აშშ-ში მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ ასპირინის გამოყენებამ შეიძლება სიმსივნის უჯრედებთან, კერძოდ კოლორექტალურ სიმსივნესთან ბრძოლაში დაგვეხმაროს. სპეციალისტების თქმით, ასპირინს შეუძლია პოტენციურად იმ დაავადებების პროფილაქტიკაში დაგვეხმაროს, რომლებიც ქრონიკული ანთების შედეგად წარმოიქმნება.
კვლევითი ცენტრის City of Hope სპეციალისტების მიერ მიღებული დასკვნის თანახმად, „ასპირინი პოტენციურად შეიძლება დაგეხმაროთ იმ დაავადებების პროფილაქტიკაში, რომლებიც ქრონიკული ანთების შედეგად წარმოიქმნება, მათ შორისაა სიმსივნე, ალცჰაიმერის დაავადება, პარკისონის დაავადება, ართრიტი და სხვა“. მკვლევარები თვლიან, რომ ასპირინის დაბალი დოზა სიმსივნის ზრდის შესაფერხებლად შეიძლება ძალიან ეფექტური იყოს.
ასპირინის მოხმარებას უკავშირდება სერიოზული პრობლემები – მედიკამენტმა შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე ნეგატიური გავლენა იქონიოს, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა და სხვა პრობლემები გამოიწვიოს. ეს მთავარი მიზეზია, რის გამოც დღესდღეობით პროფილაქტიკის მიზნით ასპირინის მიღება რეკომენდებული არაა. მეცნიერების წინაშე დგას ამოცანა, რომ ასპირინის სწორი დოზა იპოვონ, რომელიც გვერდითი ეფექტების გარეშე კოლორექტალური სიმსივნის პროფილაქტიკასა და მკურნალობაში ეფექტური იქნება.
ამერიკელი სპეციალისტების გუნდმა ვირთხებზე ასპირინის სხვადასხვა დოზა გამოსცადეს კოლორექტალური სიმსივნის ოთხ უჯრედულ ხაზში, მათ შორის გენის PIK3CA მუტაციასთან დაკავშირებულ სიმსივნეებში, რომლებიც ენდომეტერიუმის, ნაწლავების და სარძევე ჯირკვლების აგრესიული სიმსივნის რისკსაც ზრდიან.
ცხოველების სამი ჯგუფი დაბალი, საშუალო და მაღალი დოზის ასპირინს იღებდა. ყველა ჯგუფის შედეგებით სიმსივნის უჯრედების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა, რომელიც კვდომაზე (აპოპტოზი) იყო დაპროგრამებული.
ამასთან ასპირინის დაბალი დონე სიმსივნის ზრდის შეფერხებაში ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდა. ამის შესახებ Timesnownews.com წერს.