ხმელთაშუა ზღვის დიეტა დაგიცავთ დონორული ორგანოს უკმარისობისგან, თირკმლის გადანერგვის შემდეგ

188
photo Obraz kalhh on Pixabay

თირკმელგადანერგილ პაციენტთა მესამედი, ოპერაციიდან 10 წლის შემდეგ, აწყდება დონორული ორგანოს უკმარისობის პრობლემას. ხმელთაშუა ზღვის დიეტა საკმაოდ ეფექტურად დაგიცავთ ამისგან – ამცირებს უკმარისობის რისკს 30%-ით.

გრონინგენის უნივერსისტეტის (ნიდერლანდები) მეცნიერები ამბობენ: ხმელთაშუა ზღვის დიეტის დაცვა დაეხმარება თირკმლების ფუნქციის შენარჩუნებაში ათასობით პაციენტს, რომლებმაც ტრანსპლანტაცია გადაიტანეს. გამოცემა Daily Mail ამის შესახებ დასკვნა 632 თირკმელგადანერგილ პაციენტზე ხუთწლიანი დაკვირვების შემდეგ გამოიტანეს.

დაკვირვების პერიოდის მანძილზე, 119 ადამიანში დაფიქსირდა თირკმლების ფუნქციის შესამჩნევი დაქვეითება. 76 მოხალისეს კი თირკმლების უკმარისობა აღენიშნა. მეცნიერებმა შეაფასეს ის, თუ რამდენად გულმოდგინედ იცავდნენ მონაწილეები ხმელთაშუა ზღვის დიეტას.

კვების აღნიშნული ტიპი მოიცავს დიდი რაოდენობით ხილის, ბოსტნეულის, პარკოსნების, თხილის, თევზისა და სრული მარცვლების მოხმარებას, ასევე, ნაჯერი ცხიმების, შაქრისა და წითელი ხორცის ზომიერ მიღებას. სპეციალისტებმა დაადგინეს: თუ ადამიანთა რაციონი შეეფერებოდა ხმელთაშუა ზღვის დიეტას 7/10-ით, მათში თირკმლების ფუნქციის დაქვეითების რისკი 29%-ით მცირდებოდა, ხოლო თირკმლების უკმარისობისა – 32%-ით, მათთან შედარებით, ვინც დიეტას 5/10 იცავდა.

მკვლევარები თვლიან, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა ორგანიზმს დიდი რაოდენობით უჯრედისსა და ანტიოქსიდანტს აძლევს, რომლებიც აცხრობს ანთებას, საკვანძო როლის შემსრულებელს თირკმლების დაავადებების განვითარებაში. 2013 წელს, კოლუმბიის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ რაციონში ცხოველური ცილების დაბალი შემცველობა ამცირებს დატვირთვას თირკმლებზე და ხელს უწყობს მათ გამოჯანმრთელებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს