წვნიანი ლორი: ეს პროდუქტი არ გასუქებთ. გასუქებთ პური, რომელსაც მას აყოლებთ

698

ეძებთ ლორის მარინადის ოპტიმალურ ვარიანტს? გილოცავთ, ის უკვე იპოვეთ. დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით წვანიანი ლორის ბელორუსულ რეცეპტს ნივრით. მარინადის გამოყენების შემდეგ, იგი უჩვეულოდ ნაზი და არომატული გამოდის, ლორის კანიც კი რბილდება და პირდაპირ ტუჩებით იღეჭება.

ლორი მარინადში

ამისთვის მინიმალური ძალისხმევა და ღორის ნებისმიერი ლორის კარგი ნაჭერი გჭირდებათ. ყველა დიასახლისმა არ იცის, როგორ შეარჩიოს ხარისხიანი პროდუქტი ბაზარზე. შეიძინეთ ლორი იქ, სადაც მისი გასინჯვა და კარგად დათვალიერება შეგეძლებათ. უპირატესობა მიანიჭეთ ახალგაზრდა ღორის ლორს და არა ტახისას. ასეთ ლორს თავისებური სუნი და გემო აქვს.

აუცილებლად დაათვალიერეთ პროდუქტი ყველა მხრიდან. კარგი ლორი ნაზი თეთრი უნდა იყოს, არა ნაცრისფერი ან ყვითელი, არამედ ოდნავ ვარდისფერი, სისხლის ნაწილაკების გარეშე. არ უნდა იყოს წებოვანი, სველი ან სრიალა.

ოპტიმალური სისქეა 3-6 სმ. პირდაპირ ბაზარზევე შეამოწმეთ ლორის სირბილე, იგი უპრობლემოდ უნდა იჩხვლიტებოდეს კბილის ჩხირით. გასინჯეთ ლორი. თუ ლუკმის დაღეჭვა შეგიძლიათ და პირში უსიამოვნო გემო არ გრჩებათ, თამამად შეიძინეთ ასეტი პროდუქტი. ახლა გადავიდეთ უშუალოდ რეცეპტზე.

ინგრედიენტები

  • 2 კგ ლორი
  • 1 ლ წყალი
  • 250 გ მარილი
  • 2 თავი ნიორი
  • 5 მარცვალი სურნელოვანი პილპილი
  • 1 ჩ.კ. შავი პილპილის მარცვლები
  • 5-6 დაფნის ფოთოლი
  • 1 ს.კ. მდოგვის მშრალი თესლი
  • მიხაკის 2 ყვავილედი

მომზადება

1. გაწმინდეთ ნიორი. დიდი კბილები გაჭერით შუაზე, პატარები დატოვეთ მთლიანად. დაჭერით ლორი 5-10 სმ სიგანის ნაჭრებად.

2. ქილას გამოავლეთ მდუღარე წყალი და მჭიდროდ ჩალაგაეთ მასში ლორის ნაჭრები. ნაჭრებს შორის მოათავსეთ ნივრის კბილები და რამდენიმე დაფნის ფოთოლი.

3. ქვაბში აადუღეთ წყალი, დაუმატეთ მარილი, მდოგვი, პილპილი, დაფნის ფოთლები და მიხაკი. გააგრილეთ მარინადი და დაასხით ლორს.

4. გააჩერეთ ლორი 1 დღით ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ დადგით გრილ ადგილას შემდეგი დამარილებისთვის. ორ კვირაში შესანიშნავ დასაყოლებელს მიიღებთ.

გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს