სურდოს და გრიპის დროს ნებისმიერი საშუალება კარგია, რომელიც დაავადების მოშორებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, ამ მხრივ ეთერზეთები ეფექტურია. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ და რით არის ეფექტური ეთერზეთები.
ევკალიპტის ზეთი
ეთერზეთის სუნთქვა სურდოს და გრიპის დროს ძალიან სასარგებლოა. ამ ზეთის სახეობას ძალიან გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისება აქვს. მისი დახმარებით ანთებას შეამცირებთ, ხველას გაუმკლავდებით, ტემპერატურას შეამცირებთ და იმუნიტეტის გაძლიერებას შეძლებთ. სასურველია, რომ ნებისმიერ საბაზო ზეთში გააზავოთ და ნარევი მკერდზე შესაზელად გამოიყენოთ. ამ მეთოდით, ნახველის გამოდევნას და გამოჯანმრთელების დაჩქარებას ხელს შეუწყობთ.
ჩაის ხის ზეთი
მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ეს ზეთი შესანიშნავ ანტივირუსულ თვისებებს ფლობს. ზეთი ინფექციებს ეფექტურად ებრძვის. ასევე, ეთერზეთი სოკოს და მიკრობების საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს.
გვირილას ზეთი
სურდოს და გრიპს ხშირად ციებ-ცხელება ახლავს. მაღალი ტემპერატურის დროსაც კი პაციენტს შეიძლება ჟრჟოლა აწუხებდეს და ვერაფრით გათბეს. ამ მხრივ, გვირილას ზეთი შესანიშნავად მუშაობს. მისი შესუნთქვით სურდოს და გრიპის დროს მდგომარეობის ეფექტურად შემსუბუქებას შეძლებთ.
პიტნის ზეთი
ამ ზეთს ფიზიკური აქტივობის და შრომისუნარიანობის მაჩვენებლის გამაუმჯობესებელი თვისება გააჩნია. სურდოს და გრიპის დროს ეს მაჩვენებელი კი მცირდება. სწორედ ამიტომ, დაავადების დროს პიტნის ზეთი გამოიყენეთ. ამასთან, ზეთი სუნთქვას შეამსუბუქებს, რადგან ბრონქების გლუვი კუნთების მოდუნებას ხელს უწყობს.
როზმარინის ზეთი
ამ ზეთს კულინარიაში ხშირად იყენებენ, მაგრამ მისი მოქმედება ამით არ სრულდება. მას ორგანიზმში ანთებითი პროცესების შემცირება შეუძლია, რაც სურდოს ან გრიპის დროს ძალიან სასარგებლოა.