დიაბეტიკი ვარ. ამ ნახარშის გამოყენებით, მრავალი წელია შაქრის ნორმალურ დონეს ვინარჩუნებ

2263
Name:Phellodendron amurense ;Family:Rutaceae Image no. 3 Permission granted to use under GFDL by Kurt Stueber Source: [http://www.biolib.de www.biolib.de] {{GFDL}}

დიაბეტი უკვე დიდი ხანია მაქვს. ყველა ნაცნობ თუ უცნობ ადამიანს გამოვკითხე ამ დაავადების მკურნალობის გზები.

საჭირო რეკომენდაციებს ვეძებდი გაზეთებშიც. 1997 წლის ერთ-ერთ გაზეთში ამოვიკითხე ამურის ხავერდის მერქნის შესახებ და გადავწყვიტე, ეს საშუალება საკუთარ თავზე გამომეცადა.

როგორც აღმოჩნდა, ამურის ხავერდის გამოყენების სპექტრი ძალიან ფართოა. ხალხში ამ სამკურნალო მცენარის ნაყენსა და ნახარშს იყენებენ საჭმლის მონელების აშლილობის, გასტრიტის, პნევმონიის, ფილტვების ტუბერკულოზის, ღვიძლის დაავადების, ინფექციური საყვითლოს დროს.

ამასთან, ესაა შესანიშნავი მატონიზებელი საშუალებაც. გარეგანად, მერქანი გამოიყენება კონიუქტივიტისა და კანის დაავადებების დროს. სულ 60-მდე დაავადებას კურნავს.

წამალი ასე მოვიმზადე: 1 ს.კ. მერქანს ვასხამდი 2 ჭიქა მდუღარე წყალს თერმოსში და ვაჩერებდი მთელი ღამით. დილით ვწურავდი საცერში და ვყოფდი 3 ნაწილად. დღის განმავლობაში მთელ ნაყენს ვსვამდი. რა თქმა უნდა, დიდად სასიამოვნო სასმელი არაა, თუმცა ეფექტმა მართლა გამაკვირვა. სისხლის ანალიზის მიხედვით, სისხლში შაქრის შემცველობა თითქმის ორჯერ შემცირდა.

თვის განმავლობაში, ნაყენს ყოველდღიურად ვსვამდი, და შაქარი იმავე დონეზე ჩერდებოდა. ამურის ხავერდის მერქნის მარაგი მუდმივად მაქვს და თავს სრულიად დაცულად და ჯანმრთელად ვგრძნობ. მინდა ვურჩიო დიაბეტიკებს, რომლებიც წამლებს იღებენ, რომ წინა მკურნალობაზე ერთბაშად არ თქვან უარი.

თუ დღის განმავლობაში რამდენჯერმე იღებთ ამა თუ იმ წამალს, დაიწყეთ იმით, რომ ერთი მიღება ჩაანაცვლეთ მერქნის ნახარშით. 1 კვირაში შეიმოწმეთ შაქრის დონე.

და ასე, საკუთარი მდგომარეობის კონტროლთან ერთად, თანდათან გაითავისუფლებთ თავს წამლების მიღებისგან.

გაზეთი “Вестник ЗОЖ”, 1998 წ. ანა კარბანიცკაია.

ამურის ხავერდი

მცენარეს ორსახლიანი საგველა ყვავილედები აქვს. აქვს პატარა ყვავილები და მომწვანო, მოგრძელებურ-ელიფსისებრი, წვეტიანი, 3-4 მმ სიგრძის ფოთლები აქვს.

ამურის ხავერდი იზრდება, უპირატესად, მდინარის- და ნაკადულისპირა ველებზე, მდიდარ და, რაც მთავარია, კარგად დრენირებად ნიადაგზე. სამკურნალო მიზნებით გამოიყენება მცენარის ქერქი, მერქანი, ფოთლები, ნაყოფი.

მის ფესვებში გვხვდება ბერბერინი. ქერქში – პოლისაქარიდები, სტეროიდები: 7-დეჰიდროსტიგმასტერინი, ბეტა-სიტოსტერინი, გამასიტოსტერინი, კამპესტერინი; ალკალოიდები: ბერბერინი, იატრორიცინი, მაგნოფლორინი, ფელოდენდრინი, კანდიცინი, კანდიენი; ფენილკარბოლის რკინაციანიდმჟავა, დიოსმინი.

