ახალგაზრდობის შენარჩუნება: რომელი პროდუქტი ალამაზებს და აგლუვებს კანს ზამთარში

303
photo by Ellen26 on Pixabay

ზამთრის თვეებში ტიპური დერმატოლოგიური პრობლემებია სიმშრალე, ქავილი და კანის გაღიზიანება. ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ კანი ვერ ახერხებს საკმარისი სითხის შენარჩუნებას. ზამთრის ჰაერი უფრო მშრალია, შენობებში კი აქტიურად მუშაობს გათბობა. დამატებით, ზამთარში ბუნებრივი გზით მცირდება წყლის მოხმარების რაოდენობაც. შედეგად, კანის რქოვანი ფენა, რომელიც სითხეს ინარჩუნებს, იწყებს გამოშრობას და კანი “პროტესტს აცხადებს”.

როგორ დავიცვათ კანი ზამთარში და დავუბრუნოთ მას ჯანსაღი და ლამაზი იერი?

ამერიკელი დერმატოლოგი დევიდ ლეფელი (იელსის მედიცინის სკოლა) დაჟინებით გვირჩევს, კანის გადასარჩენად და მისი ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად, მივიღოთ E ვიტამინით მდიდარი პროდუქტი.

-“E ვიტამინი შესანიშნავია ჯანსაღი კანის შენარჩუნებისთვის და წარმატებით გამოიყენება კანის ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა აკნე, ფსორიაზი, ატოპური დერმატიტი. ვიტამინ E-ს აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რომლებიც ეფექტურად იცავს კანს მზის სხივებისა და ფოტოდაბერებისგან.” – გვიყვება დერმატოლოგი.

მაშ ასე, E ვიტამინით მდიდარი რომელი პროდუქტი დაგვეხმარება კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში?

  • ხორბლის ამონაცენის ზეთი

ზოგადად, ყველა მცენარეული ზეთი შეიცავს E ვიტამინს, თუმცა, ხორბლის ამონაცენის ზეთი უბადლოა: 1 ს.კ. პროდუქტი შეიცავს დაახლოებით 20 მგ სასურველ ვიტამინს.

  • ნუში

95 გ ნუშის თხილი შეიცავს 24.9 მგ E ვიტამინს – ეს დღიური ნორმის 125%-ია. გარდა ამისა, ნუში შეიცავს უჯრედისს, რომელიც საჭმლის მონელებისთვისაც კარგია.

  • კედრის კაკალი

100 გ თხილი შეიცავს 9.3 მგ E ვიტამინს. კედრის კაკლის მოხმარების განსაკუთრებული სარგებელი იმაში მდგომარეობს, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

  • მიწისთხილი

100 გ მიწისთხილი შეიცავს 8.3 მგ E ვიტამინს. ასევე, მიწისთხილი უზრუნველყოფს ორგანიზმს სასარგებლო უჯრედისით, რომელიც აუმჯობესებს ნაწლავური მიკროფლორის მდგომარეობას. მიწისთხილის მოხმარება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა კოგნიტური ჯანმრთელობის სიბერემდე შესანარჩუნებლად.

  • მზესუმზირის თესლი

100 გ მარცვალი შეიცავს 36 მგ-ზე მეტ E ვიტამინს. გარდა ამისა, მზესუმზირის თესლში დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტია, რომელიც ხელს უშლის კიბოსა და გულის დაავადებების განვითარებას.

  • კივი

3-4 კივი ორგანიზმს დაახლოებით 3 მგ E ვიტამინს აძლევს. ეს ბევრი არაა, თუმცა, სამაგიეროდ, კივი გამოირჩევა C ვიტამინის შემცველობის მაღალი დონით, რაც მას შესანიშნავ პროდუქტად აქცევს ზამთარში იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

  • წითელი ტკბილი წიწაკა

100 გ წითელი ტკბილი წიწაკა შეიცავს 1.6 მგ E ვიტამინს. ამასთან, წიწაკა სასარგებლოა სისხლძარღვების გაძლიერებისთვის, შესაბამისას, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს