ყველამ იცის, რომ მყარი, სრულყოფილი ძილი აუცილებელია მთელი ორგანიზმის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი სილამაზე და ახალგაზრდობაც იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს და როდის გვძინავს. ამერიკელი დერმატოლოგი, უიტნი ბოუ გვიყვება, თუ რატომ ვერ მივიღებთ ლამაზ და ახალგაზრდა კანს, თუ საკმარისად არ გვძინავს.
-“როცა გვძინავს, სტრესის ჰორმონის (კორტიზოლი) რაოდენობა მცირდება, ხოლო ძილის ჰორმონისა (მელატონინი) იზრდება. ჩვენი სხეული და კანი აღდგენის რეჟიმშია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღამე კანს აძლევს აღდგენის საშუალებას, დღის განმავლობაში ნებისმიერი სახის დაზიანების შემდეგ.” – ამბობს უიტნი ბოუ, მედიცინის დოქტორი, ნიუ-იორკის სამედიცინო ცენტრის დერმატოლოგი.
3 ეფექტი ძილის ნაკლებობისგან
თვალების გარშემო კანის შეშუპება
-“აღმდგენი ძილის უკმარისობა იწვევს თვალების შეშუპებას. რატომ? იმიტომ, რომ, როცა სტრესის მდგომარეობაში ხართ, თქვენს ორგანიზმში კორტიზოლის დონე იზრდება, რაც ცვლის მასში მარილის ბალანსს. “
კანის სწრაფი დაბერება
როცა გვძინავს, ჩვენი იმ დაზიანებებს აღიდგენს, რომლებიც დღის განმავლობაში მივიღეთ უი-სხივებით ან დაბინძურებით.
-“ფაქტობრივად, კვლევები აჩვენებს, რომ კანის ახალი უჯრედები ძილის დროს უფრო სწრაფად იზრდება. ისარგებლეთ განახლებისა და აღდგენის ამ პერიოდით, გაიწმინდეთ კანი ძილის წინ და აირჩიეთ პროდუქტები, რომლებიც აღდგენის ამ პერიოდის ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს, რათა დილით უფრო ჯანმრთელი კანი დაგხვდეთ. ამის გარეშე, კოსმეტოლოგია ვერ გაგაახალგაზრდავებთ.”
ღამის მოვლის გაუფასურება
-“ღამით თქვენი კანის უფრო ღრმა ფენები მუშაობს იმისათვის, რომ აღადგინოს სტრესული ფაქტორებით დაზიანებული საფარი. თქვენი კანი, აგრეთვე, ქმნის ახალ კოლაგენს, რომელიც თქვენს კანს სიმკვრივესა და სიგლუვეს უნარჩუნებს. აი, ამიტომ, თუ ნამდვილად გსურთ ღამის პროდუქტების სტრატეგიულად არჩევა კანის აღდგენის მიზნით, აუცილებელია სრულყოფილი ძილი ღამის საათებში.”