ალოეს წვენი სურდოს დროს: ბუნებრივი და უსაფრთხო საშუალება

1727
photo by Jenny Porter on Pixabay

ალოეს წვენს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს, რაც განაპირობებს მისი გამოყენების ეფექტურობას სურდოს წინააღმდეგ. როგორ გამოვიყენოთ იგი სწორად – ამ სტატიაში მოგიყვებით.

ალოეს სასარგებლო თვისებები

ალოეს შემადგენლობაში 75 სასარგებლო ნივთიერება, მათ შორის, ვიტამინები, მინერალები, პოლისაქარიდები და ამინომჟავებია. ალოეს იყენებენ სურდოს დროს, რადგან მას უამრავი კეთილშობილი თვისება ავს: ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტივირუსული, დამატენიანებელი, ჭრილობების მახორცებელი, ტკივილგამაყუჩებელი.

ალოეს წვენის ან გელის გამოყენებით, შეგიძლიათ სურდოს მოშორება, ძვლებსშიდა ღრუებში ლორწოვანი გარსის შეშუპების შემცირება. ეს ამსუბუქებს სუნთქვას, ახორცებს დაზიანებულ ქსოვილებს.

ალოე სურდოს წინააღმდეგ

ალოეს გამოსაყენებლად, მოჭერით ფოთლის ნაწილი, დაწურეთ მისგან წვენი ჭურჭელში, თუ მაშინვე უნდა გამოიყენოთ, ან მოათავსეთ მუქი ფერის ბოთლში, შესანახავად. ეს უნდა გააკეთოთ გრილ, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილზე.

ალოეს წვენის გამოყენება შეგიძლიათ ორთქლის ინჰალაციის გზითაც. ამისთვის საჭიროა ალოეს მთლიანი ან რამდენიმე ნაჭრად დაქუცმაცებული ფოთლები.

ასევე, შეგიძლიათ კომპრესის გაკეთებაც. გაჭერით ფოთოლი სიგრძეზე, დაიდეთ კომპრესის სახით. წვენს უნდა დაუმატოთ მდუღარე წყალი (1:2). შემდეგ, თითო ნესტოში ჩაიწვეთოთ 3-5 წვეთი მასა და დაიზილოთ ცხვირის ფრთები. მსგავსი პროცედურა ჩაატარეთ დღეში ხუთჯერ, სიმპტომების სრულად გაქრობამდე.

ასევე, შეგიძლიათ, ბავშვებს გაუკეთოთ ნესტოების გამორეცხვა სპრეის გამოყენებით. ერთი შხეფი თითო ნესტოში საკმარისია პრობლემის მოსაშორებლად. ეს განსაკუთრებით სასარგებლო მეთოდია მათთვის, ვისაც ცხვირის წვეთები არ უყვარს.

გარდა ამისა, ალოეს გამოყენება შეიძლება ცხვირის შეგუბებით გამოწვეული თავის ტკივილების მოსაშორებლადაც. სიგრძეზე გაჭრილი ალოეს ფოთოლი დაადეთ ბავშვს შუბლზე რამდენიმე წუთით. თუ ფოთლიდან გელს შეიზელთ, შვებას უფრო სწრაფად იგრძნობთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს