პროსტატისა და კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს განვითარებას. სტერლინგის ლინდა ბაულდის უნივერსიტეტის ჯანსაღი ცხოვრების პოლიტიკის პროფესორის თქმით, ონკოლოგიის განვითარების რისკს წონაში კლება შეამცირებს.
უარი თქვით ტრადიციულ საღამოს ალკოჰოლზე
ბევრი ექიმი და მეცნიერი ამბობს, რომ კიბოს გაჩენის რისკი ალკოჰოლის მოხმარების დაბალი დონის დროსაც კი იზრდება, ამიტომ, უმჯობესია, თავი შეიკავოთ საღამოს ალკოჰოლისგან. ალკოჰოლის მოხმარებასთან აკავშირებენ კიბოს 7 სახეობას, მათ შორის, მკერდის, ღვიძლის, ნაწლავების, პირის ღრუსა და ყელის, კუჭის კიბოებს. ალკოჰოლი – ესაა ეთანოლი, რომელიც იქცევა აცეტალდეჰიდად, ორგანიზმისთვის ძალიან რთულად გადასამუშავებელ ნივთიერებად. უჯრედების მოწყვლადობა და მათი დაზიანებადობა სიმსივნური პროცესებით, აიხსნება ამ ნივთიერების მაღალი დონით.
მიიღეთ ასპირინი
2017 წელს, გაერთიანებული შტატების პროფილაქტიკური სამსახურის მიზნობრივმა ჯგუფმა განაახლა თავისი ინსტრუქციები და 50-59 წლის ადამიანებისთვის გასცა რეკომენდაცია, მიიღონ ასპირინი დაბალი დოზით. სპეციალისტების აზრით, აღნიშნული ზომა იცავს ორგანიზმს კოლორექტალური კიბოსგან – განსაკუთრებით, თუ არსებობს მემკვიდრეობითი ტენდენცია ნაწლავური კიბოსადმი. ასპირინი ხელს უშლის ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებას. თუმცა, ამავდროულად, მის მიღებასთან დაკავშირებულია შინაგანი სისხლდენის რისკებიც, ამიტომ, პრეპარატის გამოყენება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ შეიძლება.
დაამარილეთ ხორცი და აკონტროლეთ მისი რაოდენობა
დამუშავებული და წითელი ხორცის მოხმარება დაკვაშირებულია ნაწლავისა და კუჭის კიბოს განვითარების მაღალ რისკთან. დღეს, დიეტოლოგების რეკომენდაციების მიხედვით, უნდა მოიხმაროთ დღეში არაუმეტეს 70 გ ხორცი. გარდა ამისა, მოერიდეთ შემწვარი ხორცის მოხმარებას, რადგან იგი შეიძ;ება დაკავშირებული იყოს სიმსივნის მომატებულ რისკთან, კიბოს გამომწვევი ჰეტეროციკლური ამინების (ჰცა) გამო, რომლებიც ჩნდება ხორცის მაღალ ტემპერატურაზე მომზადების დროს. ამავდროულად, კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მომზადებამდე ხორცის დამარილება ისეთი სანელებლებით, როგორებიცაა როზმარინი, ბეგქონდარა, თავშავა, რეჰანი, სალბი და მაიორანი, ამცირებს კიბოს გამომწვევი ამინების წარმოქმნის საშიშროებას.
მიიღეთ უჯრედისი
დღეში ხილისა და ბოსტნეულის უჯრედისის მოხმარების უბრალო ხუთჯერადი გაზრდა დაგვეხმარება კიბოს პროფილაქტიკაში. კვლევა უცვლელად ამტკიცებს, რომ ადამიანებს, რომლებიც დიდი რაოდენობით უჯრედისს, ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევენ, კიბოთი დაავადების გაცილებით დაბალი რისკი აქვთ, ამის მიზეზი კი ნაწლავურ ჯანსაღ მიკრობიომში შეიძლება იყოს, რომელიც იმუნიტეტს კიბოსთან ბრძოლაში ეხმარება. სწორედ ასეთ მიკრობიომს უზრუნველყოფს უჯრედისის მიღება. სრული მარცვლებისა და გაუცრელი ფქვილის პურის მოხმარებაც ამცირებს ნაწლავის კიბოს, სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოების გაჩენის რისკს.
მეტი იმოძრავეთ
მათ, ვისი ფიზიკური აქტივობაც დღეში 30 წუთს შეადგენს, ნაკლები შანსი აქვს კიბოთი დაავადებისა, ვიდრე მათ, ვინც საერთოდ არ აქტიურობს ფიზიკურად. გარდა ამისა, მოძრაობა უზრუნველყოფს ნაწლავებში საკვების უფრო სწრაფ გადაადგილებას, რაც ამცირებს ნაწლავებში ანთებითი პროცესების გამოწვევის რისკს, შესაბამისად კი, მცირდება კოლორექტალური კიბოს გაჩენის ალბათობაც.