მაისის ჭინჭრით დამზადებული ბალზამის მოხმარება რეკომენდებულია გაახალგაზრდავების, იმუნიტეტის გაძლიერების, სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესების, სკლეროზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.
250 გ მაისის ჭინჭარი უნდა გარეცხოთ, გააშროთ, დააქუცმაცოთ და დაასხათ ქილაში 0.5 ლ ხარისხიანი არაყი. შემოახვიეთ ქილას თავზე მარლა და დააყენეთ 1-2 დღით ოთახის ტემპერატურაზე, მზიან ადგილას, ხოლო შემდეგ 10 დღით დააყენეთ სიბნელეში.
ამის შემდეგ, გადაწურეთ და დადგით მზა ბალზამი მაცივრის ქვედა თაროზე. მიიღეთ იგი დამთავრებამდე, 1 ჩ.კ. დილით, უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე, და საღამოს, ძილის წინ.
რაში გვეხმარება ჭინჭარი
ბუასილით დაავადებულებმა ემალირებულ ჭურჭელში 2 ს.კ. დაქუცმაცებულ ფოთლებსა და ფესვებს უნდა დაასხან 1 ლ მდუღარე წყალი, ადუღონ 15 წუთით, გადაწურონ და დალიონ დილაობით, უზმოზე, და საღამოს, ძილის წინ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
მხედველობა გაუმჯობესდება, თუ ყოველდღიურად მიირთმევთ ჭინჭრის 30 გ ახალგაზრდა ფოთლებს ან მორჩებს.
ფოთლების წვენისა და თესლის გამოყენება
მოჭერით ჭინჭარი, დააქუცმაცეთ ხორცსაკეპში და დაწურეთ წვენი.
ოსტეომიელირის, საჭმლის მონელების დარღვევისა და სახსრებში მარილების დაგროვების დროს, აუმობესებს ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებს საჭმლის მონელებას, ააქტიურებს თირკმლების მუშაობასა და შარდის გადინებას.
წარმატებით ამცირებს შლაკების რაოდენობას, ასტიმულირებს ტროფიკული წყლულების, ვარიკოზული წყლულების, ნაწოლების ეპითელიზაციას, ხელს უწყობს დეპიგმენტაციას ვიტილიგოს დროს.
უნდა დალიოთ არა ჭიქებით, არამედ 20 წვეთი უნდა დაუმატოთ 1 ჭიქა თბილ წყალს ან თბილ რძეს. წვენი უნდა მიიღოთ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, აუცილებლად დღეში სამჯერ.
ჭინჭრის ჩაი
ჭინჭრის ჩაი სხვადასხვა დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკის ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტური საშუალებაა.
იმის წყალობით, რომ ჭინჭარი შეიცავს 20-ზე მეტი სახეობის ვიტამინსა და მიკროელემენტს, კარგია ასეთი ჩაის დალევა ავიტამინოზის პროფილაქტიკისთვის, ასევე, ორგანიზმში რომელიმე მიკროელემენტის უკმარისობის დროს.
ეს სამკურნალო მცენარე აუმჯობესებს იმუნიტეტს, ამიტომ შეგიძლიათ ჭინჭრის ჩაი დალიოთ გაციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. ჭინჭარი ზრდის სისხლში გემოგლობინის შემცველობას, და მისი ჩაი აუცილებელია მათთვის, ვისაც გემოგლობინის დაბალი დონე აქვთ, მათ შორის, ფეხმძიმე ქალებისთვისაც.
ესეც ხალხური რეცეპტები:
- 2 ჩ.კ. (ბორცვით) ჭინჭრის ფოთლებს ან ფესვებს დაასხით 1/4 ლ ცხელი წყალი, ადუღეთ 5 წუთით და გადაწურეთ. ჩვეულებრივ, დილა-საღამოს სვამენ თითო ფინჯან თბილ ჩაის, არანაკლებ 4 კვირის განმავლობაში.
- ხოლო მეორე ჩაის ნაკრები ჭინჭრის ფოთლებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც რევმატიზმი, სახსრების სხვა სერიოზული დაავადებები ან თირკმლებში ან ღვიძლში კენჭები აწუხებთ: 20 გ ჭინჭრის ფოთლებსა და ბაბუაწვერას ბალახსა და ფესვებს დაუმატეთ 10 გ შვიტა, 5-5 გ არწყის ფოთლები და ასკილის კენკრა.
1/4 ლ ჩაისთვის უნდა აიღოთ 2 ჩ.კ. ნაზავი. დაასხით მდუღარე, გააჩერეთ 15 წუთით და გადაწურეთ. დალიეთ თითო ფინჯანი ჩაი დღეში სამჯერ, 6 კვირის განმავლობაში.
ხალხურ მედიცინაში, ჭინჭრის ფოთლების ნაყენს იყენებენ, როგორც შარდმდენ საშუალებას.
1 ს.კ. დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მაგარი მდუღარე წყალი, დააყენეთ თავდახურული 10 წუთით, გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. დღეში 8-10-ჯერ.
ჭრილობების, ნაკაწრების სამკურნალოდ იყენებენ ჭინჭრის სპირტიან ნაყენს.
მჭიდროდ გაავსეთ ფოთლებით ბოთლი, დაასხით არაყი და დახურეთ. დააყენეთ 2 კვირით, ფანჯრის რაფაზე. როცა ნაყენი მზად იქნება, ჩაალბეთ ამ სითხეში ტამპონი და დაიდეთ ჭრილობაზე.
ეს შესანიშნავი საშუალება ჭრილობებს უფრო სწრაფად შეახორცებს.
მაისის ჭინჭარი ყველაზე ძლიერია! შეაგროვეთ იგი მაისში და გაახმეთ – დაივიწყეთ ექიმებისა და აფთიაქების შესახებ მთელი ზამთრით.