ხავერდის მერქანი და ფოთლები გამოიყენება ჩინურ მედიცინაში, როგორც მატონიზებელი საშუალება, საჭმლის მონელების ხელშემწყობი, მადის გამაუმჯობესებელი თვისებებით, ჰეპატიტის, დისპეპსიის, საერთო გამოფიტვის, ბაქტერიული დიზენტერიის დროს.

ნაყოფი და მერქანი გამოიყენება ფაღარათის დროს.

კორეულ ხალხურ მედიცინაში, მცენარის 2-3 უმი ნაყოფის მოხმარება სასარგებლოდ ითვლება, შაქრიანი დიაბეტის დროს.

მერქანი რეკომენდებულია, როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი საშუალება, რომელიც სასარგებლოა ფილტვებისა და პლევრის ანთებითი დაავადებების, ძვლის ტუბერკულოზის, ელეფანტიოზის, გრიპისა და ანგინის, ჰელმინტოზისა და ჭრილობების დროს.

როგორც სიცხის დამწევი საშუალება, გამოიყენება ტიფოზური და ინფექციური ციებ-ცხელების დროს. შედის რთული რეცეპტების შემადგენლობაში, ფსიქასთენიის, გონებრივი გადაღლის სამკურნალოდ.

გამოიყენებენ შარდმდენ საშუალებადაც, ნეფრიტის დროს, და ნაღველმდენად – ქრონიკული ჰეპატოცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადებებისა და ინფექციური საყვითლოს დროს.

გარეგანად, ნახარში გამოიყენება კონიუქტივიტისა და კანისა თუ თვალების სხვა დაავადებების, კერძოდ, საყმაწვილოსა და ეკზემის, ქრონიკული დერმატომიკოზის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების დროს, ასევე, როგორც ჭრილობის შემახორცებელი საშუალება დამწვრობისა და ჭრილობების დროს.

იაპონიაში, ქერქის ექსტრაქტი გამოიყენება საშვილოსნოს ყელის კიბოს სამკურნალოდ. პირამურიაში, ამურის ხავედრის პრეპარატებს მოიხმარენ ფილტვების ტუბერკულოზის, დიაბეტის დროს. ექსპერიმენტულად დამტკიცებულია, რომ მერქნის ექსტრაქტი ზრდის ცხოველების რეზისტენტულობას სარკომისა და ასციტური ჰემატომების მიმართ. ნაყენს ფუნგიციდური აქტივობაც გააჩნია.

ქერქისა და მერქნის ნახარში გამოიყენება ნეფრიტის, ტუბერკულოიდური და ლეპრომატოზული კეთრის დროს. მერქნის ნახარში და ფხვნილი ჩინურ მედიცინაში გამოიყენება, როგორც ანტისეპტიკური, ცნს-ს მატონიზებელი, სიცხის დამწევი, ჰემოსტატიკური საშუალება დისპეპსიის, ნეიროდერმაიტის, ნევრასთენიისა და გონებრივი გადაღლის დროს.

ტიბეტურ მედიცინაში, ქერქისა და მერქნის ნახარში გამოიყენება ალერგიის, დერმატიის, პოლიართრიტის, ლიმფური კვანძების, თირკმლებისა და თვალების დაავადებების დროს.

მერქანს, აგრეთვე, იყენებენ, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, მალამოს სახით, მოტეხილობის, დერმატიტის, დერმატომიკოზის დროს. იგი გამოიყენება, როგორც ბერბერინის წყარო, რომელიც გამოიყენება ლეიშმანიოზის, ტრიქომონიოზისა და ამებური დიზენტერიის სამკურნალოდ.

ფოთლების ნახარში და ნაყენი სასარგებლოა დიზენტერიის, ჰიპოსთენიის, ნეიროდეტმიტის დროს, როგორც ბაქტერიციდული საშუალება. ფოთლების ფიტონციდებს ბაქტერიციდული თვისებები აქვთ, ხოლო ეთერზეთს – ანტიჰელმინტური, ბაქტერიციული, ლპობის საწინააღმდეგო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს