ამერიკელი დერმატოლოგი დიანა გალი დაწვრილებით გვაცნობს ზეითუნის ზეთის კოსმეტიკურად გამოყენების გზებს და გვიყვება, თუ ვისთვისაა სასარგებლო მისი გამოყენება და ვისთვის – არა.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენი კანის ნამდვილი კვება დამოკიდებულია იმაზე, თუ რითი იკვებებით თავად, ზეითუნის ზეთის გარეგანის გამოყენება მაინც დადებით გავლენას ახდენს.
-“ზეითუნის ზეთი მდიდარია A, D, E და K ვიტამინებით. თითოეული მათგანი თავისებურად სასარგებლოა. ამ შემადგენლობის ლიდერია E ვიტამინი, ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს კანს დაზიანებებისგან, რომლებსაც თავისუფალი რადიკალები იწვევს. ჟანგვა წარმოშობს ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს, რაც ნორმალური და ბუნებრივი პროცესია.” – ხსნის დიანა გალი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საერთო პრაქტიკის ექიმი და დერმატოლოგი.
შეიძლება თუ არა ზეითუნის ზეთის გამოყენება კანის დატენიანებისა და კვებისთვის?
-“დიახ! თუმცა, აირჩიეთ ორგანული ექსტრა-ვირჯინ ზეთი, ან ზეითუნის, ლავანდის, ნუშისა და ყურძნის წიპწების ზეთების ნარევი. მოერიდეთ დაბალი ხარისხის ზეითუნის ზეთს – იგი თქვენი კანისთვის მეტისმეტად მჟავეა.” – აგრძელებს გალი.
რა რაოდენობით ზეთია საჭირო კანისთვის?
სულ რამდენიმე წვეთი. ოდნავ შეიზილეთ ხელის გულებზე, რათა წასმამდე ზეთის თხელი ფენა მიიღოთ.
ძალიან დიდი რაოდენობით ზეთის გამომყენება გამოიწვევს ფორების ჩახერგვასა და კანის ზოგიერთ ტიპზე აკნეს გაჩენას.
-“რეალურად, მე არ ვურჩევდი ზეითუნის ზეთის გამოყენებას მათ, ვისაც ხშირად უჩნდება აკნე და მუწუკები.”
რჩევა კანის სხვა ნებისმიერი ტიპის მფლობელებისთვის: დაიწყეთ ნელა.
-“დასაწყისისთვის, გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი დროგამოშვებით, რათა კანის რეაქციას დააკვირდეთ.”