10 ოქროს წესი, რომელიც სიმსივნით დაავადების რისკს მინიმუმამდე შეამცირებს

0
3020
photo by mohamed Hassan оn Pixabay

სპეციალისტებმა ე.წ სიმსივნის ევროპული კოდექსი შეიმუშავეს, რომელიც 10 სიმსივნის საწინააღმდეგო წესს შეიცავს, რაც ონკოლოგიური დაავადების რისკს მინიმუმამდე ამცირებს. ამ წესების დაცვით სიმსივნის განვითარების რისკის მნიშვნელოვნად შემცირებას შეძლებთ, იუწყება პორტალი Focus.de

არ მოწიოთ. ექსპერტების შეფასებით თამბაქოს კვამლი ნომერ პირველი ფაქტორია, რომელიც სიმსივნის წარმოქმნის საფრთხეს ზრდის. ის უამრავ კანცეროგენულ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც მხოლოდ ფილტვის სიმსივნის რისკს არ ზრდის. ყოველი მოწეული სიგარეტი სხვა სიმსივნის, მათ შორის პირის ღრუს და ყელის, კუჭის, საყლაპავის, თირკმელზედა ჯირკვლის, შარდის ბუშტის და თირკმლების სიმსივნის წარმოქმნის ალბათობას ზრდის.

ჭარბ წონას თავი აარიდეთ. გერმანული სიმსივნის კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტები დამტკიცებულად თვლიან, რომ ცხიმის პროცენტის ზრდა როგორც მინიმუმ 11 სახეობის სიმსივნის რისკს ზრდის. ჭარბი წონის მქონე ადამიანებში კოლორექტალური, საყლაპავის და ძუძუს კიბოს რისკი განსაკუთრებით იზრდება. ამის მიზეზი ინსულინის და ლეპტინის ჰორმონების წარმოების ზრდა წარმოადგენს, რომლებიც სიმსივნის უჯრედების ზრდას ხელს უწყობენ.

ყოველდღე ივარჯიშეთ. მეცნიერების აზრით, ფიზიკური ვარჯიშის დეფიციტი სიმსივნის ახალი შემთხვევების 6 %-ზე პასუხისმგებელია. თავის მხრივ, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში მსხვილი ნაწლავის, ძუძუს და საშვილოსნოს სიმსივნის განვითარებისგან დაგიცავთ.

ახალი ხილი და ბოსტნეული მიირთვით. გერმანული სიმსივნის კვლევითი ინსტიტუტი ახალი მცენარეული პროდუქტების არ არსებობას და სიმსივნის ახალი შემთხვევების 8%-ს ერთმანეთს უკავშირებს. ექსპერტები განმარტავენ, რომ სიმსივნის პროფილაქტიკის მიზნით დღეში 5 პორცია ხილი და ბოსტნეული უნდა მიირთვათ. პირველ რიგში, საკმარისი რაოდენობით მიღებული მცენარეული საკვები საყლაპავის, კუჭის, ნაწლავების და თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეს აფერხებს.

ძლიერ დამუშავებული ხორცი და ძეხვის ნაწარმი არ მიიღოთ. მეცნიერები კვირაში 500 გრ წითელი ხორცის მიღებას და გადამუშავებული ხორცის ნაწარმის სრულად გამორიცხვას გირჩევენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადამუშავებული ხორცი კანცეროგენული ნივთიერებების სიაში ჯერ კიდევ 2015 წელს შეიყვანა.

ალკოჰოლის მიღება გააკონტროლეთ. ალკოჰოლის რეგულარული მიღება არა მხოლოდ ღვიძლის, არამედ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ყველა სახის სიმსივნის რისკის ზრდის, რაზეც ალკოჰოლის ნარჩენი პროდუქტები არიან პასუხისმგებელნი. ექსპერტები გირჩევენ, რომ დღეში კაცმა 20 გრ სუფთა ალკოჰოლი, ხოლო ქალმა 10 გრ ალკოჰოლი მიიღოს. გარდა ამისა, კვირაში 2-3-ჯერ ალკოჰოლისგან თავი სრულად შეიკავეთ.

მზისგან თავი დაიცავით. ისე, როგორც თამბაქოს კვამლი და გადამუშავებული ხორცი, ულტრაიისფერი სხივები მთავარი კანცეროგენული ზემოქმედების კატეგორიაში ხვდება. პირველ რიგში, მზე კანის სიმსივნის ძალიან სერიოზულ მიზეზს წარმოადგენს.

კანცეროგენულ ნივთიერებებს თავი აარიდეთ. დაბინძურებულ გარემოს ფილტვების, შარდის ბუშტის ან კანის სიმსივნის გამოწვევა შეუძლია. ექიმების თქმით, ეკოლოგიურად არახელსაყრელ რაიონებში დიდხანს სეირნობას თავი უნდა აარიდოთ, ასევე რენტგენული გამოკვლევა კრიტიკულად უნდა შეაფასოთ (დარწმუნდით, რომ ნამდვილად გჭირდებათ). გარდა ამისა, საცხოვრებელ შენობაში გასანიავებელი სისტემა უნდა იყოს დამონტაჟებული, შენობა კარგად უნდა გაანიავოთ.

B ჰეპატიტის და აპვ (პაპილომა ვირუსი) ინექცია. ვაქცინაცია ღვიძლის სიმსივნის განვითარებისგან დაგიცავთ, რომელიც B ჰეპატიტით დაინფიცირების შემდეგ ხშირად ვითარდება. აპვ ინექცია საშვილოსნოს ყელის, ანუსის, სასქესო არხების, ასევე პირის და ყელის სიმსივნის წინამორბედის წარმოქმნას ხელს უშლის.

სამედიცინო გამოკვლევები. ზოგადი წესი: ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი სისმივნის დროს განკურნების მაღალი შანსი არსებობს. ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, ეს კი ექიმთან რეგულარული ვიზიტია. ზოგიერთი სახეობის სიმსივნის აღმოსაჩენად პროფილაქტიკის მიზნით გამოკვლევები უნდა ჩაიტაროთ: ეს ეხება კოლორექტალურ სიმსივნეს, კანის, ძუძუს, პროსტატის და საშვილოსნოს ყელის სიმსივნეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here