ბორი: მნიშვნელოვანი მინერალი ოსტეოპოროზის შესაფერხებლად 

317
photo by James L Marshall on CC BY

ბორი მინერალია, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა კაკალი და ჩირი. ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების მიუხედავად ცოტამ თუ იცის მისი მნიშვნელობის შესახებ ან როგორ ეხმარება ორგანიზმს ჭრილობების შეხორცებასა და ძვლოვანი ქსოვილების შენებაში.

კალციუმის შენარჩუნებას ხელს უწყობს

ძვლებს სიძლიერისთვის კალციუმი სჭირდებათ. როცა ორგანიზმი ახალ ძვლოვან ქსოვილს აწარმოებს, კალციუმის უწვრილესი კრისტალები კოლაგენის კარკასს ავსებენ. ეს წარმოადგენს გარანტიას, რომ ძვლები არ დაიმტვრევა. ბორი ძვლების ფორმირების პროცესში მთავარ როლს ასრულებს, ის დიდი რაოდენობით კალციუმის შეკავებას ხელს უწყობს და დემინერალიზაციას აფერხებს.

D ვიტამინის დეფიციტს აფერხებს

D ვიტამინი შეგიძლიათ თქვენი რაციონიდან ან მზის სხივების ზემოქმედებით მიიღოთ. კერძოდ, D ვიტამინი კალციუმთან პირდაპირი კავშირის გამო ძვლების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.

„D ვიტამინი სისხლში კალციუმის დონეს ზრდის, ნაწლავებს უფრო მეტი მინერალის ათვისებაში ხელს უწყობს და თირკმლებიდან მათ გამოდევნას აფერხებს. ბორი D ვიტამინის დონის გაზრდას ხელს უწყობს და მის ნახევრად დაშლის პერიოდს ახანგრძლივებს – პერიოდი, რომლის დროსაც ნივთიერება თავისი საწყისი წერტილიდან ნახევარმდე იშლება“ – წერს გამოცემა Health.News.

ოსტეოგენეზს ხელს უწყობს

ოსტეოგენეზი ძვლების ფორმირებას წარმოადგენს. კალციუმის და D ვიტამინის შენახვის გარდა, ბორი ოსტეობლასტის მინერალიზაციას ხელს უწყობს. ძვლების საწარმოებლად ის მატრიცას ქმნის, რომელიც მინერალიზებული უნდა გახდეს. ბორი მინერალიზაციის პროცესს იწვევს, გენებსა და ჰორმონებზე, მათ შორის ტესტოსტერონსა და D ვიტამინზე, გავლენას ახდენს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს